რატომაა ბედნიერება მიუღწეველი
ფოტო: Marcos Mesa Sam Wordley / Shutterstock
ბედნიერებისა და პოზიტიური აზროვნების იდეაზე აგებულმა უზარმაზარმა ინდუსტრიამ, რომლის შემოსავალიც ყოველწლიურად, დაახლოებით, 11 მილიარდი დოლარია, ხელი შეუწყო ფანტაზიის შექმნას იმის შესახებ, რომ ბედნიერება რეალისტური მიზანია. ბედნიერების ოცნების დევნა მეტწილად ამერიკული ფენომენია, რომელიც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში პოპ-კულტურის მეშვეობით გავრცელდა. სხვა თუ არაფერი, "ბედნიერებისკენ სწრაფვა" ერთ-ერთია აშშ-ის ხელშეუვალი უფლებებიდან. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ისეთი მოლოდინის შექმნას დაეხმარა, რომლის ახდენაზეც რეალობა ჯიუტად უარს ამბობს.
ეს იმიტომ, რომ მაშინაც კი, თუ ყველა მატერიალურ და ბიოლოგიურ მოთხოვნილებას დავიკმაყოფილებთ, ბედნიერების მდგომარეობის შენარჩუნება აბსტრაქტულ და მიუწვდომელ მიზნად დარჩება. ეს სევდიანი მოცემულობა კორდოვის ამირამ, აბდ ალ-რაჰმან III-მ, ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში აღმოაჩინა. იგი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო, რომელიც სამხედრო და კულტურული მიღწევებით ტკბობასთან ერთად თავისი ორი ჰარამხანის მეშვეობით არც მიწიერ სიამოვნებებს იკლებდა. ცხოვრების ბოლო წლებში ამირამ გადაწყვიტა, იმ დღეების ზუსტი რაოდენობა დაეთვალა, რომელთა განმავლობაშიც თავს ბედნიერად გრძნობდა. ასეთ დღეთა რაოდენობამ მხოლოდ 14 შეადგინა.
ბედნიერება, როგორც ის ბრაზილიელმა პოეტმა, ვინისიუს დი მორაისმა განმარტა, "ჰაერში მოლივლივე ბუმბულივითაა. იგი მსუბუქად ფრენს, მაგრამ არც ისე დიდი ხნით". ბედნიერება ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია, აბსტრაქტული იდეაა, რომელსაც ნამდვილ ადამიანურ გამოცდილებაში ეკვივალენტი არ გააჩნია. პოზიტიური და ნეგატიური აფექტები ადამიანის ტვინში ნამდვილად წარმოიშობიან, მაგრამ მდგრად ბედნიერებას ბიოლოგიური საფუძვლი არ მოეპოვება. და - ალბათ თქვენდა გასაკვირად - ეს კარგიცაა.
ბუნება და ევოლუცია
ტვინის რა ნაწილია ბედნიერებაზე პასუხისმგებელი?
ფოტო: Shutterstock
ადამიანები ისე არ არიან მოწყობილები, რომ ბედნიერები ან თუნდაც კმაყოფილები იყვნენ. ამის ნაცვლად, ჩვენ, ბუნებაში არსებული ყველა სხვა არსების მსგავსად, უმთავრესად, გადარჩენისა და გამრავლების ინსტინქტები გვმართავენ. ბუნება კმაყოფილების მდგომარეობას ემტერება, ვინაიდან ის ადუნებს შესაძლო საფრთხისადმი ჩვენს ყურადღებას, რაც თვითგადარჩენისათვის აუცილებელი ფაქტორია.
ის ფაქტი, რომ ევოლუციამ ბედნიერების ბუნებრივი უნარის გამომუშავების ნაცვლად უპირატესობა ადამიანის თავის ტვინის შუბლის წილის განვითარებას მიანიჭა (რომელიც ბრწყინვალე აღმასრულებელ და ანალიტიკურ უნარებს გვაძლევს), ბუნების პრიორიტეტების შესახებ ბევრს ამბობს. ტვინის თითოეული უბანი ამა თუ იმ ნევროლოგიურ თუ ინტელექტუალურ ფუნქციასთან ასოცირდება. მაგრამ ბედნიერება, რომელიც ნევროლოგიური საფუძვლის არმქონე უბრალო კონსტრუქტია, ტვინის ქსოვილებში არ მოიპოვება.
სინამდვილეში, ამ სფეროს ექსპერტების აზრით, ის, რომ ევოლუციის პროცესში დეპრესიის აღმოსაფხვრელი უნარები არ გამოგვმუშავებია (იმის მიუხედავად, რომ ეს მდგომარეობა გადარჩენისა და გამრავლებისთვის აშკარა ზიანის მომტანია), ზუსტად იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ დეპრესია, როგორც ადაპტაციური მექანიზმი, გასაჭირში სასარგებლო როლს ასრულებს. ეს ფსიქიკური მდგომარეობა ინდივიდს იმ სარისკო და უიმედო სიტუაციებისათვის თავის არიდებას აიძულებს, რომლებშიც მისი გადარჩენის შანსები ძალზედ დაბალია. დეპრესიულ რუმინაციას, შესაძლოა, გასაჭირის დროს პრობლემის გადაჭრის ფუნქციაც ჰქონდეს.
