გეი ქორწინების დაკანონების შემდეგ დანიასა და შვედეთში სუიციდის მაჩვენებელმა იკლო — კვლევა
დანიასა და შვედეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შემდეგ, ლგბტ თემში თვითმკვლელობის მაჩვენებელმა იკლო. ცნობილია, რომ ჰომოსექსუალებში სუიციდი უფრო ხშირია.
დანია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც 1989 წელს ერთნაირსქესიანთა შორის სამოქალაქო პარტნიორობა დააკანონა. მეზობელი ქვეყანა შვედეთი რევოლუციურ სიახლეს ექვსი წლის შემდეგ შეუერთდა. გეი ქორწინება, რომელიც ამ დროისთვის 28 ქვეყანაშია დაშვებული, შვედეთში — 2009, ხოლო დანიაში 2012 წელს დაკანონდა.
ერთობლივი კვლევა დანიის თვითმკვლელობის პრევენციისა და კვლევის ინსტიტუტმა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად ჩაატარეს. მათ შეადარეს ერთნაირსქესიანთა და ჰეტეროსექსუალთა ურთიერთობებში არსებული სუიციდის მაჩვენებელი 1989-2002 და 2003-2016 წლებს შორის. კვლევა Journal of Epidemiology and Community Health-ში გამოქვეყნდა.
მკვლევარებმა ამ ორი პერიოდის შედარებისას აღმოაჩინეს, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი ლგბტ თემის წარმომადგენლებში 46%-ით შემცირდა. იგივე პერიოდში ჰეტეროსექსუალ ადამიანებში სუიციდის მაჩვენებელი 28%-ით შემცირდა.
"ბოლო ათწლეულებში დანიასა და შვედეთში თვითმკვლელობის მაჩვენებელი ისედაც შემცირდა, თუმცა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაში ცვლილების პროცენტული სხვაობა ბევრად უფრო მკვეთრია", — წერია კვლევაში, რომელმაც საშუალოდ 11-წლიან ერთნაირსქესიანთა ურთიერთობაში მყოფი 28 ათასი ადამიანი შეისწავლა.
კვლევის ხელმძღვანელი, ანეტ ერლანგსენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ლგბტ თემის უფლებების დაცვასთან ერთად, ერთნაირსქესიანთა ქორწინებამ სოციალური სტიგმისგან წნეხი შეამცირა, რამაც დაცულობის განცდა გაზარდა ჰომოსექსუალი ადამიანების ნაწილში.
თუმცა ერლანგსენის თქმით, კვლევამ აჩვენა რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი ერთნაირსქესიანთა შორის კვლავ ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჰეტეროსექსუალურ ქორწინებებში:
"რა თქმა უნდა პოზიტიური ცვლილებაა, რომ სუიციდის მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია, მაგრამ ის კვლავ შემაშფოთებლად მაღალია. გასათვალისწინებელია, რომ თვითმკვლელობის რიცხვი ქორწინებაში არმყოფ ადამიანებში შესაძლოა უფრო მაღალი იყოს".
2018 წლის რეპორტით, რომელმაც 10 ქვეყანაში ჩატარებული 35 კვლევა შეადარა, ლგბტ+ თემის ახალგაზრდა წევრებში თვითმკვლელობის მაჩვენებელი 3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე იგივე ასაკის ჰეტეროსექსუალებში. რისკზე კი შესაძლოა არათანაბარი უფლებები მოქმედებდეს.
იმის მიუხედავად, რომ სკანდინავიას ლგბტ+ თემის უფლებების დაცვაში კარგი რეპუტაცია აქვს და პროგრესულ ლიდერად მიიჩნევა, გასული თვის კვლევამ აჩვენა, რომ თითქმის ყოველი მესამე დანიელი კაცი ორ კაცს შორის სექსს ამორალურად მიიჩნევს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები