საფიქრალი გამიჩნდება — თადუმაძე უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვედრის შემთხვევაში
გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში მისი კანდიდატურის ვერ არჩევის შემთხვევაში "საფიქრალი გაუჩნდება" თუ სად განაგრძოს მუშაობა. ამის შესახებ თადუმაძემ პარლამენტში მოსმენისას დეპუტატ ნინო გოგუაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლის სტატუსი გენერალური პროკურორის სტატუსზე უფრო მაღალია.
"არ ვაკნინებ ჩემს დღევანდელ თანამდებობას. ყველა იურისტისთვის ცნობილია, რომ მოსამართლე არის უმაღლესი სტატუსი. არ ვფიქრობ, რომ გენერალური პროკურორი ეს არის ის სტანდარტი, რომელიც აპრიორი მოსამართლეობის სტანდარტია. თუმცა ლეგიტიმაციის საკითხში კითხვები გამიჩნდება, რომ დავრჩე იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზე ვარ", — აღნიშნა თადუმაძემ.
შალვა თადუმაძე მოქმედი გენერალური პროკურორია. იგი მანამდე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო. სხვადასხვა პერიოდში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, ხოლო 2008 წელს დააფუძნა საადვოკატო კომპანია შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგი.
ერთ-ერთი ბოლო საქმე, რაც შალვა თადუმაძის საპროკურორო საქმიანობას უკავშირდება, ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნაა. დეპუტატს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
პროფესიული ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევა
შალვა თადუმაძის საადვოკატო საქმიანობისას, ერთ-ერთი საქმის განხილვის დროს, მოსამართლემ თქვა, რომ ბრალდებულს სამომავლოდ ექნებოდა დრო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ე.წ. საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებთან დასამეგობრებლად. ამ ფაქტის მიუხედავად, თადუმაძემ ამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააყენა.
ფონდის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამით მოსამართლემ, ფაქტობრივად, წინასწარ გამოთქვა აზრი პირის დამნაშავედ ცნობაზე, ადვოკატ თადუმაძეს კი რეაგირება არ ჰქონია. მან მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა სხვა საფუძვლებით და ამავე შუამდგომლობაში მოსამართლის ფრაზას "იუმორნარევი" და "ირიბი" ნათქვამი უწოდა.
სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტი
- შალვა თადუმაძე სასამართლოში იცავდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ცოლის, ეკა ხვედელიძის ინტერესებს, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმეზე;
- შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შეარჩია საპროკურორო საბჭომ. საბჭოს ერთ-ერთი წევრი კი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, კანდიდატის შვილის ნათლიაა;
- შალვა თადუმაძის რეკომენდატორები არიან: ირაკლი სესიაშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია ქართული ოცნებიდან), კობა კობალაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია ქართული ოცნებიდან), მაია ცქიტიშვილი (საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი);
- საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძე 1994-1999 წლებში სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში. გენერალური პროკურატურის ვებგვერდის თანახმად, შალვა თადუმაძემ ინსტიტუტი 1999 წელს დაამთავრა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილ განაცხადში ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლის პერიოდად მითითებული აქვს 1994-1998 წლები, დიპლომში კი 1993-1998 წლები უწერია. განათლების სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ აკრედიტებულ უნივერსიტეტებს შორის ასეთი დასახელების სასწავლებელი არ მოიძებნა. ჩამონათვალში არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, შალვა თადუმაძეს ამ უნივერსიტეტში არ უსწავლია.
დიპლომის ნამდვილობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კანდიდატმა განმარტა:
"შემიძლია გითხრათ, ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ორი მილიარდერის ოჯახი და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი".
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები