amboli.ge წარმოგიდგენთ პირველ AI მრჩეველს ავტოსფეროში
ფოტო: ამბოლი
ხშირად ავტოპროდუქტების ონლაინ შერჩევა მომხმარებლებისთვის სირთულეს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევანი მრავალფეროვანია და დეტალები ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, Widgera-ს მხარდაჭერით, შეიქმნა ავტოსფეროში პირველი AI მრჩეველი — დემე, ციფრული ასისტენტი, რომელიც ამბოლის მომხმარებლებს ავტოპროდუქტების სწორად და მარტივად შერჩევაში დაეხმარება.
ვრცლად “დემეს” შესახებ ამბოლის ECommerce მიმართულების ხელმძღვანელი, დევი ციხისელი გაგვესაუბრა:
amboli.ge-ზე დაემატა Ai მრჩეველი — “დემე”, რომელიც ამიერიდან მომხმარებლებს გაუწევს დახმარებას. პირველ რიგში, რამ განაპირობა მისი შექმნა?
ამბოლის ერთ ერთი მთავარი ფილოსოფია მომხმარებლისთვის ბარიერების შემცირებაა და ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს Ecommerce აღარ არის მხოლოდ „კალათაში დამატების“ ღილაკი. ავტონაწილების ონლაინ ყიდვა მომხმარებლისთვის ხშირად სტრესთან და შიშთან ასოცირდება - რომ არასწორ ნაწილს შეარჩევს, ან ვერ გაერკვევა ტექნიკურ დეტალებში.
"დემე" შევქმენით სწორედ ამ ბარიერის მოსახსნელად. ჩვენი მიზანი იყო, მომხმარებლისთვის მიგვეცა არა უბრალოდ საძიებო სისტემა, არამედ პერსონალური ასისტენტი, რომელიც 24/7-ზე მზადაა, ნებისმიერ კითხვაზე გასცეს პასუხი. გვინდოდა, რომ ონლაინ შოპინგი ისეთივე უპრობლემო ყოფილიყო და ამავდროულად სანდო, როგორც ჩვენს ფილიალში პროფესიონალ კონსულტანტთან საუბარი, თუმცა — სახლიდან გაუსვლელად.
როგორ ამარტივებს “დემე” ბრენდის მომხმარებლებთან კომუნიკაციას?
"დემეს" კომუნიკაცია სრულიად ახალ დონეზე გადაჰყავს. ის არ არის სტანდარტული ბოტი, რომელსაც წინასწარ გაწერილი შაბლონური პასუხები აქვს. მასთან საუბარი ისეთივე ბუნებრივია, როგორც მეგობართან მიმოწერისას. მომხმარებელს აღარ სჭირდება კატალოგის გვერდიდან გვერდზე გადასვლა ან ტექნიკური ჟარგონების ცოდნა. საკმარისია უბრალოდ მიწეროს "დემეს": "მჭირდება ზეთი ჩემი მანქანისთვის“ და პროცესი იწყება. "დემე" მყისიერად რეაგირებს, არ ალოდინებს მომხმარებელს ხაზზე და, რაც მთავარია, ზუსტად ესმის კონტექსტი, რაც დროის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.
რა ტიპის ინფორმაციის მიწოდება შეუძლია “დემეს” მომხმარებლებისთვის?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "დემე" ჩვენი ყველაზე ინფორმირებული თანამშრომელია. მისი ცოდნა ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს:
- შიდა ინფორმაცია: მას აქვს წვდომა ჩვენს სრულ ბაზაზე, იცის ყველაფერი პროდუქციის მარაგებზე, ფასებზე, ფილიალების სამუშაო გრაფიკსა და ლოკაციებზე.
- ტექნიკური საკითხები: მას შეუძლია დეტალურად აგიხსნათ კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლები, შეგირჩიოთ ალტერნატივები და მოგცეთ რჩევები ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებით.
მოკლედ რომ გითხრათ, მას შეუძლია დაგეხმაროთ ყველაფერში, დაწყებული კითხვით "სად არის უახლოესი ფილიალი?“, დამთავრებული რთული ტექნიკური ხასიათის შეკითხვით "რომელი აკუმულატორი ჯობია ჰიბრიდული ძრავისთვის?“.
როგორია პროცესი — სად იპოვის მომხმარებელი “დემეს”?
"დემე" Amboli.ge-ს ნებისმიერ გვერდზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში ცხოვრობს და მუდმივად მზად არის, დაგეხმაროთ.
პროცესი მაქსიმალურად მარტივია: მომხმარებელი ხსნის ჩათს და სვამს კითხვას. ყველაზე ხშირად კი დახმარება პროდუქციის შერჩევაში გვჭირდება. სწორედ აქ გთავაზობთ დამატებით სიახლეს, პროდუქციის VIN კოდით ძიებას. მომხმარებელი აგზავნის VIN კოდს (ან უბრალოდ მანქანის მარკას და მოდელს), "დემე" ამუშავებს მონაცემებს და წამებში უგზავნის ზუსტად იმ პროდუქტების ლინკებს, რომლებიც ამ კონკრეტულ მანქანას ერგება.
როგორია “დემეს” ტექნიკური მახასიათებლები და როგორ ახერხებს მომხმარებელს გაუმარტივოს შერჩევის პროცესი?
მინდა აღვნიშნო, რომ ამ ნაწილით განსაკუთრებით ვამაყობთ. "დემე" დაფუძნებულია უახლეს LLM ტექნოლოგიაზე, კერძოდ ChatGPT-ის ბაზაზე. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ინტელექტი და არა უბრალოდ მონაცემთა ბაზა.
მისი უნიკალურობა იმაშია, რომ ის აერთიანებს ორ სამყაროს: "ამბოლის“ შიდა კატალოგს და გლობალური ინტერნეტის უზარმაზარ ცოდნას. როდესაც მომხმარებელი ინტერესდება კონკრეტული ბრენდით ან ნაწილით, "დემე" ინფორმაციას აჯამებს როგორც ჩვენი მონაცემებიდან, ისე - ღია ინტერნეტ სივრციდან. ის აანალიზებს თავსებადობას, მწარმოებლის რეკომენდაციებს და მომხმარებელს აწვდის გადამოწმებულ, კომპეტენტურ პასუხს. ეს ტექნოლოგიური სინქრონიზაცია გამორიცხავს შეცდომებს და მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ შერჩეული ნაწილი ნამდვილად გამოადგება.
როგორია სამომავლო გეგმა და “დემეს” განვითარების პროცესი?
“დემე“ ჯერ მხოლოდ სწავლის პროცესშია, თუმცა შედეგები უკვე შთამბეჭდავია. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად აკვირდება ინტერაქციებს და მუდმივად ვცდილობთ, დავხვეწოთ.
სამომავლოდ ვგეგმავთ ფუნქციონალის კიდევ უფრო გაფართოებას. გვინდა, რომ “დემე” გახდეს კიდევ უფრო პროაქტიული. მაგალითად, შეახსენოს მომხმარებელს ზეთის შეცვლის დრო, ან სეზონური საბურავების შეცვლა. ასევე, ვმუშაობთ იმაზე, რომ მან შეძლოს ვიზუალური ინფორმაციის (ფოტოების) დამუშავებაც, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს დიაგნოსტიკისა და ნაწილის მოძიების პროცესს.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
კომენტარები