კარგა ხანია მივეჩვიეთ, რომ როცა მთაწმინდის ფერდობზე გვეპატიჟებიან, აუცილებლად განსაკუთრებულ დახვედრას უნდა ველოდოთ. 13 სექტემბერი სწორედ ასეთი გამორჩეული დღეა, ისტორიულიც კი. კომუნა მზესუმზირასა და კლუბ ხიდის თანამშრომლობით ხავერდის სეზონი კიდევ უფრო მეტი სურპრიზებით დაიტვირთება. ისტორიაში პირველად, ხიდი თავის სეზონს ღია ცის ქვეშ, სწორედ მთაწმინდის ფერდობზე გახსნის.

კლუბი ხიდი, ბოილერ რუმთან პარტნიორობითა და მზესუმზირას შესაშური მასპინძლობით, 6 საათიან ტრანსლაციას გეგმავს, სადაც ქართული თუ უცხოური სცენების ნარჩევი წარმომადგენლები დაუკრავენ. Mzesumzira records-ის თანადამფუძნებელი და ლეიბლის რეზიდენტი RATI, ხიდის რეზიდენტები: Liza Rivs, Sevda, Phase Fatale, REKA, PEARL / Falling Ethics არასრული ჩამონათვალია იმ არტისტებისა, რომლებიც ტრანსლაციას დაუვიწყარს გახდიან. ლაივს იტალიიდან სპეციალურად, mannequin records-ის დამაარსებელი Alessandro Adriani ეწვევა და თავისი მუსიკით გაამდიდრებს.

თუმცა, ეს თარიღი მხოლოდ ერთ სცენად არ კმარა. იმუშავებს ყველა არსებული სთეიჯი. კოსმოსის სცენაზე UK – Georgia: New Horizons Season-ის ფარგლებში, British Council Georgia და Tempo RadioLab წარმოგიდგენთ მოწვეულ არტისტებს, ბრიტანელ დიჯეის და სელექტორს Nabihah Iqbal და ქართველ დიჯეის EKNR. რადიოშოუს შემდეგ სცენას დაიკავებენ ბაქოური კლუბ IN-ის რეზიდენტები Cestlek და Mozzy, რომლებიც B2B პერფორმანსს შემოგვთავაზებენ. ასევე ლოკალური სცენის წარმომადგენლები Ika და Ericsson.

ოდა სთეიჯი დეტროიტელ ლეგენდას, Marcellus Pittman-ს უმასპინძლებს. სთეიჯზე ასევე დაუკრავენ: ლეონ ლოლიშვილი პროექტით Autumn Tree, 4GB-ის გუნდის წევრი, Nika J
და Mzesumzira Records-ის რეზიდენტები Levi Love Disco და Dr. Emmett Brown.

ამ სანახაობის გამოტოვება ნამდვილად არ ღირს. ამო მთაწმინდაზე 13 სექტემბერს

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ხიდისა და მზესუმზირას საიტებზე.