ნაყოფს მუცლადყოფნისას ხვლიკის მსგავსი ხელის კუნთები აქვს
მუცლადყოფნის პერიოდში ჩანასახს ხვლიკის მსგავსი ხელის დამატებითი კუნთები აქვს, რომელთაც დაბადებამდე კარგავს. მკვლევართა აზრით, ეს შესაძლოა ადამიანის ორგანიზში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევოლუციური გადმონაშთი იყოს
ფოტო: RUI DIOGO / NATALIA SIOMAVA / YORICK GOTTON
250 მილიონი წლის წინ ქვეწარმავლებმა ძუძუმწოვრებად ტრანსფორმაცია დაიწყეს. შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდის გამოძახილი იყოს ჩვენს ორგანიზმში დღემდე შენარჩუნებული. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რატომ წარმოქმნის ადამიანის ორგანიზმი მსგავსი სახის კუნთებს და შემდეგ რატომ ქრებიან ისინი დაბადებამდე. ბიოლოგების აზრით, ეს შესაძლოა კავშირში იყოს მოქნილი ცერა თითის განვითარებასთან, რაც მას სხვა დანარჩენი თითებისგან გამოარჩევს.
ზოგჯერ ადამიანები დამატებითი თითებით იბადებიან და მათ შესაბამისი დამატებითი კუნთებიც აქვთ განვითარებული. თუმცა, ეს კუნთები არასდროს არის ისე განვითარებული, როგორიც ამჯერად მეცნიერებმა ნახეს ორსულობის მე 13 კვირაზე ჩანასახის 3D სკანირებისას — ისინი ხელის მტევნის ზურგიდან მიემართებოდნენ.
ცერა თითის გარდა, დანარჩენი თითების მომხრელი კუნთები ხელისგულის მხარეს გვაქვს განლაგებული. ცერა თითის მრავალფუნქციურობას სწორედაც ხელის მტევნის ზურგის მხარეს არსებული კუნთები განაპირობებენ.
როგორც ირკვევა, ნაყოფის განვითარების რაღაც ეტაპზე კუნთები ყველა თითისკენ ასევე მტევნის ზურგიდან მიემართებიან. დაბადების შემდგომ ამ კუნთების შენარჩუნება ხშირად კიდურების ანომალიასთან არის მჭიდრო კავშირში. ბიოლოგებს მიაჩნიათ, რომ მათი ეს აღმოჩენა მომავალში ნათელს მოფენს ამგვარი დეფექტების რაობას.
„ჩვენ ცერა თითისკენ მიმავალი ბევრი კუნთი გვაქვს, რომლებიც მის ნატიფ მოძრაობას განაპირობებენ, თუმცა ჩვენ დავკარგეთ სხვა თითებისკენ მიმავალი კუნთების უმრავლესობა. ევოლუციურად, ისინი ჩვენ არც თუ ისე ძალინ გვჭირდება“ — აღნიშნავს მთავარი მკვლევარი, პროფესორი რუი დიოგო.
რატომ გვაქვს ეს კუნთები? სავარაუდოდ, შეუძლებელია ევოლუციის მიმდინარეობისას ვთქვათ: მოდი, სრულად მოვაცილოთ მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე თითებს კუნთები და მხოლოდ პირველი თითისკენ მიმართული დავტოვოთ. ალბათ, ეს ასე ადვილი არ არის
სხეულის უსარგებლო ნაწილები?
პროფესორ დიოგოს მოსაზრებით, ეს სტრუქტურები უფრო მეტად გამოკვეთილია, ვიდრე ევოლუციურად შემორჩენილი სხვა ჩანასახოვანი ნაწილები: აპენდიქსი, სიბრძნის კბილი და კუდუსუნი.
ასევე იხილეთ:
"ეს კუნთები 250 მილიონი წლის წინ დაიკარგა. ჩვენ უფრო მეტი ვიცოდით თევზების, ბაყაყების, ქათმების და თაგვების განვითარების ეტაპების შესახებ. ტექნოლოგიური წინსვლა გვეხმარება ადამიანის განვითარებას დეტალურად დავაკვირდეთ" — შენიშნავს პროფესორი დიოგო.
სერჯიო ალმეცია ანთროპოლოგიის პროფესორია. იგი ადამიანისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნების ევოლუციას შეისწავლის. მისი აზრით, ეს აღმოჩენა ძალზე დასაფასებელია ადამიანის განვითარების კვლევაში, თუმცა იგი ასევე ბევრ კითხვას აჩენს.
კვლევის მთავარი სიახლე ვიზუალიზაციაა — ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, განვითარების რა ეტაპზე ჩნდება და ქრება კონკრეტული სტრუქტურები. ამჯერად მთავარი კითხვაა: კიდევ რა გამოგვრჩა? რას აღმოვაჩენთ, როდესაც ადამიანის ორგანიზმის განვითარების ეტაპებს მსგავსი სკრუპულოზურობით დავაკვირდებით? რა არის ზოგიერთი სტრუქტურის გაქრობისა და შემდგომ ხელახლა გაჩენის მიზეზი? ჩვენ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, თუ როგორ ხდება ეს ყოველივე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა რატომ?“
ბიოლოგები გეგმავენ ადამიანის ორგანიზმის სხვა ნაწილების განვითარებას უფრო დიდი სიზუსტით დააკვირდნენ.
კვლევა ჟურნალში Development გამოქვეყნდა.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები