კრისტიან ნავარო, რომელიც ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალში, 13 Reasons Why, ტონის როლს თამაშობს, შესაძლოა დისნეის რიმეიქში ვიხილოთ.

როგორც მან ტვიტერზე დაწერა, დისნეიმ მას პრინცი ერიკის როლზე საკონკურსო ჩანაწერების გაგზავნა სთხოვა, მას შემდეგ, რაც ნავარომ თავად გამოხატა ინტერესი.

მანამდე ერიკის როლზე მომღერალი ჰარი სტაილსი განიხილებოდა, რომელმაც საბოლოოდ როლზე უარი თქვა. მაშინ ნავარომ დატვიტა, რომ კარგად სიმღერა შეეძლო.

პოპულარული ანიმაციის ადაპტაციაში არიელის როლს ჰოლი ბეილი შეასრულებს, რომელიც ადამიანად გადაქცევაზე ოცნებობს, მის ბოროტ მტერს - ურსულას კი მელისა მაკარტი ითამაშებს. არიელის მამის, მეფე ტრიტონის როლზე ხავიერ ბარდემი განიხილება

ფილმის რეჟისორი რობ მარშალი იქნება, სცენარს კი დევიდ მეგი დაწერს. ფილმში გამოყენებული იქნება 1989 წელს გამოსული ორიგინალი ანიმაციის სიმღერები და ასევე კომპოზიციები, რომლისთვისაც მუსიკას ალან მენკენი დაწერს, ტექსტს კი ლინ-მანუელ მირანდა.