თეონა აქუბარდია

10 Feb. 2026, 12:45

"აშშ-ისა და დასავლეთის ძალისხმევით შესაძლებლობა უჩნდება მთლიანად რეგიონს, რომ მშვიდობიანად ვიცხოვროთ და ვისაც მშვიდობიანი ცხოვრების წინააღმდეგ აქვთ იერიში, არიან ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსოლუტურად გაუგებარია ის, თუ რატომ არ უნდა იმუშაონ იმაზე, რომ შუა დერეფანში ანაკლიის პორტიც გაკეთდეს. ანაკლიის პორტზე ხომ იყო შეთანხმება, რომ ჩინეთი იქნებოდა ინვესტორი, სად არის, რატომ არ არის? რატომ არ არის ანაკლიის პორტის სამუშაოები დაწყებული ისე, როგორც გვითხრეს. რკინიგზის ინფრასტრუქტურას რით ვერ დააყენეს საშველი, უნდა მოხდეს მისი მოდერნიზაცია. ასევე, შემოვლითი გზები, სადაც უამრავი ფული შეიჭამა, მაგრამ არც არაფერი [გაკეთდა]. არა მხოლოდ ევროკავშირის მომავალს გვართმევენ, ეს უკვე დამთავრებული ამბავია ამათ ხელში, გვართმევენ გეოპოლიტიკური ფუნქციის შენარჩუნების და გაფართოების შესაძლებლობას. ეს გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო დაარტყამს თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ ჯიბეზე, არამედ უსაფრთხოებით კუთხით.

[ქართული ოცნების მხრიდან] არის პროპაგანდა: "ჩვენ აქ ვისხდებით, ყველას დავიჭერთ, ყველას ვლანძღავთ, მაგრამ მაინც ყველას დავჭირდებით", მაგრამ აღარ აქვს საქართველოს მონოპოლია დერეფნის კუთხით და თუ საქართველო ასე გააგრძელებს, შესაძლებელია განავითარონ სხვა მარშრუტები. ზანგეზურის დერეფანი — ტრამპის გზა, სომხეთი და აზერბაიჯანი უკავშირდებიან ერთმანეთს, მათ შორის თურქეთიც, რომელიც ახლა ორ პორტს აშენებს და საერთოდ არ არის რთული, რომ საქართველოს ასცდეს ტვირთები და ისე წავიდეს, ჩვენზე არც არაფერმა გაიაროს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  3. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…