აპოლო 11-ის მთვარეზე წარმატებით დაშვებიდან და დევიდ ბოუის 1969 წლის ჰიტის, Space Oddity-ის გამოსვლიდან 50 წელი გავიდა. იუბილესთან დაკავშირებით, სიმღერის ახალი ოფიციალური კლიპი გამოვიდა.

ბოუის ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ვიდეოში ინგლისელი მუსიკოსის უცნობი კადრებია გამოყენებული:

"კლიპში ნახავთ 1997 წლის აქამდე უცნობ კადრებს, რომლებშიც ბოუი თავის 50 წლის დაბადების დღეზე, მედისონ-სკვერ გარდენში გამართულ კონცერტზე Space Oddity-ის ასრულებს".

კლიპის რეჟისორი ტიმ პოუპია. მისი პრემიერა ვაშინგტონში, კენედის ცენტრში გამართულ NASA-ს ღონისძიებაზე შედგა, სადაც ადამიანის მიერ მთვარეზე პირველად ფეხის დადგმიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ.

ფოტო: David Bowie

კლიპის პრემიერა ნიუ-იორკში, ტაიმს-სკვერზე იყო დაგეგმილი, თუმცა მაღალი ტემპერატურის გამო ღონისძიება ჩაიშალა.

ამავე თემაზე: