Avengers: Endgame-ის პროდიუსერმა კევინ ფეიგმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირაში ფილმი კინოთეატრებში ისევ დაბრუნდება, ამჯერად რამდენიმე ისეთი სცენით და პოსტ-კრედიტ სიურპრიზებით, რომლებიც აქამდე არსებული ვერსიიდან ამოჭრილი იყო.

მარველის კინოსამყაროს უდიდესი ბლოკბასტერის პრემიერა აპრილში შედგა და ბილეთების გაყიდულმა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ენდგეიმი მეორე ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმია და მის მიერ მოგროვებული თანხა $2,743 მილიარდს აღწევს.

მსოფლიო რეკორდი კი ჯეიმს კამერონის ავატარს ეკუთვნის, რომელიც 2009 წელს გამოვიდა. ფილმის შემოსავალი $2,788 მილიარდი იყო.

ამ ეტაპზე უცნობია, ფილმის ახალი ვერსია ქართულ კინოთეატრებშიც იქნება ხელმისაწვდომი თუ არა.

ამავე თემაზე: