ამ მართლაც ჯოისტიკმა... — დიმიტრი ხუნდაძემ გიორგი გაბუნიას შეურაცხყოფა მიაყენა
ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში შექმნილ კრიზისს ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს და აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობა თავის დანაყოფებთან ერთად ყველაფერზე მიდის". დღეს, 12 ნოემბრის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების დროს დიმიტრი ხუნდაძემ ტელეწამყვანი, გიორგი გაბუნიაც ახსენა, რომ "საზოგადოება ვერასოდეს მიეჩვევა მის ბილწსიტყვაობას".
"გახსოვთ ალბათ ღვისმშობელზე ფეხით შედგომა, რამდენიმე დღის წინ ამ მართლაც ჯოისტიკმა, შეურაცხყოფა მიაყენა კიდევ ერთხელ საზოგადოებას", — თქვა ხუნდაძემ გიორგი გაბუნიაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მღვდელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ "წლების წინ სასულიერო პირმა მისი ერთი ადგილი ჯოისტიკივით დაიჭირა".
ხუნდაძე ეკლესიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას და აცხადებს, რომ ისინი 16 წელია ებრძვიან "საზოგადოების ფუნდამენტურ საყრდენს".
"გახსოვთ, ალბათ, ეკლესიებზე სატვირთოებით განხორციელებული შეტევა. თავისუფლების ინსტიტუტისა და ბოიკერიას ყოველდღიური დისკრედიტაცია ეკლესიისა. ახალაიების პირადი მძღვარის, კარის მოძღვრის პეტრეს პატრიარქზე გალაშქრება. მას მიხეილ სააკაშვილი ღირსეულ კაცად აღიარებს. თქვენ არ ინდობთ არც საეკლესიო კაბას, არ ინდობთ ჩოხას და სულში აფურთხებთ საზოგადოებას... ის შეცდომა, რაც დაუშვით კოჰაბიტაციის, ამას უნდა ჰქონდეს დასასრული", — ამბობს ხუნდაძე.
10 ნოემბერს ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ პოსტფაქტუმის პირდაპირ ეთერში სასულიერო პირი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის არ ამხელს, თუ სად მოხდა შემთხვევა და ვინ იყო ის სასულიერო პირი.
31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით მანვე აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვადემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6% ირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6%
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
კომენტარები