სირიაში მიმდინარე მოვლენები ეროვნული უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხედ განიხილება — ლილუაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ სირიის ჩრდილოეთით განვითარებული მოვლენები ეროვნული უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახემ ლილუაშვილმა გადაცემა SWOT ანალიზში ისაუბრა.
"საბრძოლო მოქმედებები ხორციელდება ჩვენი საზღვრიდან 1 000-1 500 კილომეტრის დაშორებით. რეგიონში მიმდინარე დიდ არეულობას ყველა ვარიანტში შეუძლია ზეგმოქმედება მოახდინეს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე სხვა პროცესებზე", — განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ქურთულ ციხეებში დატყევებული მერძოლები ისევ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, ლილუაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად გამოყენების საფრთხეც გაჩნდეს:
"პრობლემას აღრმავებს ისიც, რომ პოტენციური მებრძოლები შეიძლება, იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებიც, ევროპული პასპორტებით ხელში. ამ ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა, უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად ამ ნაკადშიც კი ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს, რათა გამოვხშიროთ".
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში, სასაზღვრო ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები სირიელი ქურთების წინააღმდეგ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ამ ოპერაციას "მშვიდობის წყაროს" უწოდებს და მის მიზნად ქურთებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ასახელებს.
ტერიტორიას, რომელზეც თურქეთს "უსაფრთხო ზონის" შექმნა სურს, სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებს, რომლის შემადგენლობაში სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) შედის.
სამხედრო ინტერვენცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-მ ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან სირიელი ქურთები ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში აშშ-ს მთავარი მოკავშირეები იყვნენ.
თურქული ძალებისგან თავდასაცავად ქურთებმა დასახმარებლად სირიის სამთავრობო ძალებსა და რუსეთს მიმართეს. სირიამ თურქეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე ჯარების განთავსება დაიწყო, ხოლო რუსეთი თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალებს შორის პატრულირებს.
17 ოქტომბერს ანკარაში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი შეთანხმდნენ, რომ თურქეთი 120 საათით ცეცხლს შეწყვეტდა, რა დროსაც ქურთები სირიის სასაზღვრო რეგიონიდან მებრძოლებსა და ტექნიკას გაიყვანდნენ.
ამავე თემაზე:
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები