ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯიტას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ღონისძიება დღეს, 12 ნოემბერს გაიმართა. ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის (TTPP) მხარდამჭერი ევროკავშირია, რომელმაც გრანტის სახით მილიონი ევრო გამოყო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველოში ამ მხრივ ბევრი არაფერი გაკეთებულა და ეს დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტი პროექტის კომერციალიზაცია მოხდეს.
"კომერციალიზაციის მთავარი სივრცე ევროკავშირის ქვეყნები იქნებიან და ის გრანტი, რომლის ფარგლებშიც ხდება ეს ხელშეკრულება, ასევე, ევროკავშირის გრანტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რადგან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცოდნის ეკონომიკაზე და საქართველოს ამ ფორმატზე გადასვლაზე, ეს სწორედ ასე უნდა მოხდეს, რომ ცოდნა, არ უნდა დარჩეს მხოლოდ პუბლიკაციებში, არამედ უნდა მოხდეს მისი გამოყენება და აქედან მოზიდვა, მათ შორის ფინანსური რესურსების, რასაც ეყრდნობა თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა. ეს მნიშვნელოვანია, თუ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ არა მხოლოდ მომხმარებლები არამედ მწარმოებლებიც", — თქვა გიგა ზედანიამ.
რექტორის თქმით, დიდი შანსია, რომ ფიზიკისა და ელექტრონული ინჟინერიის გადაკვეთაზე ეს პროექტი იყოს მომგებიანი. მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ ასეთი ტიპის პროექტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შედის ყველა წამყვან უნივერსიტეტში და კვლევით ცენტრში, რათა შეისწავლოს, რამდენად მზად არის ტექნოლოგიები იმისთვის, რომ მათ ეს გასაყიდად ბაზარზე გაიტანონ. ჯიტას დირექტორის ავთანდილ კასრაძის თქმით, ისინი იქნებიან პასუხისმგებლები, რომ ტექნოლოგიები ისეთ დონეზე მიიყვანონ რა დონესაც ბაზარი მოითხოვს გასაყიდად.
"ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ სისტემა შემოგვაქვს თუ როგორ უნდა იყოს ესეთი პროცესები დალაგებული უნივერსიტეტში და აქედან გამომდინარე ის თანხა რომელიც შემოვა ტექნოლოგიების გაყიდვიდან ის წავა პირველ რიგში უნივერსიტეტში თუმცა უნივერსიტეტი ამ კონტრაქტით იღებს ვალდებულებას, რომ მინიმუმ 30% შეხვდება გამომგონებელს, მეცნიერს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მეცნიერს ჰქონდეს დამატებითი მოტივაცია რომ მან მიიღოს ტექნოლოგიების გაყიდვიდან შემოსავალი. ჩვენ სწორედ ისე უნდა წარვმართოთ პროცესი, რომ მეცნიერები არ ასოცირდებოდნენ ყველაზე ღარიბ ფენასთან, მათი შრომა იყოს დაფასებული", — თქვა ავთანდილ კასრაძე.
მემურანდუმის გაფორმების შემდეგ უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიიის სფეროში წარმატებული და კომერციული პოტენციალის მქონე გამოგონების ავტორი — დავით აფხაზავა დააჯილდოვეს. კონკურსი ილიას უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისმა 2016 წელს გამოაცხადა. დავით აფხაზავას გამოგონებამ "ქლორის იონების უჯრედებში შეღწევის მონიტორინგის ახალი სენსორი" – აშშ-ის საპატენტო უწყებისგან ოფიციალური პატენტიც მიიღო.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები