უნდათ, რომ TV პირველის ქონება ჩავდო, ვერ ეღირსებიან — წერეთელი გირაოს შეფარდებაზე
TV პირველის მფლობელის მამა, ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ პროკურატურას სურს, გირაოსთვის ოჯახმა ტელეკომპანია ჩადოს, რასაც "ვერ ეღირსებიან". მისივე თქმით, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.
"ოჯახს ქონება დიდი ხანია არ გვაქს. TV პირველს ჩავაბარებ ახლა პროკურატურას და ტაში დავუკრათ. მოსამართლემ, რაც უთხრეს, ის ქნა... TV პირველის ქონება უნდა ჩავდო. მეტი კი არაფერი უნდა ჩავდო. ეგ უნდა მაგათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. შევარდნაძემ რომ თქვა, წავედი სახლშიო, მე წავალ ციხეში. ვხუმრობ, არსად წასვლას არ ვაპირებ", — აღნიშნა ჟურნალისტებთან ავთანდილ წერეთელმა.
მისი თქმით, ამ საქმეში დამნაშავეები არც თიბისის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან.
"რა ფულის გათეთრებაზეა საუბარი? გამომძიებელს უნდა დაამტკიცოს, რომ თეთრი ფული გავათეთრე და მასწავლონ როგორ გავათეთრე თეთრი ფული, ან რაში მჭირდება ეს? ბანკიდან აღებული კრედიტი არის თეთრი ფული. მე ხომ არ წავსულვარ და არ ამიღია რაღაცა შავი ფული? ოფიციალურად მოხდა გადარიცხვა და ყველაფერი. ეს არ არის ჩემი მოგონილი. თუ ასეთი შესაძლებლობები მაქვს მე როგორც ამბობთ, 500 ათასი გამაჩერებს? თუ არ გავიქცევი ისედაც არ გავიქცევი, თუ გავიქცევი ისედაც გავიქცევი. ეს არავის არ დააკავებს, არც მამუკა ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს. დამნაშავე არ ვარ. იმიტომ ჩამოვედი დღეს...", — განმარტა მან სასამართლოში.
დღეს, 27 აგვისტოს ფულის გათეთრების ხელშეწყობის საქმეში ავთანდილ წერეთელს აღკვეთი ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს. მან ეს თანხა 14 დღეში უნდა დაფაროს, შესაძლებელია ქონებით უზრუნველყოფაც.
ავთანდილ წერეთელი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, ხოლო ოჯახი მცირე შემოსავალს TV პირველიდან იღებს.
TV პირველის მფლობელი, ვახტანგ (ვატო) წერეთელი იმ კომპანიების მფლობელია, რომლებიც თიბისი ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით, ბანკმა იმ კომპანიებზე გასცა 17 მილიონ დოლარამდე სესხი, რომელმაც თიბისის დამფუძნებელებს მამუკა ხაზარაძესა და ავთო ჯაფარიძეს იგივე თანხა ასესხა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვახტანგ წერეთელი შპს სამგორი თრეიდის 50%-იანი წილის მფლობელი, ხოლო შპს სამგორი M-ში 20%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია სესხის აღებამდე დაახლოებით 2 წლით ადრე დაფუძნდა.
თიბისი ბანკის საქმე
8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.
ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს.
28 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისის აქციების დაახლოებით 8%-ს დროებით გასხვისებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას. ხაზარაძის ინფორმაციით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს და მისი მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება იქნება.
ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში, 24 ივლისს პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა და სასამართლოს მათთვის მილიონ-მილიონი ლარის გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ მათ 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე საქართველოს დატოვება აუკრძალა.
ამასთანავე, საქართველოს პროკურატურამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის 16 664 000 მილიონი დოლარის ქონების დაყადაღება მოითხოვა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ქონების ეს ოდენობა იმ თანხის ეკვივალენტია, რომელსაც ბიზნესმენებს ფულის გათეთრების საქმეში ედავებიან. ხაზარაძე-ჯაფარიძემ ყადაღის სასამართლო განჩინება გაასაჩივრეს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები