დღეს, 9 ოქტომბერს საღამოს თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან ბიჭი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ უკვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. უწყების ცნობით, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

ტელეკომპანია მთავართან ინტერვიუში ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, რომ ოთხი ბიჭი დაინახა, მათგან სამი კი ერთს ეჩხუბებოდა:

"მერე მუშტი დაარტყა იმ ბიჭმა, დანა გაუსვა და სამივე გაიქცა".

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.