60-საათიანი სამუშაო კვირის მქონე იაპონელების ცხოვრების წესი
იაპონიაში, სადაც ღამის საათებში ზეგანაკვეთით მუშაობა ნორმადაა მიჩნეული, ქუჩაში ძილი სოციალურად მიღებულ წესად ითვლება.
ფოტო: Pawel Jaszczuk
იაპონიაში კვირაში 60 საათით მუშაობა სრულიად ნორმალურია. სავარაუდოდ, მუყაითობის ეს კულტურა საუკუნეებია, არსებობს, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ის მეტად გამოხატული გახდა. იმხანად შიგერუ იოშიდამ, ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ერის ეკონომიკური სისტემის აღდგენის მიზნით იაპონურ კომპანიებს სამსახურში გატარებული დამატებითი საათებისათვის მომუშავეთა დაჯილდოებისკენ მოუწოდა. ათწლეულების შემდეგაც ბეჯითი შრომისა და სტოიციზმის ეს კულტურა კვლავ დიდი გავლენით სარგებლობს.
დღეისათვის ოფისში მომუშავე, საშუალო ხელფასის მქონე იაპონელის შრომითი ეთიკა არაჯანსაღია და საფრთხის შემცველიც კი შეიძლება იყოს. ქვეყანაში გულის უკმარისობისა და სუიციდის შემთხვევათა უპრეცენდენტო მატება აღინიშნება. ამ პრობლემამ სათავე დაუდო ხელისუფლების არაერთ მცდლობას, ხალხი შვებულების აღებისაკენ წაექეზებინა.
და მაინც, იაპონიის კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებზე გადამეტებული მუშაობის გავლენის შესამჩნევად შორს გახედვა არაა საჭირო. როგორც ფოტოგრაფმა პაველ იაშჩუკმა აღმოაჩინა, ამისათვის ღამის საათებში ქალაქში გასეირნებაც საკმარისია. წარმოშობით პოლონელმა, პაველმა მრავალი წელი იცხოვრა ტოკიოში, სადაც ქანცგაწყვეტილი, ქუჩაში მძინარე მომუშავეების ფოტოებს აგროვებდა. ჟურნალ VICE-თან საუბრისას მან ამ ფოტოების გადაღების მიზეზი განმარტა და მოგვითხრო, თუ რა რეაქცია მოჰყვა ადგილობრივი იაპონელებისაგან მის ამ, ცოტა არ იყოს მტაცებლურ, ჰობის.
ფოტო: Pawel Jaszczuk
"ჩემს თავს გამუდმებით ვეკითხები, რა რეაქცია ექნებოდათ ამ ადამიანებს, ქუჩაში მძინარე საკუთარი თავების ეს სურათები რომ ენახათ", - ამბობს ფოტოგრაფი, - "და, გულახდილად რომ ვთქვა, წარმოდგენა არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, ასი პროცენტით დარწმუნებული არც იმაში ვყოფილვარ, ფოტოებზე ასახული ადამიანებისგან რამდენს სძინავს დაღლილობისაგან და რამდენს - სიმთვრალის გამო. ზოგიერთმა მათგანმა ალბათ ცოტა დალია კიდეც, მაგრამ უმრავლესობა იმდენად დაღლილი იყო, რომ, უბრალოდ, ჩაეძინა. ჩემი ჩანაფიქრი ვინმეს აბუჩად აგდება არ ყოფილა. შეიძლება, კარგიცაა, რომ ფოტოების გადაღებისა და გამოქვეყნების თარიღებს შორის დიდი შუალედია. მგონი, დრო სწორად შევარჩიე - კადრებზე აღბეჭდილთაგან ზოგი, შესაძლოა, გაიზარდა და შეიცვალა ან საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა".
ეს ფოტოები იაშჩუკმა 2008 და 2010 წლებს შორის გადაიღო, მაგრამ წიგნი, რომელშიც კადრებმა მოიყარა თავი, 2018-ში გამოქვეყნდა. "იაპონიაში თუ მოხვდებით, ქუჩაში მძინარე ბიზნესმენებს ხშირად წააწყდებით", - ამბობს ის, - "ჩვეულებრივ, მათ რკინიგზის სადგურების მახლობლად სძინავთ. ამაში ახალი არაფერია. მაგრამ მე მინდოდა, ჩემი პროექტი განსაკუთრებული გამოსულიყო, ამიტომ დაახლოებით ორი წელი დამჭირდა მოდელების შესარჩევად. თითქმის ყოველ ღამეს ქალაქში ველოსიპედით ვსეირნობდი. ხუთშაბათი და შაბათი დღეები ამ საქმისათვის საუკეთესო დრო იყო. დიდ დაკვირვებას ვიჩენდი, რადგან კარგი შესახედაობისა და საინტერესო პოზაში მძინარეებს ვეძებდი".
ფოტო: Pawel Jaszczuk
იაშჩუკმა თავისი ფოტოები მოდური ჟურნალისთვის გაკეთებული ფოტო-სესიის მსგავსად დააფორმატა და კოლექციას სათაურად მაღალი მოდა შეურჩია. ამის მიზეზს ის შემდეგნაირად ხსნის: "მინდოდა, ჩემი ნაშრომით დამთვალიერებელი შემეძრა. მინდა, ხალხი დავაფიქრო იმაზე, თუ რა ხდება საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული სალარიმენის, ანუ საოფისე სამუშაოს ბეჯითად და ერთგულად შემსრულებლის, სახე ტოკიოსთანაა ასოცირებული, სურათები გაცილებით მეტს გვეუბნება იმაზე, თუ როგორ გვიყენებენ ყოველდღიურად კორპორაციები და კაპიტალისტური სისტემები. მინდა, ადამიანებმა ფოტოები ნახონ და დაფიქრდნენ: 'მართლა გვინდა, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ? იქნებ, უბრალოდ, გვიყენებენ?'"
ფოტოგრაფისვე თქმით, დასავლური აუდიტორიისა და იაპონელების რეაქციები ფოტოების ამ სერიაზე საგრძნობლად განსხვავდებოდა: "საერთო ჯამში, იაპონიაში პროექტს მეტად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ჩემი ჩანაფიქრიც სწორად გაიგეს. ჩემი ფოტოები იმის ილუსტრაციაა, თუ რა ხდება იაპონიაში. იაპონურ საოფისე კულტურაში შენ, უბრალოდ, არარაობა ხარ. შეიძლება, ბეჯითად შრომობდე, მეორე დღეს კი სამსახურიდან დაგითხოვონ. ღამით უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად სადმე წასვლა თითქმის ვალდებულებადაა ქცეული. მომდევნო დღეს კი სამსახურში ბრუნდები და ერთმანეთს შორის დისტანცია კვლავ ჩნდება. ისინი მანქანებივით უფრო იქცევიან, ვიდრე - ადამიანებივით. ჩემი იაპონელი აუდიტორია საერთოდ არ განაწყენებულა - მათ ესმით, რას ვაკეთებ და გვერდში მიდგანან. ჩემი წარმოშობით იაპონელი ცოლი, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში მძინარე ხალხს ყოველდღე ხედავს, ამის გამომწვევ მიზეზებს ღრმად არ უფიქრდება. მისთვის ეს, უბრალოდ, მოცემულობაა - ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. იაპონელების შეხედულება სრულიად განსხვავდება დასავლური აუდიტორიისაგან, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაცია მრავალ კითხვას წამოჭრის. იაპონიაში ქუჩაში ძილი სოციალურად მიღებულია, ძარცვა ძალიან იშვიათია და თავს ძალიან დაცულად გრძნობ. ნებისმიერ სხვა ადგილას ქუჩაში ძილი მიუღებელი და სახიფათო იქნებოდა, მაგრამ ტოკიო სრულიად სხვა პლანეტაა. აქ არაამქვეყნიური წესები მუშაობს".
ფოტო: Pawel Jaszczuk
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იაპონიამ სამუშაო საათების გარშემო ახალი რეგულაციები დანერგა, მათ შორისაა კანონი მუშაობის სტილის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. თუმცა იაშჩუკი სამუშაო კულტურაში შესამჩნევ ცვლილებებს ჯერ ვერ ამჩნევს: "მნიშვნელოვანი ცვლილებების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა, მაგრამ კარგია, რომ რაღაცის შეცვლა სურთ და ხალხი ამაზე ალაპარაკდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მაგალითად, ძალიან მდიდარი ოჯახიდანაა და მას წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მძიმე შრომა. ეს ახალი ცვლილებები, შესაძლოა, მხოლოდ პროპაგანდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ვფიქრობ, არაფერი გაუმჯობესებულა".
იაშჩუკის აზრით, ექსკლუზიურად იაპონიისათვის დამახასიათებელი ინტენსიური სამუშაო გარემოს შექმნას ისტორიული საფუძვლები აქვს. "აშშ-ის მიერ ჰიროშიმასა და ნაგასაკის განადგურების შემდეგ იაპონიამ ფული ისესხა და 20 წელზე ნაკლებ დროში პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სისტემა შექმნა", - ამბობს ის, - "ვფიქრობ, ამის შემდეგ გულითადი შრომის ეს კულტურა, უბრალოდ, შემორჩა".
ფოტო: Pawel Jaszczuk
ინტერვიუს ბოლოს იაშჩუკი უგონოდ მყოფი ადამიანებისათვის ფოტოების გადაღების ეთიკურობასაც შეეხო: "ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების უმრავლესობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშია გადაღებული, ეს მაინც ცოტათი მტაცებლური საქციელია. ზოგადად, ფოტოგრაფიას ყოველთვის ახასიათებს ეს თვისება, თუმცა ამით თავს არ ვიმართლებ. ეს ფენომენი იმდენად გავრცელებულია, რომ იაპონელი ხალხი მას მიეჩვია. ჩემმა ფოტოებმა იაპონელ მოქალაქეებს შორის დისკუსია წარმოჭრა, რაც, ვფიქრობ, კარგია. ქვეყანაში რაღაც ისე ვერაა და იაპონელი ხალხი ამასთან დაკავშირებით აღარ დუმს".
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები