შეიმუშავეს აბი, რომელმაც ქოლესტერინის დონე 60%-ით შეამცირა
ფოტო: Getty Images
მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ახალი ტიპის აბებმა მკვეთრად შეამცირა არტერიების დამხშობი ქოლესტერინის დონე იმ პირებში, რომლებსაც სტატინების მიღების (პრეპარატის ტიპი) მიუხედავად, გულის შეტევის მაღალი რისკი აქვთ.
აბები ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია, მაგრამ ისინი ორგანიზმს ქოლესტერინის მოშორებაში ისე ეხმარება, როგორც ეს ინიექციური მედიკამენტებით არის შესაძლებელი. თუ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) პრეპარატს დაამტკიცებს, ეს აბები, სახელად ენლიციტიდი, შეიძლება ბევრად უფრო კომფორტული საშუალება გახდეს ქოლესტერინის შესამცირებლად.
სტატინები ღვიძლში ქოლესტერინის გამომუშავების ნაწილს ბლოკავს და დღეს მკურნალობის ქვაკუთხედია. მეორე მხრივ, ყველაზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი, ადამიანებს ქოლესტერინის შემცირება შეიძლება მაინც დასჭირდეთ.
მასშტაბური კვლევის ფარგლებში, 2 900-ზე მეტ ადამიანს (მაღალი რისკის პაციენტს), სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად, დაენიშნათ ენლიციტიდის აბი ან პლაცებოს მიღება. ექვსი თვის შემდეგ, ენცილიტიდის მომხმარებლებს არასაჭირო ქოლესტერინის დონე 60%-ით შეუმცირდათ.
კვლევის შედეგები New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
ფოტო: Canva.
FDA ამ ახალი პრეპარატების შემოწმებას უახლოეს მომავალში აპირებს.
"შედეგების თანახმად, ახალი პრეპარატი ქოლესტერინს დაახლოებით იმავე დონეზე ამცირებს, როგორც ინიექციები", — აღნიშნა ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა უილიამ ბოდენმა.
ბოდენი კვლევაში თავად არ იყო ჩართული. მან დაამატა, რომ პრეპარატის საბოლოო შედეგების გამოსავლენად ერთი წელი შეიძლება იყოს საჭირო.
კომენტარები