პოლ მაკარტნიმ ტეხასის უნივერსიტეტს ცხოველებზე ექსპერიმენტების შეწყვეტა სთხოვა
პოლ მაკარტნიმ ტეხასის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ცხოველებზე ექსპერიმენტების შეწყვეტა სთხოვა. მიმართვას PETA ავრცელებს. წერილში ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი ტეხასის A&M უნივერსიტეტის პრეზიდენტს, მაიკლ იუნგს მიმართავს და მას სთხოვს, შეწყვიტოს კუნთოვანი დისტროფიის კვლევები ოქროსფერ რეტრივერებზე და ისინი გაანთავისუფლოს.
ამ მიმართვის მიზეზი PETA-ს მიერ გავრცელებული ვიდეო გახდა, სადაც მათი მტკიცებით უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ექსპერიმენტის მონაწილე ოქროსფერი რეტრივერები არიან ასახულები. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ძაღლებს ხელოვნური სელექციით ამრავლებენ და ამგვარად აკვირდებიან კუნთოვანი დისტროფიის გენის მუტაციას. ექსპერიმენტში მონაწილე ცხოველებს კი მეტალის გალიებში აცხოვრებენ.
მაკარტნიმ ნანახს "შემზარავი" უწოდა და იუნგი "მსგავსი სისასტიკის დაშვებისთვის" გააკრიტიკა.
"მე ძაღლები ბავშვობიდანვე მყავდა და ისინი განსაკუთრებით მიყვარდა. მათ შორის იყო ჩემი კომპანიონი დაახლოებით 15 წლის მანძილზე, მართა, რომელსაც სიმღერა "Martha My Dear" მივუძღვენი"- ვკითხულობთ მაკარტნის წერილში.
ტეხასის A&M უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, კელი ბრაუნმა აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ვერ გააკეთა, რადგანაც მოცემულ მომენტში უნივერსიტეტსა და PETA-ს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ მომენტში კუნთოვანი დისტროფიის განკურნება ვერ ხერხდება.
პოლ მაკარტნი დიდი ხანია რაც ვეგეტარიანელია და იგი აქამდეც უჭერდა მხარს PETA-ს ცხოველებზე ექსპერიმენტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
2009 წელს პოლმა ქალიშვილებთან, მერი და სტელა მაკარტნებთან ერთად არაკომერციული მოძრაობა Meat Free Monday წამოიწყო. აღნიშნულით ისინი ცდილობენ წაახალისონ ადამიანები, რომ თუნდაც კვირაში მხოლოდ ერთი დღით დათმონ ხორცის პროდუქცია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები