EUvsDisinfo — ევროკავშირმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ კონფერენცია თბილისში გამართა
ყურადღება, დეზინფორმაცია! — ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტები, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, დიპლომატები, ახალგაზრდა პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაესწრო, საქართველომ უმასპინძლა.
კონფერენცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროკავშირის მთავარი სამოქმედო გეგმის, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და კამპანიის EUvsDisinfo შემადგენელი ნაწილია. მისი მიზანი ევროკავშირისა და მის სამეზობლოში დეზინფორმაციის საფრთხეების გაანალიზება და კოორდინირებული ქმედებების ხელშეწყობაა. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა ევროკავშირის ელჩმა — კარლ ჰარცელმა გახსნა.
ღონისძიებაში საერთაშორისო მომხსენებლის სტატუსით მონაწილე, კარდიფის უნივერსიტეტის დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მარტინ ინესმა On.ge-სთან საუბრისას განმარტა — რა არის დეზინფორმაცია და როგორ მოქმედებს ის. მისი თქმით, დეზინფორმაცია ნებისმიერი კომუნიკაციაა, რომელიც გამიზნულია იმისათვის, რომ ხალხი არასწორი ფაქტებით შეცდომაში შეიყვანოს.
"ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობით ჩვენ დავადგინეთ, რომ დეზინფორმაციის რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ერთმანეთში ირევა ამბები სოციალურ მედიასა და ინტერნეტში. რაც შეეხება მოწყვლადობას, არის რამდენიმე ფაქტორი, რაც ზოგიერთ ადამიანს უფრო მოწყვლადს ხდის. პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ არის აქტივობა, რომელიც ქვეყანაში ხდება, რამდენადაა განხილვადი, რამდენად ჩართული ხარ მასში. შემდეგ იწყება ფიქრი ნდობის ხარისხზე, რამდენად ენდობი პოლიტიკურ ინსტიტუტებს, ენდობი თუ არა ავტორიტეტს. და, ასევე, რაც კვლევიდან ვიცით არის ის, რომ თუ ერთი კონსპირაცული თეორიის გჯერა, უფრო მეტია ალბათობაა იმისა, რომ სხვა კონპირაციულ თეორეიბსაც დაიჯერებ", — თქვა მარტინ ინესმა.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, იურგის ვილჩინსკასმა აღნიშნა, რომ საქართველო გასული წლების განმავლობაში დეზინფორმაციული თავდასხმების სამიზნე იყო. მათ 4 000-ზე მეტი შემთხვევა აღმოაჩინეს. დეზინფორმაციის უმეტესობა მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთერთობაზე ნეგატიურად ემოქმედა. იურგის ვილჩინსკასის აზრით, თბილისში კონფერენციის ჩატარება საუკეთესო გზაა ადგილობრივებთან და რეგიონალურ ექსპერტებთან დასაკავშირებლად, რომლებიც ფიქრობენ, რა იქნება უფრო ეფექტური პასუხი დეზინფორმაციაზე. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ შეხვედრის ორი დღე, არამედ ეს მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებაა.
"ევროპული გზა, არის ის, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ძალიან ბევრი რამ გააკეთოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ რამეს ვენდობით, უკეთესია, გაცნობიერებული გვქონდეს რისკენაა ის მიმართული, გადამოწმებულია თუ არა, იქნებ უბრალოდ, ვინმე ცდილობს სკანდალური სათაურით მათ ვებსაიტზე მოხვდე. ვფიქრობ, დღეს ერთმანეთს საკმაოდ ბევრ რამეს ვუზიარებთ, მაგალითად ფეისბუქზე, ტვიტერზე და სანამ ამას გავაკეთებთ, უნდა დავფიქრდეთ და ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ტყუილს არ ვავრცელებთ", — თქვა იურგის ვილჩინსკასმა.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საჭიროა უკეთესი საშუალებები, რომ აღმოვაჩინოთ დეზინფორმაცია, გავაანალიზოთ და შემდეგ გამოვამჟღავნოთ. კიდევ ერთი საინტერესო თემა, რაზეც სტუმრებმა იმსჯელეს იყო რუსული დეზინფორმაცია. ეს თემა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ანა ბორშევსკაიამ მიმოიხილა, რომელიც იკვლევს რუსეთის კრიმინალურ აქტივობებს შუა აღმოსავლეთში. მისი თქმით, როცა ამ თემის შესწავლა დაიწყო შუა აზიაში ამ საკითხით ცოტა ადამიანი ინტერესდებოდა, ახლა კი მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. ანა ბორშევსკაიას აზრით, ის რასაც რუსეთი პოსტსაბჭოურ ქვეყნეში აკეთებს მალევე აისახება დასავლურ სამყაროზე.
"ჩვენ ვიაზრებთ, რომ ეს პროცესები გლობალურია და არაა იზოლირებული, რაც ხდება შუა აღმოსავლეთში, იშვიათად რჩება იქ. ერთი რამ, რასაც დავაკვირდი, არის ის, რომ ჩვენ "თავდაცვის" პოზიცია გვიჭირავს, რუსეთს კი "თავდასხმის". ეს გამიზნულად ხდება, კრემლი ძალიან კარგად იყენებს ფსიქოლოგიურ ფაქტორს, ფაქტების გარდა მნიშვნელოვანია ემოციური ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ, ამით სარგებლობს კრემლი, რომლსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა, შეღწევადობა აქვს ამ რეგიონში, იცნობს საზოგადოებას და იცის როგორ იმანიპულიროს", — თქვა On.ge-სთან საუბრისას ანა ბორშევსკაიამ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც ამ კონფერენციაზე გაჟღერდა არის ის, რომ ევროკავშირი ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. მისი დახმრებით კი მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ერთდროულად ეცდება საუკეთესო გზები იპოვოს დეზინფორმაციის შესაჩერებლად.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
კომენტარები