თბილისში, 14 თებერვალს, 19:00 საათზე მარში —"ფასები გვახრჩობს" გაიმართება
გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით თბილისში, 14 თებერვალს, 19:00 საათზე მარში —"ფასები გვახრჩობს" გაიმართება. საპროტესტო მარშის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობით წავლენ.
ორგანიზატორების განმარტებით, "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვასთან ერთად ცდილობს, შექმნას ქვეყანაში სიტუაცია, სადაც ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა უკვე იმყოფება აუტანელი სიდუხჭირის ზღვარზე."
"ბიძინა ივანიშვილი და მისი მსახურებაში მყოფი რეჟიმი, რომელსაც მიტაცებული აქვს ქართული სახელმწიფო, ცდილობს, ქართველი ხალხი ამყოფოს ტოტალური კონტროლის ქვეშ. ამ მიზნის ბოლომდე მისაღწევად ეს რეჟიმი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე, განვითარებული სამყაროსგან იზოლაციას და ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების გაღატაკების გამომწვევი ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება ქართველ ხალხზე იმისს გათვალისწინებით, რომ ყოველდღიურად იზრდება ფასები და ამავე დროს, შემოსავლები და გასაწევი ხარჯების შეუსაბამობაც იზრდება. ასევე იზრდება საბანკო კრედიტები და ვალები უბრალო ადამიანების. ამავე დროს, ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც უტიფარ ტყუილებზე დაფუძნებული კამპანიის პირობებში ცდილობს ამ ყოვლად საზიანო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგების პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას და ილუზიის შექმნას, ყველაფრის ისე წარმოჩენას, თითქოს ეს უზნეო ფასნამატის შედეგია, ამხელა მახრჩობელა ფასების არსებობა ქვეყანაში თითქოს უბრალოდ ფასნამატის შედეგია.
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვასთან ერთად ცდილობს, შექმნას ქვეყანაში სიტუაცია, სადაც ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა უკვე იმყოფება აუტანელი სიდუხჭირის ზღვარზე და მიგვიყვანოს იმ მდგომარეობამდე, სადაც, როდესაც ადამიანები საკუთარი თავის და საკუთარი შვილების ლუკმა პურის შოვნით გატანჯული ადამიანები, უბრალოდ, იქნებიან იმ მდგომარეობაში, რომ სხვა რამეზე ზრუნვა და ფიქრი აღარ შეეძლებათ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა, მოგიწოდოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, შემოგვიერთდეთ 14 თებერვალს შაბათის მარშზე და დავანახოთ ამ რეჟიმს, რომ ჩვენ არასდროს შევეგუებით ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი სტუდენტების, მოხუცებულების, ბავშვების, ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგვრას და მათი გაღატაკების პერსპექტივას", — განაცხადა მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დავით გუნაშვილმა პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა ჭალიძემ ბრიფინგზე საზოგადოებას მოუწოდა — "თუ ყოველ თვეში მასსავით ფიქრობთ, როგორ გაანაწილოთ ოჯახის ბიუჯეტი კომუნალურ გადასახადზე, პროდუქტზე, მედიკამენტზე თუ შვილების საჭიროებებზე, შაბათს დაგეგმილ მარშში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
"მე ვარ ორი შვილის დედა და ჩემი სათქმელი ჩვენი ყოველდღიურობიდან გამომდინარეობს. დედებო და მამებო, ბებიებო და ბაბუებო მოგმართავთ ყველას თუ ჩემსავით რამდენიმე მაღაზიას მოივლით ხოლმე, ფასებს ადარებთ და სადაც იაფია იქ ყიდულობთ, თუ ჩემსავით ფასდაკლებას ელოდებით და ყვითელ ფურცელზე დაწერილ ფასის ნიშნებს დაეძებთ პროდუქტზე, თუ ყოველ თვეში ფიქრობთ, როგორ გაანაწილოთ ოჯახის ბიუჯეტი კომუნალურ გადასახადზე, პროდუქტზე, მედიკამენტზე თუ შვილების საჭიროებებზე, ე.ი ფასები გახრჩობთ! და შემოსავალი არ ჰყოფნის აუცილებელ საჭიროებებს.... ეს კი ე.წ მთავრობის არასწორი ეკონომიკური, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ბრალია. ჩინოვნიკები ძარცვავენ ხალხს. მაღალი ფასებით, მაღალი გადასახადებით სერვისებზე სახელმწიფო თავისი მოქალაქეების ჯიბეში ძვრება და აცარიელებს მას. შედეგად ჩინოვნიკების შვილები ცხოვრობენ უზრუნველად ჩვენი შვილების ხარჯზე.
ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში. თუ არ გვინდა იძულებით ემიგრაციაში აღმოვჩნდეთ ოჯახების გადასარჩენად, აქ და ახლა ვიმოქმედოთ, შემოგვიერთდით შაბათს, 14 თებერვალს, საღამოს 7 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტამდე მშვიდობიან საპროტესტო მარშში "ფასები გვახრჩობს", — განაცხადა თეონა ჭალიძემ.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები