როგორ ცვლის კრიპტოვალუტა ფულის იდეას
თუ ოდესმე ვინმე შემოგთავაზებთ, ფსონი გააკეთოთ იმაზე, თუ როგორი იქნება ფული მომავალში, სჯობს, თავი შეიკავოთ. რა დამაჯერებელიც არ უნდა გეჩვენებოდეთ თქვენი ვარაუდი, სავარაუდოდ, ცდებით. სულ რაღაც 120 წლის წინ საკრედიტო და სადებიტო ბარათები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნებოდა, თომას ედისონი კი ირწმუნებოდა, რომ ოქრომ თავისი თავი ამოწურა.
სინამდვილეში საქმე ბანკნოტებსა და ოქროს ზოდებში არაა, ფული უბრალოდ საზოგადოების შეთანხმებაა იმაზე, თუ რა არის ფული. მაგალითად, უცხოპლანეტელებისგან იშვიათი მინერალების შეძენა რომ მოგვენდომებინა, ძალიან გაგვიჭირდებოდა მათთვის იმის ახსნა, რატომ უნდა დაეთმოთ საკუთარი პლანეტის წიაღისეული ფარატინა ქაღალდის ნაცვლად.
ისტორიის მანძილზე საზოგადოება ყოველთვის ეჭვის თვალით ხვდებოდა ხელშესახელი სამყაროს პირობითი გზებით აღწერის მცდელობებს. როცა მარკო პოლო აღმოსავლეთიდან დაბრუნდა, მან აღშფოთებულმა უამბო თანამემამულეებს, რომ ჩინეთში ლითონის ნაცვლად, ქაღალდის ფულს იყენებდნენ. რომელი ჭკუათმყოფელი გაცვლიდა ქათამს ფურცლების გროვაში?
დასავლური სამყარო ამ გამოგონებას მეჩვიდმეტე საუკუნემდე ეწინააღმდეგებოდა, ამის შემდეგ კი მსგავს ბარიერს ელექტრონული ფულიც გადააწყდა. სკეპტიკოსებს ძალიან უჭირდათ წვალებით გამომუშავებული თანხის სადენებისა და კომპიუტერებისთვის მინდობა.
ცხადია, არც კრიპტოვალუტები ყოფილა გამონაკლისი. ამ ტექნოლოგიასაც ორივე რეაქცია მოჰყვა: აღტაცებაც და სკეპტიციზმიც.
"კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი გამოგონებებიდან დიდი ნაწილი სწორედ პირობით სისტემებს წარმოადგენს", - ამბობს კოგნიტიური მეცნიერი მარგარეტ ბოდენი, - "ასეთია არაბული ციფრები და ნული, ქიმიური ფორმულები, მუსიკალური ნოტები და - შედარებით ახლო წარსულიდან - პროგრამირების ენები".
კრიპტოვალუტა პირობითი სისტემების განვითარების შემდეგი ეტაპია. ეს არის რადიკალურად დეცენტრალიზებული სისტემა, სადაც ფულის მიმოქცევას შუამავლები (ბანკი, სახელმწიფო) არ სჭირდება.
კრიპტოვალუტა არა მხოლოდ ეკონომიკას ცვლის, არამედ ჩვენს წარმოდგენასაც ფულზე: მაგალითად, მე თუ 0,5 ბიტკოინი მაქვს ციფრულ საფულეში, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი მეორე ნახევარი სადღაც სხვაგან არსებობს.
როცა ბიტკოინს ფლობ, სინამდვილეში ფლობ ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერის შეთანხმებას იმაზე, რომ შენი ბიტკოინი ლეგიტიმურად შექმნა "მაინერმა", შემდეგ კი შენ დამოწმებული ტრანზაქციების შედეგად გადმოგეცა.
კრიპტოვალუტების საშოვნელად ორი გზა არსებობს: ან მაინერი უნდა გახდე (რისთვისაც მძლავრი კომპიუტერები და ბევრი ელექტროენერგია დაგჭირდება), ან, კრიპტოვალუტა ტრადიციული ფულის სანაცვლოდ შეიძინო. ამისთვის კი პლატფორმაზე უნდა ივაჭრო.
"2017 წელს, როცა კრიპტოვალუტებით დაინტერესება სწრაფად გაიზარდა, ქართველი მომხმარებლები სავაჭრო პლატფორმად უცხოურ ბირჟებს იყენებდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ქართული კრიპტობირჟა და ეს სერვისი საქართველოშივე შეგვეთავაზებინა. აღსანიშნავია ისიც, რომ Coinetic არის აბსოლუტურად ქართული პროდუქტი, ქართველი პროგრამისტების მიერ შექმნილი და მას ანალოგი არ აქვს", - ამბობს თემურ ჯაფარიძე, Coinetic-ის პროექტ-მენეჯერი და პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფის ხელმძღვანელი.
Coinetic ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანია ბირთვმა დააფუძნა, რომელიც რამდენიმე წელია, აქტიურად არის ჩართული კრიპტოტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებაში. პროექტზე მომუშავე გუნდს უნდოდა, პლატფორმა ერთნაირად მოსახერხებელი ყოფილიყო როგორც გამოცდილი მოვაჭრეებისთვის, ასევე დამწყებებისთვის. კონცეფციამ გაამართლა: საიტზე ორიენტირება ძალიან მარტივია, დეტალური ინსტრუქციები, ბლოგი და ვიდეოები კი ყველა იმ ადამიანს გამოადგება, რომელსაც კრიპტოვალუტებით აქამდე არ უვაჭრია.
თუ კრიპტო, მაშინ კოინეტიკი
პირველ რიგში, ბაზარზე არსებული ხარვეზების გამოსწორება იყო საჭირო. კრიპტოვალუტით დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოში წლების განმავლობაში არ ჰქონდათ საშუალება, კომფორტულად შეეძინათ ბიტკოინი და სხვა ვალუტები. ჩვენთან მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ფუნქციონალი არსებობდა. დისკომფორტს ქმნიდა ასევე მაღალი სატარიფო პოლიტიკა და ნაღდი ფულით ოპერაციების უკიდურესი სირთულე. Coinetic-ის შემთხვევაში ეს პრობლემები გადაჭრილია:
მაინც რა დადებითი მხარეები აქვს კოინეტიკს?
- კოინეტიკზე უკვე განთავსებულია ექვსი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა, ახლების დამატებაზე კი აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა;
- კოინეტიკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ნაღდ ფულთან მაქსიმალურად გამარტივებული ქმედებებია. მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, საბანკო ანგარიშის ან ბარათის მეშვეობით შეიძინონ ან გაანაღდონ კრიპტოვალუტა;
- არავითარი დაფარული საკომისიოები - ყველაფერი გამჭვირვალეა;
- საქართველოს ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქ ციფრულ აქტივებზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი და დაბალი საკომისიოა;
- Coinetic-ზე ყველა იმ ფუნქციას ნახავთ, რომელსაც კრიპტოვალუტით დაინტერესებული ადამიანები საერთაშორისო ბაზარზე იყენებენ: მარკეტ ორდერს, ლიმიტ ორდერს და სტოპ-ლიმიტ ორდერს;
- და რაც მთავარია, კოინეტიკის მხარდაჭერის გუნდი მზადაა, პლატფორმა მომხმარებლების შემოთავაზებების მიხედვით დახვეწოს.
Coinetic-ში მტკიცედ სჯერათ, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ფულის განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპია და ამ რევოლუციის ქრონიკა ამ წამსაც იწერება. ჯერ არავინ იცის, როგორ შეცვლის კრიპტოვალუტა ჩვენს მომავალს, თუმცა ერთი რამ ცხადია: ჩვენ თავად ვწყვეტთ, რომელ მხარეს ვიყოთ - სკეპტიკოსებისკენ თუ ცნობისმოყვარეებისაკენ.
კომენტარები