განათლების ხელშესაწყობად — თეგეტას მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა
ფოტო: თეგეტა
განათლების მხარდაჭერა თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ ხედვით კომპანიამ ერთი წლის წინ სოფელ ონტოფოში მდებარე საუკუნოვან ბიბლიოთეკასთან პარტნიორობა გააფორმა და მის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის რეალიზება შეძლო. მათ შორისაა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ესეების კონკურსი — "სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივითა და თეგეტა ჰოლდინგისა და თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით მოეწყო.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: თეგეტა ჰოლდინგის დონაციის პლატფორმა Tegeta Care-ის ბენეფიციარების გრძელვადიანი მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც ადგილობრივი თემისა და ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე ზრუნავენ.
ესეების კონკურსი კარგი შესაძლებლობა იყო, ონტოფოს ბიბლიოთეკის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა. კერძოდ, მას წიგნების ფონდის შევსებაში დავხმარებოდით და ადგილობრივი ახალგაზრდები წაგვეხალისებინა, განათლების მიღების პროცესში უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ — ესარგებლათ ბიბლიოთეკით, წაეკითხათ წიგნები მათთვის საინტერესო თემებზე და საკუთარი აზრი ესეების სახით გამოეხატათ. ამ ინიციატივის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნო პროცესი იყო“.
ესეების კონკურსი "სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივით 2025 წელს პირველად გაიმართა, ორ ასაკობრივ ჯგუფს — V-VII და VIII-XII კლასის მოსწავლეებს — აერთიანებდა. კონკურსის მიზანი იყო ბავშვებისთვის კითხვის, ანალიზისა და საკუთარი აზრის გამოხატვის წახალისება, ასევე ბიბლიოთეკასთან უფრო აქტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
თეგეტამ ბიბლიოთეკის წიგნების ფონდის გამრავალფეროვნებისა და განახლებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსიც გამოყო, რათა ბავშვებს კიდევ უფრო დიდი არჩევანი ჰქონოდათ და ესეების კონკურსისთვის უკეთ მომზადებულიყვნენ.
ფოტო: თეგეტა
თათია ნადარეიშვილი, ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრი, ავტორი და ილუსტრატორი: "კონკურსის იდეა ახალგაზრდა მკითხველების გააქტიურების სურვილიდან გაჩნდა. გვინდოდა, ბავშვებისთვის მოტივაცია მიგვეცა, ბიბლიოთეკიდან წიგნები გაეტანათ, წაეკითხათ და წაკითხულის შესახებ საკუთარი აზრი ესეების დახმარებით გადმოეცათ. ამან შედეგი მართლაც გამოიღო, ბევრმა ბავშვმა, სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში, პირველად გაიტანა წიგნი ჩვენი ბიბლიოთეკიდან.
ამგვარი ინიციატივების განხორციელება და მათი მხარდაჭერა ონტოფოს მსგავს სოფლებში ცხოვრების გამოსაცოცხლებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სოფელში უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც ბავშვებს, და არამხოლოდ მათ, არაფორმალურ განათლებაზე ხელი მიუწვდებათ“.
ფოტო: თეგეტა
ესეების კონკურსის ფარგლებში თეგეტა გრინ პლანეტმა, რომელიც "მწვანე ესეის“ კატეგორიის მხარდამჭერი იყო, სპეციალური "მწვანე პრიზი“ დააწესა. ჯილდო გარემოსდაცვით თემაზე დაწერილი საუკეთესო ესეის ავტორს გადაეცა და მისი მფლობელი მარიამ დავითაია გახდა. ამ გზით კომპანიამ ადრეული ასაკიდანვე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: "თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ გარემოს დაცვა მხოლოდ საქმიანობის ნაწილი არ არის, ეს კომპანიის ღირებულებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გვჯერა, რომ სწორედ მომავალი თაობა მიიღებს ინოვაციურ და პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებებს გარემოს დაცვის მიმართულებით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, „მწვანე ესეის“ კატეგორიის მხარდამჭერები ვყოფილიყავით. კონკურსის ფარგლებში ძალიან საინტერესო ნაშრომები მივიღეთ და ყველა მონაწილეს დიდ წარმატებას ვუსურვებთ“.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს ბიბლიოთეკა 1912 წელს დაარსდა და დღეს, 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ახალი მიზნებითა და ფუნქციით აგრძელებს არსებობას. სამზრუნველოს ინიციატივით ის საზოგადოებრივ ცენტრად ყალიბდება, სადაც ბავშვებსა და ზრდასრულებს არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებზე აქვთ წვდომა.
ბიბლიოთეკის განახლების ფარგლებში თეგეტა ჰოლდინგმა მისი ტექნოლოგიური აღჭურვა და წიგნების ფონდის გამრავალფეროვნება უზრუნველყო. ეს პარტნიორობა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბიზნესისა და საზოგადოების თანამშრომლობას, შექმნას რეალური, გრძელვადიანი ღირებულება - მით უფრო
რეგიონებში, სადაც განათლებაზე ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
--
განათლების მხარდაჭერა თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თეგეტა აკადემია პროფესიული უნარებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით ამზადებს კვალიფიციურ კადრებს საავტომობილო მიმართულებით. გარდა ამისა, ჰოლდინგი Tegeta.care-ის პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოწვევის დასაძლევად აქტიურად მუშაობს. თეგეტას თანადგომით წიგნების ფონდით შეივსო და ტექნოლოგიურად გაიმართა 20-მდე ბიბლიოთეკა სხვადასხვა რეგიონში; განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 1 000-მდე მოზარდი; მცხეთა-მთიანეთის 30-ზე მეტ სოფელში 500-მდე მოზარდი სასურველი წიგნებით დასაჩუქრდა, თეგეტამ საგანმანათლებლო პროექტებისთვის გასცა 5 000-ზე მეტი წიგნი; პარტნიორებთან ერთად 10 გოგოს დაუფინანსა ციფრული პროფესიების სწავლება და ა.შ. თეგეტასთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლების მონაწილეობა, სხვადასხვა ინიციატივაში 500-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
კომენტარები