2019 წლის ბუკერის პრემია მარგარეტ ეტვუდსა და ბერნარდინ ევარისტოს გადაეცათ
სულ ცოტა ხნის წინ, 14 ოქტომბერს ლონდონში გამართულ დაჯილდოებაზე ბუკერის პრემიის 2019 წლის საუკეთესო რომანები გამოავლინეს: მარგარეტ ეტვუდის The Testaments და ბერნარდინ ევარისტოს Girl, Woman, Other.
ბუკერის პრემიის 51 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა პრიზი ერთდროულად ორ ავტორს გადაეცა. მანამდე მსგავსი რამ მხოლოდ 1974 და 1992 წლებში განმეორდა.
წელს ფინალში ექვსი ნაწარმოები მოხვდა და შესაბამისად, ექვსი ავტორი იბრძოდა გამარჯვებისთვის: მარგარეტ ეტვუდის The Testaments, ლუსი ელმენის Ducks, Newburyport, ბერნარდინ ევარისტოს Girl, Woman, Other, ჩიგოზი ობიომას An Orchestra of Minorities, სალმან რუშდის Quichotte და ელიფ შაფაქის 10 Minutes 38 Seconds in This Strange World.
მარგარეტ ეტვუდი ცნობილი კანადელი მწერალია, რომელსაც უკვე მეორედ გადაეცა ბუკერის პრემია. პირველად მან 2000 წელს გაიმარჯვა რომანით ბრმა მკვლელი. The Testaments ეტვუდის 1985 წელს დაწერილი ასევე ძალიან ცნობილი და აღიარებული ნაწარმოების, მხევლის წიგნის გაგრძელებაა, რომელიც სულ რამდნემე კვირის წინ გამოქვეყნდა.
ბერნარდინ ევარისტო კი ბრიტანელი მწერალია, რომელიც არაერთი მოთხრობის, პიესისა და ლექსის ავტორია. მისი ბოლო რომანი Girl, Woman, Other თორმეტი შავკანიანი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ევარისტო პირველი შავკანიანი ქალი გახდა, ვისაც ეს პრიზი გადაეცა.
წლევანდელი გამარჯვებული ხუთი წევრისგან შემდგარმა სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლიანა. ფინალში მოხვედრილ თითოეულ ავტორს 2 500 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა, გამარჯვებულის პრიზი კი 50 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, რაც თითქმის 63 000 დოლარის ტოლფასია. წელს კი რახან ორმა ავტორმა გაიმარჯვა, მათ პრიზის თანაბრად გაყოფა მოუწევთ.
ფულად ჯილდოსთან ერთად ბუკერის პრემია ლიტერატურულ სამყაროში მნიშვნელოვანი აღიარებისა და წიგნის წარმატებული გაყიდვების საწინდარია. მაგალითად, როცა შარშან ირლანდიელმა მწერალმა, ანა ბერნსმა გაიმარჯვა რომანით Milkman, ამ წიგნის გაყიდვებმა შემდეგ კვირაში 880%-ით მოიმატა - მანამდე საშუალოდ გაყიდული 963 ეგზემპლარის მაჩვენებელმა 9,446 ცალს მიაღწია.
ბუკერის პრემია
ბუკერის პრემია ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. მას შარშან საიუბილეო 50 წელი შეუსრულდა.
ბუკერის პრემიის გამარჯვებული სხვადასხვა დროს გამხდარან ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც არიან ჯულიან ბარნსი, ჯონ ბენვილი, არუნდატი როი და იან მაკიუენი. მათ შორის ბუკერის პრემიის ოთხი მფლობელი — უილიამ გოლდინგი, ნადინ გორდიმერი, ვ. ნაიპოლი და ჯონ მაქსველ კუტზეე შემდგომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ. 1999 წელს კუტზეე პირველი მწერალი გახდა, რომელმაც ბუკერის პრემია ორჯერ მოიპოვა. ორ წელიწადში ეს მიღწევა გაიმეორა ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ. 2019 წელს კი ეტვუდი გახდა მესამე ავტორი, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი პრემია მეორედ მიიღო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები