კალაძე პროგრეს ბანკზე: ხაზარაძე იძახის რაღაცები გადავრჩიეო, ფუნთუშეულია და ქიშმიშები ამოიღო?
"ბატონი ხაზარაძე გამოდის და იძახის რაღაცები გადავარჩიეო. რა გადაარჩია? რას ნიშნავს? ფუნთუშეულია და ქიშმიშები ამოიღო?" — ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას პროგრეს ბანკთან დაკავშირებით.
თიბისის დამფუძნებელმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2016 წელს პროგრეს ბანკის ყიდვა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა. მისივე თქმით, მან უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც პროგრეს ბანკში "არასასურველი მდგომარეობა" დააფიქსირა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ეჭვები გააჩინა. როგორც ხაზარაძე ამბობს, პროგრეს ბანკში მათ მხოლოდ ჯანსაღი აქტივები იყიდეს.
თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც პროგრეს ბანკის დამფუძნებელი იყო, ამბობს, რომ ბანკს ფულის გათეთრებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და არც აუდიტი ჩატარებულა.
"ვინც ბანკთან მიმართებით ერკვევა და გარკვეული შეხება აქვს, მსოფლიოში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ბანკს, რომლის პორტფელში არ იყოს მაგალითად, ცუდი კრედიტები, ის კომპანიები, ვინც სესხს ვერ ემსახურება ან პირიქით", — განაცხადა კალაძემ გადაცემა 360 გრადუსში.
პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა და 100-პროცენტიან წილს ფლობდა. ბანკი 2016 წლამდე, იმ დრომდე ფუნქციონირებდა, სანამ აქტივების ნაწილი თიბისიმ იყიდა. 2012 წლიდან ბანკის 21,79 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს, დანარჩენი რუს ბანკირს, ილია გავრილოვს ეკუთვნოდა. გავრილოვი რუსეთში დიმიტრი მედვედევთან გარიგებაში მონაწილეობდა. დეივ ბლოსისა და ნინო ბაქრაძის სტატიის მიხედვით, რომელიც აიფაქტზე გამოქვეყნდა იგი 2015-2016 წლებში პროგრეს ბანკის საკონტროლო პაკეტს ფლობდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები