პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამბობს: აი, ასეთია ფემინისტი
ფოტო: mistydawnphoto / Shutterstock
პრეზიდენტობას ბევრ შეზღუდვასთან ერთად თავისი უპირატესობებიც აქვს: ქვეყნის მასშტაბით საინტერესო ადამიანების გაცნობა, იმ თანამდებობაზე ყოფნა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ქვეყნის ცხოვრება შეცვალო, საკუთარი თვითმფრინავი, მაგრამ ყველაზე მოულოდნელი და სასიამოვნო საჩუქარი საუკეთესო ადგილას, სამსახურთან ძალიან ახლოს ცხოვრებაა. წლების განმავლობაში დიდ მანძილზე მგზავრობა მიწევდა. როცა შტატის სენატორი გავხდი, ჩემი სახლიდან, ჩიკაგოდან, სპრინგფილდში დავდიოდი სამუშაოდ, მერე აშშ-ს სენატში ამირჩიეს და ვაშინგტონში ვატარებდი დიდ დროს. იმისთვის, რომ კარგი მამა და ქმარი ვყოფილიყავი, მეტი ძალისხმევა მჭირდებოდა.
ბოლო 7,5 წელიწადის განმავლობაში სახლიდან სამსახურამდე მისასვლელი დრო 45 წამამდე შემცირდა - სწორედ ამდენი ხანი მჭირდება ჩემი მისაღები ოთახიდან ოვალურ ოფისში მოსახვედრად. შედეგად, უფრო მეტი დრო მრჩება ჩემი შვილებისთვის. ვხედავ, როგორ იზრდებიან და ყალიბდებიან ჭკვიან, ხალისიან, კეთილ და მშვენიერ ახალგაზრდა ქალებად.
ყოველთვის მარტივი არაა იმის ყურება, თუ როგორ ემზადებიან შვილები ბუდიდან გასაფრენად, მაგრამ მაიმედებს ის ფაქტი, რომ დღეს ქალად ყოფნისთვის არაჩვეულებრივი დროა. იმ პროგრესმა, რომელიც ბოლო 100, 50 და თუნდაც ბოლო 8 წელიწადში გვაქვს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩემი შვილების ცხოვრება ჩემი ბებიების ცხოვრებასთან შედარებით. ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ფემინისტი.
საშუალება მქონდა დავკვირვებოდი, როგორ შეიცვალა სიტუაცია: შრომითი ბაზარი, სადაც ქალებისთვის ადგილი არ იყო, ქალებისათვის ღია გახდა. თავიდან სამუშაო ადგილები ცოტა იყო, ანაზღაურება კი - ძალიან დაბალი, ახლა კი ქალები არა მხოლოდ მუშახელის ნახევარს წარმოადგენენ, არამედ ლიდერებიც არიან ყველა სფეროში, იქნება ეს სპორტი, კოსმოსი, ჰოლივუდი თუ უზენაესი სასამართლო.
ქალებმა მნიშვნელოვანი საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება მოიპოვეს და ამჟამად თავად განაგებენ საკუთარ სხეულს, განათლებას, კარიერასა თუ ფინანსებს. წავიდა ის დრო, როცა საკრედიტო ბარათის ასაღებად ქალი გათხოვილი უნდა ყოფილიყო. უფრო მეტიც, ამდენი ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი აქამდე არასოდეს გვყოლია, იმის მიუხედავად, დაოჯახებულია თუ არა.
რა თქმა უნდა, არ უნდა დავაკნინოთ არსებული მიღწევები. ეს უსამართლობა იქნება იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ამ იდეებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ქალებისა და გოგოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თანაბარი ანაზღაურება, რეპროდუქციასთან დაკავშირებული უფლებები და ა.შ. - ეს ის სასარგებლო პოლიტიკური ძვრებია, რომლებზეც მე ვმუშაობ, მაგრამ ამის პარალელურად არსებობს ცვლილებებიც, რომლებსაც კანონებთან კავშირი არ აქვთ.
რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს ყველაზე რთული - საკუთარი თავის შეცვლაა.
ამაზე ვრცლად ივნისში ვისაუბრე, ქალების შეერთებული შტატების სამიტზე, რომელიც პირველად გაიმართა თეთრ სახლში (White House Summit on the United State of Women). მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წინ წავედით, მაინც არსებული სტერეოტიპების ჩარჩოებში ვართ მოქცეული. კონგრესმენი შირლი კისჰოლმი ჩემთვის ნამდვილი გმირია. ის პირველი აფროამერიკელი იყო, რომელმაც უმრავლესობაში მყოფი პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაზე იყარა კენჭი. სწორედ მისი სიტყვებია:
“ქალების ემოციურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ სტერეოტიპებში ჩასმა ხდება იმ მომენტიდან, როცა ექიმი ამბობს, “გოგო გეყოლებათ.”
ცნობილია, რომ სქესთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს გოგოებზე პატარაობიდანვე აქვთ გავლენა. ისინი ფიქრობენ, რომ გარკვეულ წესებს თუ შეხედულებებს არ ემორჩილებიან, მათ აზრს მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ სტერეოტიპები ყველაზე ახდენს გავლენას, მიუხედავად ჩვენი სქესისა, გენდერულ თვითიდენტიფიკაციისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ყოველთვის ქალები იყვნენ. გამზარდა მარტოხელა დედამ, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი განვითარებადი ქვეყნების ქალების გაძლიერებას დაუთმო. ბებიაჩემი, რომელსაც ჩემს გაზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის, თავდაუზოგავად მუშაობდა ბანკში, თუმცა მაღალ პოზიციამდე ვერ მიაღწია. ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ აბალანსებდა მიშელი დატვირთული კარიერისა და ოჯახის მოთხოვნებს. ის სხვა მომუშავე დედებივით ღელავდა, რას იფიქრებდა საზოგადოება მის როლზე სამსახურში თუ ოჯახში. თან ისიც იცოდა, რომ ჩემს არჩევანსა და გადაწყვეტილებებს ძალიან ცოტა ადამიანი თუ დააყენებდა ეჭვქვეშ. რეალობა კი ისაა რომ როცა ჩვენი გოგონები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, მე ხშირად მიწევდა სახლიდან შორს ყოფნა სამსახურის გამო. ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ჩემი ჩართულობაც ოჯახის საქმეებში ჩემს გრაფიკზე და პირობებზე იყო მორგებული. ოჯახზე ზრუნვის ტვირთი მიშელს არაპროპორციულად და არასამართლიანად აწვებოდა.
ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ მშვენივრად ვიცი ის უნიკალური სირთულეები, რომლებიც მხოლოდ ქალებს ხვდებათ ცხოვრებაში - სწორედ ამან ჩამომაყალიბა ფემინისტად. როდესაც ორი ქალიშვილის მამა ხარ, უფრო კარგად გესმის, თუ როგორ ვრცელდება გენდერული სტერეოტიპები ჩვენს საზოგადოებაში. აღიქვამ დამალულ ან ცხად რეპლიკებს, რომლებიც კულტურის მეშვეობით გადაეცემა თაობებს. გრძნობ წნეხს, რომელიც გოგოებს აიძულებს, გარკვეულად მოიქცნენ ან იფიქრონ.
ზოგიერთმა ასეთმა სტერეოპტიპმა ახალგაზრდობაში ჩემზეც იქონია გავლენა. უმამოდ ვიზრდებოდი და ძალიან დიდი დრო გავატარე იმაზე ფიქრში თუ ვინ ვიყავი, როგორ აღმიქვამდა სამყარო და როგორი კაცი მინდოდა გამოვსულიყავი. ძალიან მარტივია საზოგადოებისგან შეისრუტო ყველა შეხედულება მამაკაცურობის შესახებ და გჯეროდეს რომ არსებობს კაცად ყოფნის სწორი და არასწორი გზები. მაგრამ რომ წამოვიზარდე, მივხვდი რომ ჩემი მოსაზრებები მაგარ ბიჭად ყოფნაზე არ იყო ჩემი. ეს იყო ჩემი გამოუცდელობის გამოვლენა და სისუსტეები. ცხოვრება უფრო მარტივი გახდა როდესაც გავხდი ის, ვინც სინამდვილეში ვარ.
ეს შეზღუდვები უნდა დავამარცხოთ. უნდა შევცვალოთ მიდგომა, რომელიც გოგონებს აიძულებს იყვნენ მორცხვები და გაწონასწორებულები, ხოლო ბიჭებს საკუთარ თავში დაეჭვების უფლებას არ აძლევს, რომელიც ჩვენს გოგონებს ხმის ამოღებისთვის და ჩვენს ბიჭებს ცრემლისთვის აკრიტიკებს. უნდა შევცვალოთ მიდგომა, რომელიც სჯის ქალებს თავიანთი სექსუალობისთვის, ხოლო კაცებს აჯილდოებს. უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება რომელიც ქალების ყოველდღიურ შევიწროებას ნორმალურად აღიქვამს, სულ ერთია ქუჩაში ხდება ეს თუ ინტერნეტში. უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება რომელიც კაცს ქალის წარმატების შიშს უნერგავს.
უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება რომელიც ტაშს უკრავს კაცს, რომელმაც ბავშვს საფენი გამოუცვალა და ამავე დროს დაღს ასვამს მამებს, რომლებიც არ მუშაობენ, მაგრამ ბავშვებს ზრდიან. უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება, რომელიც უპირატესობად თვლის თავდაჯერებულობას, კონკურენტუნარიანობას, ამბიციურობას - გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ქალზეა საუბარი. თუ ქალს აქვს ეს თვისებები, ავტომატურად ქედმაღლის იარლიყი ენიჭება და ყველა ის თვისება, რომელიც წარმატების საწინდარია, უცებ დაბრკოლებად გადაიქცევა.
უნდა შევცვალოთ კულტურა რომელიც ფერადკანიანი გოგონებისა თუ ქალებისადმი განსაკუთრებულად მიუტევებელია. მიუხედავად იმისა, რომ მიშელმა თავად მიაღწია წარმატებას, მაინც აწუხებდა ეჭვები. ღელავდა, სწორად გამოიყურებოდა ან იქცეოდა თუ არა, ზედმეტად გაბრაზებული ან მომთხოვნი ხომ არ იყო.
დავეხმარო ჩემს შვილებს ამ სტერეოტიპებზე მაღლა დადგომაში - რთული და საინტერესო პროცესია. მე და მიშელმა შვილებს ვასწავლეთ, რომ ყოველთვის ამოეღოთ ხმა ორმაგ სტანდარტებთან შეჯახებისას, როცა საკუთარ რასაზე ან სქესზე დაფუძნებულ არასამართლიან შეფასებას მიიღებდნენ, ან როცა შეესწრებოდნენ სიტუაციას, როცა სხვას ავიწროებენ. მათთვის აუცილებელია დაინახონ, თუ როგორ აღწევენ მისაბაძი ადამიანები უმაღლეს მწვერვალებს ნებისმიერ დარგში და კი, მათთვის აუცილებელია რომ მამა ფემინისტი იყოს, იმიტომ რომ ამის შემდეგ ნებისმიერი კაცისგან იგივეს მოითხოვენ.
კაცებსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ სექსიზმთან ბრძოლაში. როგორც მეუღლეებმა, პარტნიორებმა და შეყვარებულებმა, ბევრი უნდა ვიმუშაოთ და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ ნამდვილად თანასწორი ურთიერთობების შექმნა.
კარგი ამბავი ისაა, რომ დღესდღეობით სადაც არ უნდა წავიდე, ვხედავ, რომ ხალხი მოძველებულ გენდერულ წარმოდგენებზე ნელ-ნელა უარს ამბობს. დაწყებული ახალგაზრდა მამაკაცებიდან, რომლებიც შემოგვიერთდნენ “ეს ჩვენ გვეხება” კამპანიაში საუნივერსიტეტო დასახლებებში სექსუალური ძალადობის აღმოსაფხვრელად, დამთავრებული ახალგაზრდა ქალებით, რომლებიც ჩვენს ისტორიაში პირველები შემოუერთდნენ არმიის რეინჯერებს. თქვენი თაობა ეწინააღმდეგება ძველი ყაიდის შეხედულებებს და სხვებს ეხმარება იმის გააზრებაში, რომ არ შეიძლება ადამიანებს აიძულო მოერგონ ვადაგასულ, ძალადობრივ წარმოდგენებს. ეს არავისთვისაა კარგი, იქნება ეს მამაკაცი, ქალი, გეი, ჰეტეროსექსუალი, ტრანსგენდერი თუ სხვა. ეს სტერეოტიპები ხელს გვიშლის რომ ვიყოთ ისინი, ვინც ვართ სინამდვილეში.
ამ შემოდგომაზე ისტორიული არჩევნები გვექნება. ქალებისთვის საარჩევნო ხმის მოპოვებიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ და პირველად ჩვენი ერის 240-წლიანი ისტორიის მანძილზე, პრეზიდენტობაზე ქალი იყრის კენჭს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ამერიკისთვის ისტორიული მომენტია და ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოვიდნენ ქალები თანასწორობამდე.
მინდა თქვენმა შვილებმა ნახონ, რომ ეს მათი მემკვიდრეობაცაა. უნდა იცოდნენ რომ არა მხოლოდ ბენჟამინები (ბენჟამინ ფრანკლინი) არსებობენ, არამედ ტუბმანებიც (ჰარიეტ ტუბმანი). უნდა დავეხმაროთ მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ამერიკის ისეთ ქვეყნად ქცევაში, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი ცხოვრება მართოს.
ეს არის 21 საუკუნის ფემინისტის ხედვა: როდესაც ყველა თანაბარია, ყველა უფრო თავისუფალია.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა


კომენტარები