ზაფხული მიიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადის ახალი სეზონი, სკოლის მოსწავლეებისთვის კი ახალი სასწავლო წელი იწყება. მათ შორის პრინცებისთვის და პრინცესებისთვისაც.

"პრინცესა შარლოტა თავის უფროს ძმასთან, პრინც ჯორჯთან ერთად პირველად წავიდა სკოლაში", — წერენ სამეფო ოჯახის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე და იქვეა ვიდეოც, რომელიც პრინცესას სკოლის ფორმაში გამოწყობილს ასახავს.

ნახეთ ვიდეო, სადაც პრინცესა საკუთარი მასწავლებელს პირველად შეხვდა:

ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის მეორე შვილი უკვე ოთხი წლის არის და როგორც ჩანს, მზადაა, რომ ტომას ბატერსის სკოლაში ისწავლოს. მშობლების თქმით, პატარა სკოლაში წასვლიტ უბედნიერესი იყო.

წყვილს სულ სამი შვილი ჰყავს, მათ შორის ყველაზე პატარა, პრინცი ლუისი ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა. აღსანიშნავია, რომ პრინცესას სკოლა კენსინგტონის სასახლიდან მანქანით სულ რაღაც, 15 წუთის სავალ გზაზეა.