სტარი: დღეს პაკისტანი ევროპაში ტვირთს კავკასიის გავლით უნდა გზავნიდეს
ამერიკის ხმა სტატიას აქვეყნებს იმაზე, თუ რა ეკონომიკური როლის შესრულება შეუძლია სატრანზიტო კუთხით საქართველოს მსოფლიოსთვის და რა რესურსი გააჩნია ქვეყანას ამისათვის. ასევე, შეუძლიათ თუ არა აღმოსავლეთის ქვეყნებს ექსპორტი კავკასიის გავლით განახორციელონ ევროპაში.
საქართველომ ინდოეთთან, პაკისტანთან და ბანგლადეშთან პირდაპირი სავაჭრო გზების გახსნაზე დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა - აცხადებს ამერიკელი ანალიტიკოსი. საქართველოს ცვალებადი გეო-პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანამ საკუთარი ინტერესების წინ წასაწევად უნდა გამოიყენოს და თადარიგი დაიჭიროს იმაზე, თუ რა ეკონომიკური როლის შესრულება შეუძლია მსოფლიოსთვის. ამ თემებს დაეთმო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია „საქართველო და აბრეშუმის გზის დინამიკა."
თუ საქართველო სწრაფად იმოქმედებს მოგება ძალიან დიდი იქნება და ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებას დააჩქარებს. მთავრობამ დიდი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოს.
კონფერენციას, რომელზეც საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალსა და “აბრეშუმის გზის“ პროექტში ქვეყნის როლზე ისაუბრეს, საქართველოს ოფიციალური პირები, ამერიკის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ეკონომიკის და პოლიტიკის ანალიტიკოსები ესწრებოდნენ.
ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც არა მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, არამედ დამხმარე, ეგრეთ წოდებული „რბილი ინფრასტრუქტურაც“ აქვს განვითარებული. ეს კი აუცილებელი კომპონენტია იმისთივს, რომ „აბრეშუმის გზაზე“ ქვეყანამ თავი დაიმკვიდროს.
"საქართველოს მრავალ-ვექტორიანი საგარეო პოლიტიკა აქვს საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების დასაცავად. საქართველო ლიდერი ქვეყანაა, რომელიც ევროპასთან, ამერიკასთან, ჩინეთთან და მთელს რეგიონთან ეკონომიკური კავშირებს აძლიერებს," განაცხადა ყოფილმა ელჩმა საქართველოში. მან ასევე დასძინა, რომ "საქართველო იმის მოდელია, თუ როგორ უნდა გაიგზავნოს ტვირთი ეფექტურად და არაკორუფციული გზით."
თბილისში დღეს იმაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორ გაიხსნას სავაჭრო გზები სამხრეთ აზიის ქვეყნებთან. ამ თემებზე ჯერ არავინ საუბრობს, მაგრამ ეს ბუმი გარდაუვალია და საქართველომ რაც შეიძლება მალე თადარიგი უნდა დაიჭიროს, რომ ამ პროცესების ნაწილი გახდეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებს მიმდინარე ეკონომიკური პროგრესის და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, "ხდება დაახლოება ევროპასთან. ამასთან, იზრდება ინტერესი ჩინეთიდან, თურქეთიდან იმისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელონ." ეროვნული ბაკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ინტერესის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი ინვესტიციების საწარემოებში ჩადებაა. "იმ პროდუქციას, რომელიც წარმოებული იქნება საქართველოში ექნება გასაღების ძალიან კარგი შანსი ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, [აბრეშუმის გზა] მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ჩვენ აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა."
გვენეტაძე ასევე დასძენს, რომ საქართველოს ბანკებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ამ ინვესტიციების მისაღებად და მათი მომსახურებისთვის მზად იყვნენ.
რადიო თავისუფლების ყოფილ პრეზიდენტს და ამერიკის მაუწყებელთა საბჭოს ყოფილ წევრს ენდერს ვიმბუშს მიაჩნია, რომ ახალი შესაძლებლობების ასათვისებლად საქართველომ სწრაფად უნდა იმოქმედოს. "საქართველო ის ქვეყენაა, სადაც ბევრი დიდი ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტერესები ერთმანეთს კვეთს. "აბრეშუმის გზაზე" საქართველოს პოტენციალიც ამას უკავშირდება. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია იყოს ცენტრი პროექტში ჩართული ყველა ქვეყნისთვის", განაცხადა ვიმბუშმა.
მან ასევე დასძინა, რომ მთავრობამ ძალისხმევა და ენერგია არ უნდა დაზოგოს იმისთვის, რომ „აბრეშუმის გზის“ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. "თუ საქართველო სწრაფად იმოქმედებს, მოგება ძალიან დიდი იქნება და ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებას დააჩქარებს. მთავრობამ დიდი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოს," "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, თქვა ვიმბუშმა.
ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარე ფრედ სტარის აზრით, როცა "აბრეშუმის გზაზეა" საუბარი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს გზა მხოლოდ ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს. არსებული მდგომარეობით ეს შეიძლება ასე იყოს, მაგრამ დოქტორ სტარს მიაჩნია, რომ მდგომარეობა მალე შეიცვლება. "ჩვენ ვიცით, რომ 20 წელში ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთზე 2-ჯერ მეტი იქნება. ასევე ვიცით, რომ ინდოერთის მოსახლეობა ჩინეთზე გაცილებით ახალგაზრდა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდოეთის სამუშაო ძალა მნშვნელოვნად გადააჭარბებს ჩინეთისას. პაკისტანსა და ბანგლადეშშიც მოსახლეობის ბუმია მოსალოდნელი," ამბობს ის.
მოსახლეობის ასეთი სწრაფი ზრდა ამ ქვეყნებში, რომლებსაც უკვე საკმაოდ მოქნილი საექსპორტო ბაზრები აქვს, მათ წარმოებას კიდევ უფრო განავითარებს და სავაჭრო კავშირებს კიდევ უფრო გაზრდის. სტარი ამბობს, რომ "თბილისში დღეს იმაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორ გაიხსნას სავაჭრო გზები სამხრეთ აზიის ქვეყნებთან. ამ თემებზე ჯერ არავინ საუბრობს, მაგრამ ეს ბუმი გარდაუვალია და საქართველომ, რაც შეიძლება მალე, თადარიგი უნდა დაიჭიროს, რომ ამ პროცესების ნაწილი გახდეს."
დოქტორ სტარს მიაჩნია, რომ პაკისტანს დღესვე აქვს შესაძლებლობა ექსპორტს კავკასიის გავლით აწარმოებდეს, მაგრამ ეს მარშრუტი დღეს არ არსებობს. სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია - ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და ვიეტნამიც კი - საქართველოს გავლით თავისუფლად შეიძლება აწარმოებდეს ევროპასთან ვაჭრობას კავკასიის გავლით. სტარის თქმით, ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც თბილისმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყენოს. "ამ თემებზე საუბარი ჯერ არ მიმდინარეობს. ვფიქრობ, ყურადღებას მხოლოდ ახლო მომავალზე ვამახვილებთ და შორს ვერ ვხედავთ." 2030 წლისთვის გლობალური ვაჭრობა ახალი მარშრუტების გახსნას მოითხოვს და ეს აუცილებლად მოხდება. სტარს მიაჩნია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ახალ რეალობაში თავი მნიშვნელოვან მოთამაშედ დაიმკვიდროს.
კონფერენციაში მონაწილეობა კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებლმაც მიიღეს, რომელთა კომპანიებიც უკვე ჩართულნი არიან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისებაში. "ბი-პი"-ს წარმომადგენელმა გრეგ სონდერსმა საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობის ტრანზიტის შესახებ ისაუბრა. მილსადენების ინფრასტრუქტურის გაფართოების პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი - 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. სონდერსის თქმით, კასპიის ზღვის აუზის გაზის იტალიის და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდება კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების სფეროში.
"პეის საქართველოს" წარმომადგენელმა იოსებ დოლიძემ კომპანიის მიერ ცენტრალური აზიისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართულებით მშრალი ტვირთების გადაზიდვის გამოცდილებაზე ისაუბრა. მან ასევე დასძინა, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს. "პეის საქართველო" და ამერიკის საერთაშორისო კერძო ინვესტიციების კორპორაცია (ოპიკ-ი) პორტის ასაშენებლად ჯამში 85 მილიონი დილარის ინვესტიციას განახორციელებს.
პორტების განვითარება საზღვაო გადაზიდვებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. საზღვაო გადაზიდვების დაფინანსების ექსპერტმა რენდი დეიმ აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვაო გადაზიდვების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება ფოთსა და ანაკლიაში დიდი ზომის გემების მიღების შესაძლებლობების განვითარების შემდეგ.
ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი და კონფერენციის ორგანიზატორი მამუკა წერეთელი ამბობს, რომ კონფერენციის მიზანი საქართველოს გარშემო ცვალებადი სტრატეგიული რეალობის ადეკვატური შეფასება და მისი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენების გზების დასახვაა.
"საქართველოს გარშემო სტრატეგიული გარემო იცვლება და ეს პრობლემებთან ერთად ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს," ამბობს წერეთელი. ის დასძენს, რომ საჭიროა სტრატეგიული ხედვა, "უნდა შევხედოთ პოზიტიურ ელემენტებს, რომლებიც ამ ახალ რელობაში ჩდება და მაქსიმალურად შევძლოთ მათი გამოყენება."
-
ე.წ საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირველი სასამართლო პროცესის ქრონიკა ე.წ საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირველი სასამართლო პროცესის ქრონიკა
გადახედვა
-
შეიმუშავეს აბი, რომელმაც ქოლესტერინის დონე 60%-ით შეამცირა შეიმუშავეს აბი, რომელმაც ქოლესტერინის დონე 60%-ით შეამცირა
გადახედვა
-
"სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი იყო" — გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დ.ჩ.-ს დედა "სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი იყო" — გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დ.ჩ.-ს დედა
გადახედვა
-
შესაძლოა, ვულკანურ აქტიურობას ვენერას სიღრმეში გვირაბი წარმოექმნა შესაძლოა, ვულკანურ აქტიურობას ვენერას სიღრმეში გვირაბი წარმოექმნა
გადახედვა
-
აირჩიე მეცნიერი ქალი, ჩვენ კი მასზე სტატიას შემოგთავაზებთ აირჩიე მეცნიერი ქალი, ჩვენ კი მასზე სტატიას შემოგთავაზებთ
-
კომპანია SpaceX საკუთარ ნაწილაკთა ამაჩქარებელს შექმნის კომპანია SpaceX საკუთარ ნაწილაკთა ამაჩქარებელს შექმნის
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი 2027 წლისთვის უკრაინის ნაწილობრივ გაწევრიანებისთვის ემზადება POLITICO: ევროკავშირი 2027 წლისთვის უკრაინის ნაწილობრივ გაწევრიანებისთვის ემზადება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ქართველი პოეტის ლექსზეა დაწერილი სიმღერა? ქვიზი: რომელი ქართველი პოეტის ლექსზეა დაწერილი სიმღერა?
-
თბილისში, 14 თებერვალს, 19:00 საათზე მარში —"ფასები გვახრჩობს" გაიმართება თბილისში, 14 თებერვალს, 19:00 საათზე მარში —"ფასები გვახრჩობს" გაიმართება
გადახედვა
-
განათლების ხელშესაწყობად — თეგეტას მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა განათლების ხელშესაწყობად — თეგეტას მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა
-
ქალებზე ძალადობის დაკანონება — რა წერია თალიბანის სისხლის სამართლის ახალ კოდექსში ქალებზე ძალადობის დაკანონება — რა წერია თალიბანის სისხლის სამართლის ახალ კოდექსში
გადახედვა
-
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის ფიგურანტ 3 ბრალდებულს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის ფიგურანტ 3 ბრალდებულს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
რომის პაპმა უკრაინელებს 80 გენერატორი გაუგზავნა რომის პაპმა უკრაინელებს 80 გენერატორი გაუგზავნა
გადახედვა
-
Radiohead-ის ჯონი გრინვუდი მელანიას დოკუმენტური ფილმიდან მუსიკის ამოღებას ითხოვს Radiohead-ის ჯონი გრინვუდი მელანიას დოკუმენტური ფილმიდან მუსიკის ამოღებას ითხოვს
გადახედვა
-
რა ასაკში აღწევს ადამიანი ფიზიკური შესაძლებლობების პიკს რა ასაკში აღწევს ადამიანი ფიზიკური შესაძლებლობების პიკს
გადახედვა
-
ექიმი თუ AI ჩატბოტი? — ახალი კვლევის ავტორები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ ექიმი თუ AI ჩატბოტი? — ახალი კვლევის ავტორები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ
გადახედვა
-
თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას კაცი ემსხვერპლა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას კაცი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ნახეთ წყვილი, რომელმაც Super Bowl-ზე Bad Bunny-ის სიმღერისას იქორწინა ნახეთ წყვილი, რომელმაც Super Bowl-ზე Bad Bunny-ის სიმღერისას იქორწინა
გადახედვა
-
amboli.ge წარმოგიდგენთ პირველ AI მრჩეველს ავტოსფეროში amboli.ge წარმოგიდგენთ პირველ AI მრჩეველს ავტოსფეროში
-
ამირან გამყრელიძე: პრობლემად რჩება ბაზარზე აფთიაქების სიჭარბე, მაგრამ აქაც უცბად დანია და შვეიცარია ვერ გავხდებით ამირან გამყრელიძე: პრობლემად რჩება ბაზარზე აფთიაქების სიჭარბე, მაგრამ აქაც უცბად დანია და შვეიცარია ვერ გავხდებით
გადახედვა
-
EU ყულევის პორტის დასანქცირებას, რუსული ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობის გამო, გეგმავს EU ყულევის პორტის დასანქცირებას, რუსული ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობის გამო, გეგმავს
გადახედვა
კომენტარები