მორალი
ზოგისათვის ბედნიერებისკენ მიმავალი გზა ჰედონიზმზე გადის.
ფოტო: Nicolas Poussin / Wikimedia Commons
დღევანდელ გლობალური ბედნიერების ინდუსტრიას ფესვების ნაწილი ქრისტიანულ ზნეობრივ ნორმებში აქვს გადგმული, რომელთა უმრავლესობაც გვეუბნება, რომ ჩვენ მიერ განცდილ თითოეულ უბედობას მორალური მიზეზი აქვს. ცუდ დღეში, როგორც ხშირად ამბობენ, ჩვენივე შეცდომების, ეგოიზმისა და მატერიალიზმის გამო ვვარდებით. მსგავსი მორალი უარყოფის, განდგომილობისა და სურვილების დათრგუნვის გზით მიღწეულ ფსიქოლოგიურ წონასწორობას წარმოაჩენს სიქველედ.
სინამდვილეში, ეს სტრატეგიები, უბრალოდ, ეძებს განკურნების გზას ჩვენი თანდაყოლილი უუნარობისგან, მივიღოთ ხანგრძლივად სიამოვნება ცხოვრებისაგან. ჩვენ ნუგეშს უნდა ვპოვებდეთ იმის ცოდნაში, რომ უბედურება ჩვენი ბრალი არ არის. ის ჩვენი ბიოლოგიური აგებულების ბრალია და ჩვენსავე გენტიკურ კოდში დევს.
ბედნიერებისაკენ მიმავალი ზნეობრივად სწორი გზის არსებობის მქადაგებლები ხშირად ფსიქოტროპული პრეპარატების მეშვეობით სიამოვნების მიღწევის გამარტივების მოწინააღმდეგეებიც არიან. ჯორჯ ბერნარდ შოუ ამბობდა, "ჩვენ ისევე არ გვაქვს ბედნიერების უფლება, თუ მისი შემქმნელები თავად არ ვიქნებით, როგორც არ გვაქვს სიმდიდრის დაგროვების უფლება, თუ მას თავად არ გამოვიმუშავებთ". როგორც ჩანს, ბედნიერებას მოპოვება სჭირდება, რაც ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ ის არ არის ბუნებრივი მდგომარეობა.
ოლდოს ჰაქსლის საოცარი ახალი სამყაროს მკვიდრნი სრულყოფილ ბედნიერებაში სომას დახმარებით ცხოვრობენ. ესაა ნარკოტიკი, რომელიც მათ მორჩილს, მაგრამ კმაყოფილს ხდის. ამ რომანში ჰაქსლი მიგვანიშნებს, რომ თავისუფალ ადამიანს რთული ემოციები აუცილებლად გატანჯავს. ემოციურ ტანჯვასა და კმაყოფილ უშფოთველობას შორის რომ გვქონდეს არჩევანი, ალბათ ბევრი ჩვენგანი უკანასკნელს მიანიჭებდა უპირატესობას.
მაგრამ სომა არ არსებობს. ასე რომ, პრობლემა ის კი არაა, რომ საიმედო და ხანგრძლივი ბედნიერების ქიმიკატებით მიღწევა აკრძალულია, არამედ ის, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია. ქიმიური ნივთიერებები გონებაში ცვლილებებს იწვევს (რაც, ზოგჯერ, კარგიც შეიძლება იყოს), მაგრამ ვინაიდან ბედნიერება ტვინის ამა თუ იმ ფუნქციურ სქემასთან არაა დაკავშირებული, მისი ქიმიურად რეპლიკაცია არ შეგვიძლია.
ბედნიერება და უბედურება
ფოტო: Shutterstock
ჩვენი ემოციები მრავალფეროვანი და არეული, მოუწესრიგებელი, აბურდული და ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგოა - ზუსტად ისე, როგორც სხვა ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში. კვლევებმა აჩვენა, რომ დადებით და უარყოფით ემოციებსა და აფექტებს ტვინში ერთმანეთისაგან თითქმის დამოუკიდებლად შეუძლიათ თანაარსებობა. უარყოფით ემოციებს უპირატესად ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ამუშავებს, მაშინ, როცა დადებით განცდებს მისი მარცხენა ნაწილი უმკლავდება.
ამ შემთხვევაში ღირს გავიხსენოთ, რომ ჩვენ - არა მუდმივი ბედნიერებისთვის, არამედ გადარჩენისა და შთამომავლობის დატოვებისათვის ვართ შექმნილნი. ორივე მათგანი რთულ ამოცანას წარმოადგენს, ამიტომ ჩვენ განწირულები ვართ, რომ ვიწვალოთ, ვიბრძოლოთ, ვეძებოთ კმაყოფილება და დაცულობა, მოვიგერიოთ საფრთხე და თავი ავარიდოთ ტკივილს. თანაარსებული სიამოვნებისა და ტკივილის მიერ შემოთავაზებული ურთიერთდაპირისპირებული ემოციების ეს მოდელი ჩვენს რეალობას გაცილებით უკეთ ერგება, ვიდრე მიუღწეველი ნეტარება, რომლის ჩვენთვის მოსაღებასაც ბედნიერების ინდუსტრია ცდილობს.
