GDI: სოციალური მომსახურების სააგენტომ ჰომოფობიური პოსტები ინფორმაციის გავრცელების კონსტიტუციურ უფლებად მიიჩნია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინფორმაციით, საჯარო სამსახურში დასაქმებულები და შიდა აუდიტი რიგ შემთხვევებში ფიქრობენ, რომ ჰომოფობიური შინაარსის პოსტების გაზიარება გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების კონსტიტუციური უფლებაა. ამის შესახებ GDI კვლევაში სიძულვილის ენა საჯარო სამსახურში საუბრობს.
GDI წერს სოციალური მომსახურეების სააგენტოს თანამშრომელ ქეთინო კვიციანზე, რომელმაც სოციალურ ქსელში აქტივისტ ანა სუბელიანის შეურაცხმყოფელი ვიდეო და ტექსტი გააზიარა. გარდა ამისა, მის გვერდზე გამოქვეყნდა სხვა პოსტებიც, რომელიც ლგბტ თემს შეურაცხყოფდა.
GDI-ს ინფორმაციით, საქმე სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა აუდიტმა შეისწავლა და დაადგინა, რომ დისციპლინური წარმოების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არ არსებობდა. მათი თქმით, კომისიის არგუმენტები იყო:
- თავად კვიციანი არ არის გაზიარებული პოსტების ავტორი, ამიტომ მისი ქმედება უნდა ჩაითვალოს არა გამოხატვის ფორმად, რომელიც ხელს უწყობს და აქეზებს სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმინაციას, არამედ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების კონსტიტუციური უფლების გამოყენებად.
- სააგენტოს თანამშრომელზე ვერ გავრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მთავრობის №200 დადგენილებით დამტკიცებული ეთიკის ნორმების გავრცელებასაც.
კომისიის აზრით, კვიციანის ქმედება არ უნდა ჩაითვალოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ირიბ დისკრიმინაციად.
GDI-ს განცხადებით, მისასალმებელია, რომ სააგენტომ საკუთარი ინიციატივით გამოიკვლია კვიციანის ქმედების შესაბამისობა ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონთან, თუმცა მოწოდებული ინფორმაცია ავლენს რამდენიმე ხარვეზს და გაურკვევლობას. კერძოდ:
- საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი წესების გაუვრცელებლობა სსიპ-ში დასაქმებულ პირებზე, ავტომატურად არ ნიშნავს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ქცევის წესების გამოუყენებლობას. ასეთ დათქმას დადგენილება
არ ითვალისწინებს; - GDI-ს განცხადებით, სააგენტოს არასწორად ესმის ირიბი დისკრიმინაციის ცნება. მათი თქმით, ამ შემთხვევაში რელევანტური იქნებოდა, თუკი სააგენტო დაეყრდნობოდა კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტს, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის წაქეზებას. სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გავრცელება, შესაძლოა, სწორედ დისკრიმინაციის წაქეზების სახედ განიხილებოდეს, თუმცა ის ვერ იქნება ირიბი დისკრიმინაციის ფორმა;
- ორგანიზაცია აცხადებს, რომ ასევე არასწორია სააგენტოს აღქმა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. სააგენტომ ერთმანეთისგან გამიჯნა ინფორმაციის მიღებისა და თავისუფლად გავრცელების უფლება და გამოხატვის ისეთი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს და აქეზებს სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმინაციას. GDI ამგვარი დაყოფას არაკორექტულად მიიჩნევს, რადგან გამოხატვის შეურაცხმყოფელი ფორმის გამოყენება სწორედაც რომ ინფორმაციის გავრცელების გზით შეიძლება მოხდეს;
- ორგანიზაცის ამბობს, რომ ბუნდოვანია, რატომ არ არქმევს სააგენტო მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს (საქმის გარემოებების შესწავლა, ახსნა-განმარტებების გაკეთება) დისციპლინურ წარმოებას და ამის ნაცვლად საუბრობს იმაზე, რომ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არ იკვეთება. მათი თქმით, ამ შემთხვევაში, განხორციელებული ქმედებებით, სააგენტომ ფაქტობრივად დაადასტურა არა ის, რომ ზოგადად წარმოების დაწყების საფუძველი არ არსებობს, არამედ ის, რომ ქეთინო კვიციანს დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია.
ამავე კვლევაში საუბარია სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომელ გურამ კობახიძეზე, რომელმაც თავის გვერდზე გააზიარა სიძულვილის ენის შემცველი და ჰომოფობიური პოსტი. მათი თქმით, ფონდიდან აცნობეს, რომ დისციპლინარული წარმოება ჩატარდა და გადაცდომა ვერ დადგინდა.
ორგანიზციის ინფორმაციით, კობახიძე არ უარყოფდა ასეთი შინაარსის პოსტის გავრცელებას და ამბობდა, რომ მას არაფერი დაურღვევია. ის ფიქრობდა, რომ GDI არღვევდა მისი გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კომისიამ ეთიკის ნორმების დარღვევა ვერ დაადგინა შემდეგი არგუმენტებით:
- სადავო პოსტი არ ყოფილა გურამ კობახიძის მიერ დაწერილი, მან მხოლოდ გააზიარა იგი, რაც ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ "გამზიარებელი" ეთანხმება პოსტში არსებულ ტექსტსა და სურათს;
- გაზიარებული პოსტი, არ აყენებს ეჭვქვეშ მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელებას და გურამ კობახიძის ფონდში მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში ეს არაერთხელ დადასტურებულა.
GDI აცხადებს, რომ მთავრობის დადგენილების თანახმად, ეთიკის ნორმების დარღვევა დამატებით საფუძვლად არ მოიაზრებს იმას, რომ ამგვარმა ქმედებამ აუცილებლად უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ამ პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება. მათი თქმით, მოცემულ შემთხვევაში კომისიის მიერ ამ საფუძვლებით დისციპლინური ფაქტის არდადგენა, საეჭვოა რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას შეესაბამებოდეს.
კვლევის მიხედვით, მიუხედავად დასვკნისა, კომისიამ გასცა რეკომენაცია, რომ ქცევის წესების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, როგორც გურამ კობახიძე, ასევე სხვა თანამშრომლები გაეცნონ მთავრობის დადგენილებით გაწერილ ეთიკის ნორმებს.
კვლევა ჩატარდა 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 30 ივნისამდე პერიოდში და მის ფარგლებში ორგანიზაციამ გამოიკვლია საჯარო უწყებებში დასაქმებული პირების საჯარო განცხადებები.
ამავე თემაზე:
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
-
"არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე "არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
კომენტარები