როგორ გვიბიძგებს სოციალური მედია ფულის ხარჯვისკენ
ფეისბუქი და ინსტაგრამი სავსეა ჩვენი მეგობრების თვალისმომჭრელი ფოტოებით - მაგრამ როგორ გავლენას ახდენს ეს ჩვენს ჯიბეზე?
იქამდე რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ქმართან ერთად დასასვენებლად ირლანდიაში გაემგზავრებოდა, ვიზეჯ ვიჯეი იმაზე ფიქრს მოეცვა, ღირდა თუ არა საზღვარგარეთ ყოფნისას ძვირადღირებული ნივთის შეძენა.
მას თვალი იმ 3,000-დოლარიან შანელის ხელჩანთაზე ჰქონდა დადგმული, რომელიც ისნტაგრამზე მეგობრებისა და სელებრითების ფოტოებზე ნახა. "აკვიატებული მაქვს, რომ შანელის ჩანთის ქონა მინდა. ასე რომ, ალბათ მალე შევიძენ", - განაცხადა 37 წლის ქალმა, - "ინსტაგრამის თვალიერებისას განსაკუთრებით ჩანთები მომწონს ხოლმე".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტორონტოში მცხოვრებ ფარმაკოზედამხედველობის მენეჯერს ფულის ფლანგვის სურვილი ინსტაგრამის პოსტების გავლენით გაუჩნდა. მან იმავე რაოდენობის თანხა 2017 წელს იტალიაში მოგზაურობისას პრადას ჩანთაში გადაიხადა. ყველაფერს, რასაც ის აკეთებს - იქნება ეს არდადეგების დაგეგმვა, მდიდრულ რესტორნებში სადილობა, სხვადასხვა კურსზე სიარული თუ ტანსაცმლის ყიდვა - რაიმე ტიპის კავშირი აქვს იმასთან, თუ რა ნახა სოციალური მედიის გვერდზე.
"მაშინაც კი, როცა სხვაგან ვაწყდები რაიმე ისეთს, რაც მომწონს, შესაბამის ჰეშტეგს აუცილებლად ვამოწმებ ინსტაგრამზე, რათა ვნახო, რას პოსტავენ მის შესახებ", - ამბობს ვიჯეი, - "ეს რეკლამისგან განსხვავდება. ინსტაგრამი გვიჩვენებს რეალურ ადამიანებს და მათ რეალურ ყოფას. ასე რომ, მე, უბრალოდ, იმით ვარ შთაგონებული, რასაც სხვები აკეთებენ, რადგან ჩანს, ისინი ამით სიამოვნებას იღებენ".
მაგრამ ამ სიამოვნებას გარკვეული საფასური აქვს. კალიფორნიისა და ტორონტოს უნივერსიტეტების პროფესორების რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები იმიტომ ხარჯავენ მეტს და აგროვებენ ნაკლებს, რომ სხვების შემყურე მხოლოდ იმას ხედავენ, თუ როგორ ხარჯავენ ისინი ფულს და არასოდეს იმას - თუ რამდენს ზოგავენ. სოციალურმა ქსელებმა კი ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. ეს ფენომენი წარმოშობს არასწორ აღქმას, - ეგრეთ წოდებულ ვიზუალურ მიკერძოებას - რაც, მკვლევრების აზრით, ჩვენს მომხმარებლურ ჩვევებს ცვლის.
რა არის ვიზუალური მიკერძოება?
მოდის თემაზე ფოკუსირებული ბლოგერები და ინფლუენსერები, რომლებიც დასაბამს უდებენ ტრენდებს, ნივთების სხვების დასანახად შეძენის პრაქტიკას ახალისებენ.
ფოტო: Getty
კვლევის ერთ-ერთი ავტორის და მერაჟის ბიზნესის სკოლის პროფესორის, დევიდ ჰირშლეიფერის აზრით, ვიზუალური მიკერძოება იმის მიხედვით წარმოიქმნება, თუ როგორ ვურთიერთობთ სოციალურ გარემოში. "ადამიანებს უყვართ იმაზე საუბარი, თუ რას აკეთებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის მეტად ვუსვამთ ხაზს იმას, თუ რას მოვიხმართ და არა იმას, თუ რისი მოხმარებისგან ვიკავებთ თავს", - ამბობს ის.