განცხადება, რომ ბედნიერება, როგორც ასეთი, არ არსებობს, შესაძლოა, წმინდად უარყოფით მოცემულობად მოგვეჩვენოს. მაგრამ იმის ცოდნა, რომ უკმაყოფილება პირადი წარუმატებლობით არაა გამოწვეული, ამასთან, ჩვენთვის დიდი ნუგეშიც შეიძლება იყოს. თუ ზოგჯერ თავს უბედურად გრძნობთ, როგორც წესი, ეს არ არის გამოწვეული თქვენ მიერ დაშვებული შეცდომით, რომელიც დაუყოვნებლივ გამოსწორებას საჭიროებს, როგორც ამას ბედნიერების გურუები ამტკიცებენ. სინამდვილეში, სწორედ ეს მერყეობა ბედნიერებასა და უბედურებას შორის გაქცევთ ადამიანად.
-
გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოდან ბრიტანეთში პირველი ბავშვი დაიბადა გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოდან ბრიტანეთში პირველი ბავშვი დაიბადა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს 40 000 წლის წინანდელი სიმბოლოები, რომლებიც დამწერლობის ადრეულ ფორმას წააგავს აღმოაჩინეს 40 000 წლის წინანდელი სიმბოლოები, რომლებიც დამწერლობის ადრეულ ფორმას წააგავს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ და "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმიმართეს ირაკლი რუხაძემ და "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმიმართეს
გადახედვა
-
ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩია, "პოსტვ"-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, გაამართლა ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩია, "პოსტვ"-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, გაამართლა
გადახედვა
-
არქეოლოგებმა პანამაში ადამიანების ნეშტი და ოქროულობა იპოვეს არქეოლოგებმა პანამაში ადამიანების ნეშტი და ოქროულობა იპოვეს
გადახედვა
-
ვეძებთ მომავალ ჟურნალისტებს — NEWS.On.ge სტაჟირების პროგრამას იწყებს ვეძებთ მომავალ ჟურნალისტებს — NEWS.On.ge სტაჟირების პროგრამას იწყებს
გადახედვა
-
POG: შსს-ს თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარედგინა POG: შსს-ს თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლს ანგრევენ ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლს ანგრევენ
გადახედვა
-
გიგანტურმა ვარსკვლავმა ფერი იცვალა — შესაძლოა, აფეთქების პირას იყოს გიგანტურმა ვარსკვლავმა ფერი იცვალა — შესაძლოა, აფეთქების პირას იყოს
გადახედვა
-
ტობიას კრემერი: როდესაც დემოკრატიული უკუსვლის დეფინიციას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში ჩაფრენაა საკმარისი ტობიას კრემერი: როდესაც დემოკრატიული უკუსვლის დეფინიციას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში ჩაფრენაა საკმარისი
გადახედვა
-
ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება — ვიქტორ ჯაფარიძე "პოსტვ"-ის სანქცირებაზე ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება — ვიქტორ ჯაფარიძე "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
გადახედვა
-
ვამპირის დღიურების მსახიობები 1-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ ვამპირის დღიურების მსახიობები 1-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ
გადახედვა
-
ტესტი: არჩევ თუ არა ზღვებსა და ტბებს ერთმანეთისგან? ტესტი: არჩევ თუ არა ზღვებსა და ტბებს ერთმანეთისგან?
-
7 რამ, რასაც ჩატბოტების გამოჩენამდე ვაკეთებდით 7 რამ, რასაც ჩატბოტების გამოჩენამდე ვაკეთებდით
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რამდენ ხანს ძლებს სხვადასხვა ცხოველი წყლის გარეშე ტესტი: გამოიცანი, რამდენ ხანს ძლებს სხვადასხვა ცხოველი წყლის გარეშე
-
ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ასტროლინგვისტიკის სწავლების გადაწყვეტილებაზე მღვდელმთავრებთან შედგება მსჯელობა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ასტროლინგვისტიკის სწავლების გადაწყვეტილებაზე მღვდელმთავრებთან შედგება მსჯელობა
გადახედვა
-
PACE-ისდეპუტატებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს საქართველოში მომიტინგეების ქიმიური საშუალებით მოწამვლაზე კითხვებით მიმართა PACE-ისდეპუტატებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს საქართველოში მომიტინგეების ქიმიური საშუალებით მოწამვლაზე კითხვებით მიმართა
გადახედვა
-
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს, სადაც ოცნების ლიდერებზე მიზნობრივი სანქციების დაწესებას მოითხოვენ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს, სადაც ოცნების ლიდერებზე მიზნობრივი სანქციების დაწესებას მოითხოვენ
გადახედვა
-
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით — თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით — თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
-
ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ — ნახეთ 10 ფოტო ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ — ნახეთ 10 ფოტო
გადახედვა
-
კანადა უკრაინას 300 მლნ კანადური დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს კანადა უკრაინას 300 მლნ კანადური დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს
გადახედვა
კომენტარები