ერთი მე მესროლეთ და ერთს მე გესვრით — ბობოხიძე გახარიას 20 ივნისს გამოყენებული ტყვიების შემოწმებას სთავაზობს
ფოტო: კადრები ვიდოედან / პარლამენტი
პალამენტში, სადაც ევროპული საქართველოს ფრაქცია პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენს კამათის მიზეზი გახდა 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები. დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამტკიცებდა, რომ ტყვიები ლეტალურია და არ უნდა გამოეყენებინათ, რასაც გახარია უარყოფდა და მტკიცებულებად დეპუტატს ტყვია გადასცა. ამ დროს საუბარში ჩაერთო დეპუტატი აკაკი ბობოხიძე და გახარიას მიმართა: "შევამოწმოთ, ერთი მე მესროლეთ და ერთს მე გესვრით".
პასუხად პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა: "სიამოვნებით, ოღონდ დარბაზში არა. ამაზე, უბრალოდ, ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ და მე პასუხისმგებლობა მაქვს".
ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ის ექსპერტების დასკვნებს ეყრდნობოდა და ფაქტებიც არსებობდა, რომ ტყვიამ ადამიანების ორგანიზმში შეაღწია.
გახარიამ აღნიშნა, რომ ამ ტყვიებს ისევ გამოიყენებენ "მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების და მოქალაქეების ჯანმრთელობის შტურმისგან და თავდამსხმელებისგან დაცვა გახდება საჭირო"
20 ივნისის აქცია
19-22 ივნისს ზაქარია ქუცნაშვილის ორგანიზებით თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უნდა გამართულიყო, რომლის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოში ჩამოვიდნენ. 20 ივნისს ორგანიზაციის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ასამბლეის სესიის წაყვანისთვის პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავდაპირველად, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს". ოპოზიციის პროტესტის შემდეგ ასამბლეა შეწყდა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს დატოვებდა.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა სამოქალაქო სექტორშიც. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავეს ღამეს სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა.
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
კომენტარები