რა სიტუაციებში ღირს ინტუიციის ნდობა
ხშირად გვეუბნებიან, რომ თავში პირველად რა პასუხიც ამოგვიტივტივდება, მას უნდა ვენდოთ. მაგრამ კვლევათა შედეგები აჩვენებენ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ინტუიციას აყოლა გამართლებული სულაც არაა.
ისეთ სიტუაციებში, როცა გამოცდას ვაბარებთ ან სამსახურში გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო კანდიდატურის შერჩევას ვცდილობთ, ხშირად ინტუიციაზე დაყრდნობით ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებებს. ღირს ამ ინსტიქტზე აყოლა, თუ სკეპტიციზმის გამოჩენა უფრო გონივრულია?
როცა კითხვაზე პასუხი წამიერად ჩნდება თავში, ამ მოვლენას ნობელის პრემიის ლაურეატი, ქცევითი ეკონომიკის სპეციალისტი, დანიელ კანემანი სისტემა 1-ს ან სწრაფ ფიქრს უწოდებს. ამის საპირისპიროდ, შედარებით ნელი და განსჯაზე დაფუძნებული სისტემა 2 ტიპის ფიქრისას ჩვენ დასკვნის გამოტანამდე გაცნობიერებულად განვიხილავთ შესაძლო ვარიანტებს.
ინტუიციას, ზოგადად, ცუდი რეპუტაცია აქვს, რადგან ითვლება, რომ ის არავითარ ფაქტობრივ ან რაციონალურ ცოდნას არ ეფუძნება. გაცილებით ლოგიკური ჩანს, რომ სწორ პასუხამდე ყველა შესაძლო ვარიანტის სიფრთხილით აწონ-დაწონვა მიგვიყვანს. თუმცა ასე ყოველთვის სულაც არ ხდება. ჩვენი წინათგრძნობა ყოველთვის უსაფუძვლო არაა. ეს გრძნობა, შეიძლება, სიტუაციის სწრაფად შეფასების უნარს ეყრდნობოდეს. ჩვენ ამას ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ტვინი გამუდმებით ადარებს ჩვენს აწმყოსეულ სიტუაციას წარსული სიტუაციების მოგონებებს. ასე რომ, როცა გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით, ინტუიციურია, სინამდვილეში, ის წლობით დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება ხოლმე.
სწრაფი ფიქრის მინუსი ისაა, რომ ჩვენ ათობით ისეთი კოგნიტური მიკერძოების გავლენის ქვეშ ვართ, რომლებსაც შეუძლიათ, არასწორი პასუხი აგვარჩევინონ. მაგალითად, ადამიანებს ზედმეტი ოპტიმიზმი გვახასიათებს; ჩვენ მარტივი გამოსავალი უფრო გვხიბლავს; ისეთ ინფორმაციას ვამჩნევთ და ვიმახსოვრებთ, რომელიც ჩვენს მსოფლმხედველობას ემთხვევა; და იმ გზაზე სიარულის გაგრძელება გვირჩევნია, რომელშიც უკვე დრო და ფული დავაბანდეთ.
მაგალითად ავიღოთ სამსახურში ასაყვანად ჩატარებული ინტერვიუები. იმის მიუხედავად, რომ კომპანიების უმრავლესობა კვლავ ამ მეთოდს იყენებს, მრავალი მონაცემით დასტურდება, რომ სტანდარტული ინტერვიუ საუკეთესო კანდიდატურის შერჩევის ეფექტიანი გზა სულაც არაა. ასეთ დროს ძალიან ბევრი კოგნიტური მიკერძოება ახდენს ჩვენზე ზეგავლენას. ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგვწონს და "ვგრძნობთ", რომ კარგად მოერგებიან პოზიციას, ხშირად ისინი არიან, ვინც ყველაზე მეტად გვგვანან ჩვენ და არა ისინი - ვინც ყველაზე კარგად გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არის შემთხვევები, როცა სწრაფი ფიქრი სარგებლის მომტანი და ლოგიკურიც კია.
ზოგ ადამიანს უკეთ გამოსდის ინტუიციური განსჯა, ზოგს კი - უარესად. ამ საკითხზე ჩატარებული კვლევების მეტა-ანალიზი აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ ჩვენი ინტუიციის სიზუსტის შეფასება არც ისე კარგად გამოგვდის - თუ ფიქრობ, რომ კარგ ინტუიციას ფლობ, ეს, შეიძლება, სიმართლე სულაც არ იყოს.
ასე რომ, როცა ინტუიცია კონკრეტული გზის არჩევას გთავაზობს, ღირს, სიტუაცია ცივი გონებით შეაფასო. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს მსგავსი ტიპის შეკითხვებს დაუსვამ: რამდენად ხარ მოქცეული კოგნიტური მიკერძოების გავლენის ქვეშ? რა არგუმენტები არსებობს საპირისპირო არჩევნის გასამყარებლად? ამ სფეროში რაიმე გამოცდილებას ფლობ? გადაწყვეტილებას სწრაფად იმიტომ ხომ არ იღებ, რომ ამ პროცესის თავიდან მოშორება გსურს? გაქვს იმის ფუფუნება, რომ დაიცადო და ნახო, როგორ განვითარდება მოვლენები?
არსებობს ფენომენი, რომელსაც პირველადი ინსტიქტის ცდომილება ჰქვია. ესაა იმის რწმენა, რომ ინსტიქტური პასუხი, როგორც წესი, სწორი არის ხოლმე. ამ ლოგიკის თანახმად, მაგალითად ტესტის წერისას, ის პასუხი უნდა აირჩიო, რომელიც პირველად მოგივიდა თავში და მოგვიანებით აზრი არ უნდა შეიცვალო. მაგრამ რამდენადაა ეს სწორი ტაქტიკა? პენსილვანიის ოლბრაიტის კოლეჯის ფსიქოლოგებმა სტუდენტების მიერ ტესტებში არჩეული პასუხები იმის მიხედვით გააანალიზეს, თუ რამდენად თავდაჯერებულები იყვნენ ეს სტუდენტები თავდაპირველი ინტუიციით გაცემული პასუხების სისწორეში და რა ლოგიკით ხელმძღვანელობდნენ იმ შემთხვევებში, როცა პასუხებს მიუბრუნდნენ და აზრი შეიცვალეს.
კარგი ამბავი ისაა, რომ სტუდენტები ერთობ ზუსტად აფასებდნენ თავიანთ დაურწმუნებლობას პასუხის არჩევისას. უმრავლეს შემთხვევაში, როცა მათ პასუხი შეცვალეს, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ როცა ყველაზე ნაკლებად იყვნენ დარწმუნებულები პასუხის სისწორეში, მაგრამ მაინც არ შეცვალეს ის, ნახევარზე მეტ შემთხვევაში ეს არასწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ასე რომ, მთავარია, არა თავდაპირველი ინსტიქტის დაჯერება, არამედ - იმ ინსტიქტისა, რომელიც გკარნახობს, რამდენად დარწმუნებული ხარ არჩეული ვერსიის სისწორეში.
როცა სტუდენტებს ასწავლეს, თითოეული პასუხისადმი თავიანთი დარწმუნებულობის დონე შეეფასებინათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეცვალათ პასუხი, თუ ეს დონე დაბალი აღმოჩნდებოდა, მათი შედეგები გაუმჯობესდა.
როგორც ჩანს, ზოგჯერ მართლაც გამართლებულია გადაწყვეტილებების მიღებისას წინათგრძნობაზე დაყრდნობა - ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა შენი ინსტიქტი გეუბნება, რომ გაკეთებულ არჩევანში თავდაჯერებული შეგიძლია იყო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები