საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული კომერციის პლატფორმის, extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს
საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC) ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის — extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს.
პლატფორმა საკუთარი ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას, როგორც მომხმარებლებს (C2C), ასევე ბიზნესსა და მომხმარებელს შორის (B2C). აღსანიშნავია, რომ პლატფორმას თვეში დაახლოებით 350 000 ვიზიტორი სტუმრობს. ამჟამად, მასზე დარეგისტრირებულია დაახლოებით 80 000 მომხმარებელი, განთავსებულია 100 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და მომსახურება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ extra.ge საძიებო სისტემებში კარგად არის პოზიციონირებული და აქვს მართვის მოქნილი ინსტრუმენტები. პლატფორმის ინვესტირებით საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ციფრული ტექნოლოგიების ადგილობრივ ბაზარზე განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიას, რაც არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს მისცეს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ კიდევ უფრო მეტი სარგებელი ბანკთან ურთიერთობით.
საქართველოს ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით პლატფორმა გახდება კიდევ უფრო მეტად დინამიური, მსხვილმასშტაბიანი ციფრული სავაჭრო სივრცე, პროდუქტის და მომსახურების ფართო არჩევანითა და სრულიად ახალი სავაჭრო გამოცდილებით. extra.ge-ის მთავარი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ონლაინ შოპინგის გამოცდილება და არჩევანი საუკეთესო ფასად. სს საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება პლატფორმაზე სრულად ინტეგრირებული საბანკო პროდუქტებით სარგებლობის ახალი შესაძლებლობა. მომხმარებელი შეძლებს წინასწარ დამტკიცებული განვადების, სესხის გააქტიურებას, სს საქართველოს ბანკში არსებული მოქნილი ერთჯერადი ავტორიზაციისა და გადახდის სისტემებით სარგებლობას.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ციფრული პლატფორმების წარმატებით გაფართოებას, რათა შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ღირებულება ჩვენი მომხმარებლისათვის. extra.ge გახლავთ ახალი ციფრული შეთავაზება, მარტივი და კომფორტული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან საუკეთესო გარიგება დადონ, ისარგებლონ სს საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფინანსური საბანკო მომსახურებით. პლატფორმა საქართველოს ბანკის გუნდის მხარდაჭერით განახლდება და ის როგორც საცალო ბიზნეს მომხმარებლებისთვის, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა ახალი სამომხმარებლო გამოცდილების მისაღებად და ბიზნესის დინამიურ, მოქნილ ციფრულ გარემოში გასავითარებლად", — განაცხადა საქართველოს ბანკის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
-
რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის
გადახედვა
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში" შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში"
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
-
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
კომენტარები