"თუ მეგობარს სახლში ვსტუმრობ, მაშინ შეიძლება შევამჩნიო, რომ ის იაფფასიან ყავას სვამს ან იაფფასიანი ტანსაცმელი აცვია", - აგრძელებს ჰირშლეიფერი, - "მაგრამ თუ მის სოციალურ ქსელს გადავხედავ, ვნახავ, როგორ ისადილა მან ძვირადღირებულ რესტორანში ან როგორი გადასარევი დრო ატარა მოგზაურობისას". ის ასევე ურთავს, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც პირისპირ არ ხდება, უფრო დიდ ვიზუალურ მიკერძოებას წარმოქმნის.
ვიზუალური მიკერძოება სულ მეტად განსაზღვრავს ყიდვის პრაქტიკას, რადგან ონლაინ-კომუნიკაცია უფრო იაფი და მრავალფეროვანი გახდა. ამან ადამიანებს მეტი შესაძლებლობა მისცა, თვალი ედევნებინა იმისთვის, თუ რა ნივთებს ყიდულობენ და რა სერვისებს მოიხმარენ სხვები.
კვლევის მიხედვით, იმის ზედმიწევნით ცოდნა, თუ რას აკეთებენ სხვა ადამიანები, არამხოლოდ მეტ თანხას გვახარჯვინებს, არამედ არასწორ წარმოდგენას გვიქმნის საკუთარ ფინანსურ მდგომარეობასა და მომავლის პერსპექტივებზეც.
გამაძლიერებელი ფაქტორი
სოციალური მედიის ინფლუენსერებისა და საკვებზე სპეციალიზირებული ბლოგერების მეშვეობით საჭმელიც სოციალური სტატუსის სიმბოლოდ იქცა.
ფოტო: Getty
კვლევის კიდევ ერთი ავტორი და ტორონტოს უნივერსიტეტის როტმანის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ბინგ ჰანი ამბობს, რომ როცა საქმე ფულის დაზოგვას ეხება, ადამიანებზე ზეგავლენას ახდენს ის, თუ რას პოსტავენ სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლები. ასეთ დროს ჩვენ გვგონია, რომ ონლაინ-მეგობართა და ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იდენტურია. "ჩემი თანატოლებისგან წამოსული სიგნალი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საკუთარ მომავალს, შემოსავლის ზრდის პერსპექტივას და თუ როგორ იქცევიან ამ მოლოდინის შესაბამისად, გარკვეულ მინიშნებებს მაძლევს საკუთარ მომავალზეც", - ამბობს ის.
ყოველთვის, როცა სოციალურ ქსელში რაიმე შენაძენზე ან გამოცდილებაზე წერ ან ფოტოს ტვირთავ, არის შანსი, რომ შენს მიმდევრებსა თუ ონლაინ-მეგობრებზე გავლენას ახდენ. "ეს ყველაფერი დომინოს ეფექტივით უბიძგებს ადამიანებს მოქმედებისკენ. ისინი, ფაქტობრივად, შენი ქმედებებისა და მომხმარებლური ჩვევებისგან რაღაც ახალს სწავლობენ. შენ გაქვს გარკვეული ხედვა, რომელიც მათთვის რელევანტურია. შედეგად, ისინი მსგავს სტრატეგიებსა და ქცევებს იმუშავებენ", - ამბობს ჰანი.
კვლევის ავტორების აზრით, სოციალურმა მედიამ ვიზუალური მიდრეკილებები გააძლიერა, რადგან მოხმარებასთან დაკავშირებული ქმედებები მეტად ხილული გახადა. სტეფან კოუტური, იორკის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ასისტენტ-პროფესორი, ამბობს, რომ სოციალური მედიისთვის დამახასიათებელი წამახალისებელი კულტურა ადამიანებს ისეთი სივრცით უზრუნველყოფს, სადაც საკუთარი დანახარჯების გამოფენა შეუძლიათ.
"მსგავსი სამომხმარებლო ქცევა სოციალური მედიის გაჩენამდეც არსებობდა: როცა ჩვენ გარშემო ადამიანები ბევრს ხარჯავენ, ჩვენც იმავეს გაკეთების სურვილი გვიჩნდება. სოციალური მედია ამ ტენდენციას, უბრალოდ, აძლიერებს", - ამბობს კოუტური.
წახალისება პრაქტიკულობის წინააღმდეგ
ვიზუალური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ 1980-იანი წლებიდან მოყოლებული აშშ-ის მოქალაქეთა დანაზოგის ოდენობამ მკვეთრად დაიწყო შემცირება.
