POLITICO: ევროკავშირი 2027 წლისთვის უკრაინის ნაწილობრივ გაწევრიანებისთვის ემზადება
ფოტო: POLITICO
ევროკავშირი განიხილავს უპრეცედენტო გეგმას, რომლის მიხედვითაც უკრაინამ შეიძლება ევროკავშირის ნაწილობრივი წევრობა 2027 წლიდან მიიღოს. მიზანი უკრაინის ევროპასთან მტკიცედ დაკავშირება და რუსეთის გავლენის შემცირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გეგმის მიხედვით, უკრაინა ევროკავშირში ჯერ პოლიტიკურად შევა, ხოლო სრული წევრობისთვის საჭირო რეფორმებს შემდეგ დაასრულებს. POLITICO წერს, რომ ამ მოდელს არაოფიციალურად "პირიქითა გაფართოებას" (reverse enlargement) უწოდებენ და ის ემანუელ მაკრონის "მრავალსიჩქარიან ევროკავშირს" ეფუძნება.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს, რომ 2027 წელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღად ჩაიწეროს რუსეთთან მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში. მისი თქმით, უკრაინა ტექნიკურად ამისთვის მზად იქნება.
ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანების პროცესს უკვე აჩქარებს. უკრაინამ მიიღო ინფორმაცია ექვსიდან სამი საკანონმდებლო "კლასტერის" შესახებ, რომლებიც წევრობისთვის აუცილებელია. POLITICO-ს ცნობით, 3 მარტს კვიპროსში უკრაინას დამატებით დეტალებს მიაწვდიან.
ევროკავშირი ხაზგასმით აცხადებს, რომ განსაკუთრებით დემოკრატიასთან, სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული რეფორმის მოთხოვნები არ შერბილდება.
POLITICO ასევე წერს, რომ განიხილება მოდელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი შეიძლება ევროკავშირში ჯერ შეზღუდული უფლებებით შევიდნენ, ხოლო სრულ უფლებები მოგვიანებით მიიღონ.
უკრაინა მუდმივ "მეორე კატეგორიის" სტატუსს არ თანხმდება, მაგრამ მზადაა დროებითი შუალედური მოდელისთვის, თუ სრული წევრობა გარანტირებული იქნება. გერმანია ამ მოდელს ეწინააღმდეგება, თუმცა საფრანგეთი, იტალია და პოლონეთი მხარს უჭერენ.
POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის გაფართოებას ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ხოლო უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის გაწევრიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ორბანმა უკრაინას "მტერი" უწოდა, ზელენსკიმ კი უნგრეთი "პატარა მოსკოვად" მოიხსენია.
როგორც POLITICO წერს, თუ ორბანი ხელისუფლებაში დარჩება, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი მასზე ზეწოლას მოახდენს. უკრაინის სამშვიდობო გეგმა 2027 წელს ევროკავშირში გაერთიანებას მოიცავს, ხოლო აშშ ვალდებული იქნება, რომ ეს არცერთმა მხარემ დაბლოკოს.
თუ ყველა სხვა გზა ჩაიშლება, POLITICO-ს განმარტებით, ევროკავშირმა შეიძლება მეშვიდე მუხლი გამოიყენოს რაც ნიშნავს იმას, რომ უნგრეთს ხმის უფლება ჩამოერთმევა და იგი ვეღარ დაბლოკავს უკრაინის გაწევრიანებას. ეს ნაბიჯი არჩევნებამდე არ გადაიდგმება, მაგრამ, როგორც POLITICO იუწყება, მზადდება ორბანის შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
კომენტარები