თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა შუააზიურ ნაგაზზე წიგნი დაწერა და ლექსი მიუძღვნა. როგორც ადგილობრივი გამოცემა თურქმენეთის ქრონიკები წერს, პრეზიდენტმა წიგნი მინისტრთა კაბინეტის წევრებს აჩუქა და მათ წინაშე ლექსიც წაიკითხა.

წიგნის სადღესასწაულო პრეზენტაცია 14 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებაზე გაიმართა თურქმენული ალაბაის სიმღერის პრეზენტაცია, რომელიც პრეზიდენტის ლექსების მიხედვით დაიწერა.

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტი 2006 წელს გახდა. მას შემდეგ მას 40-ზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული, მათ შორის თურქმენულ სამზარეულოზე, ნოხებზე, მუსიკაზე, გამონათქვამებზე, სამკურნალო ბალახებსა და სპორტზე. მის წიგნებს სახელმწიფო არხებზე კითხულობენ და სკოლაში ასწავლიან.

ამავე თემაზე:

თურქმენეთის პრეზიდენტმა შვებულებაში თავის სიმღერებს მოუსმინა და ახალი წიგნი დაწერა