ფოტო: Getty
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ვიზუალურ მიკერძოებას შეუძლია ამოხსნას ის თავსატეხი, თუ რატომ დაეცა აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პირადი დანაზოგების მაჩვენებლი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
ვიჯეი აღიარებს, ფული ბრენდულ ხელჩანთაში რომ არ გაეფლანგა, ამ თანხას დანაზოგს მიამატებდა ან უფრო საჭირო ნივთს იყიდდა - მაგალითად, ავეჯს ახალი სახლისთვის. "ხანდახან ვფიქრობ, რომ არაპრაქტიკული ვარ", - ამბობს ის, - "ჩვენი სახლი ცოტა ძველია. რაიმეს შეკეთება თუ დასჭირდება, ალბათ დანაზოგის გამოყენება მოგვიწევს, რადგან ხელზე საჭირო თანხა არ გვექნება".
ფართ ბოვმიკს, 28 წლის ფინანსურ მენეჯერს ტორონტოდან, სჯერა, რომ ინსტაგრამი მას თვეში კვებაზე 150 დოლარზე მეტს ახარჯვინებს, რადგან ის კვირაში ოთხჯერ ან ხუთჯერ რესტორანში სადილობს. საქმე ისაა, რომ მის ერთ-ერთ მეგობარს ინსტაგრამის გვერდი აქვს, სადაც რესტორნებს უკეთებს რეკლამას.
"ზოგჯერ ვათვალიერებ მის გვერდს და ვხედავ, როგორ სადილობს ჩინურ რესტორანში. ეს ჩემს ქვეცნობიერში აჩენს ფიქრს, რომ დიდიხანია, ჩინური სამზარეულო არ დამიგემოვნებია; კარგი იქნება, თუ იქ წავალ და ამ დანაკლისს შევივსებ", - ამბობს ის.
მისივე თქმით, ინსტაგრამზე ახალი რესტორნების ძიება შეყვარებულთან ერთად კვირაში რამდენჯერმე გარეთ სადილობის ჩვევაში გადაეზარდა. მისი აზრით, ინსტაგრამი რომ არ ჰქონოდა, გარეთ უფრო იშვიათად შეჭამდა, ამიტომ ახლა ცდილობს, ნაკლებ ისეთ გვერდს მისდიოს, რომელიც კვების ობიექტებს უწევს რეკლამას. "შედეგად, მართლაც დავინახე, რომ ნაკლებად მქონდა რესტორნაში წასვლის ან იმ ადგილას სადილობის სურვილი, სადაც აქამდე არასოდეს ვყოფილვარ".
ბოვმიკს მაინც აკვირვებს, თუ რამდენად დიდ თანხას ხარჯავს გარეთ ჭამაში. "თვის ბოლოს დანახარჯს ერთბაშად თუ დაითვლი, უფრო ცხადად დაინახავ, რამდენად დიდი თანხა გეფლანგება. ეს მახსენებს, რომ უფრო ხშირად უნდა ვამზადებდე სახლში საკვებს და ამდენს არ ვხარჯავდე".
ბაბლში ცხოვრება
ფოტო: Getty
ჰირშლეიფერი ამბობს, რომ კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო, ადამიანებს უკეთესად გაეცნობიერებინათ, რამდენ თანხას ხარჯავენ ყოველთვიურად. "ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ადამიანი გაიაზრებს საკუთარ ფსიქოლოგიურ მიკერძოებას, ამას ამ მიკერძოებისადმი მიდრეკილების შესუსტება შეუძლია".
კოუტურის აზრით, ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მათ მიერ შექმნილმა სოციალური მედიის ბაბლმა შეცდომაში არ შეიყვანონ. ტერმინი გაფილტრული ბაბლი აღწერს მდგომარეობას, როცა ჩვენ ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე მეგობრების შერჩევით ვქმნით ერთგვარ ჩაკეტილ სოციალურ წრეს. ასეთ დროს ჩვენში უკვე არსებულ რწმენებსა და ღირებულებებს ყველა გარშემომყოფიც იზიარებს, რაც იმის ილუზიას ქმნის, რომ ამ წრის გარეთაც ანალოგიური რეალობა არსებობს.
თუმცა, როცა საქმე ფულის ხარჯვას და დაზოგვას ეხება, ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა სოციალური მედიის მიერ შექმნილი ამ "რეალობის" მიღმაც გაიხედონ.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
კომენტარები