ნოდია: როცა ძალადობისკენაა მოწოდება, ბევრი გამოსაძიებელი არაფერია, უფრო მოქმედების დროა
ფოტო: გია ნოდია / FB
პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ, "როცა სრულიად ღიად და აშკარად ხდება ძალადობისკენ მოწოდება ბევრი გამოსაძიებელი არაფერია, უფრო მოქმედების დროა". ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი ლევან ვასაძის ძალადობრივ მოწოდებებს. მისი თქმით, საინტერესოა, რატომ ბედავს ლევან ვასაძე ასეთ აშკარა მუქარებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია არა რომელიღაც ჯგუფის მიმართ, არამედ სახელმწიფოს მიმართ.
"გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს გამოძიება გახდა საფარი არაფრის კეთების", — განაცხადა გია ნოდიამ ტვ პირველთან საუბრისას.
მისივე თქმით, პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ მოძალადე ჯგუფები არა მხოლოდ ჰომოფობიური ჯგუფები, არამედ ხშირად ამ ხელისუფლების მოკავშირეები არიან.
" ისინი ხელისუფლების მოკავშირეები არიან სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან ბრძოლაში. სახელმწიფო ხელისუფლება იყენებს მათ ოპოზიციის საცემრად, დასაშინებლად, მომხრეების მობილიზაციისთვის, ხმების მოპოვებისთვის", — განაცხადა გია ნოდიამ ტვ პირველთან საუბრისას.
ვასაძის მუქარა ელჩს, პოლიციასა და ლგბტ პირებს
16 ივნისს ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ "ნამდვილი კაცების" აქციაზე დაემუქრა თითქმის ყველას: სამართალდამცავებს, ლგბტ პირებს, ელჩს (არ დაუკონკრეტებია რომელს), უცხოელ სტუმრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბიზნესმენი ღია ტრიბუნიდან, სამართალდამცავების გარემოცვაში მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისა და ძალადობისკენ მოუწოდებდა. მან აღნიშნა, რომ პოლიციას თუ არ "ეყოფა ჭკუა" და კორდონს ჩადგამს, მაშინ "სახალხო ლეგიონი" კორდონს კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს.
გარდა ამისა, სახალხო ლეგიონს ვასაძის თქმით, "ქამრით უნდა შეეკრა ხელები" და "ყური აეწია" ლგბტ პირებისთვის.
ვასაძე გამოსვლისას ამტკიცებდა იმასაც, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლის სავარაუდო მკვლელობაზე აქვს ინფორმაცია, რომელიც სურთ, მათ დააბრალონ. ის ამბობდა, რომ პრაიდისთვის ერთი პირის "მსხვერპლად შეწირვა" სურთ.
ამ განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დღეს დაიწყო.
14 ივნისის აქცია და კონტრაქცია
"ნამდვილ კაცთა" კრებას წინ უძღოდა კანცელარიასთან გამართული აქცია და კონტრაქცია, როცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა უფლება არ მისცეს თბილისი პრაიდის ორანიზატორებს წინასწარ დაგეგმილი აქცია ჩაეტრებინათ. კანცელარიასთან აქციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა სიძულვილის შემცველი, ღირსების შემლახავი და ჰომოფობიური განცხადებები. ისინი ამბობდნენ, რომ პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებდნენ. კონტრაქციის მონაწილეები აგინებდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და ემუქრებოდნენ მათ.
პოლიციამ კონტრაქციის წევრების დაკავება ერთი საათის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად, მათ რამდენიმე ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ. მაგალითად, ნეტგაზეთის ჟურნალისტს სამართალდამცავების თვალწინ კონტრაქციის მონაწილემ წაართვა და დაუგდო კონტრაქციის მონაწილემ ტელეფონი. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტმა მოუწოდა პოლიციას რეაგირებისკენ, თუმცა უშედეგოდ. ასევე, პოლიციამ მოუწოდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გასცლოდა ტერიტორიას, როცა მას შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ მოტივით, რომ კონტრაქციის მონაწილეები "ღიზიანდებოდნენ".
ამავე მოტივით მოთხოვა ტერიტორიის დატოვება პოლიციამ ომბუდსმენის მოადგილესაც, რომელსაც კონტრაქციის მონაწილეები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. დაგიმახსოვრებთ", "დაგერხა" იმუქრებოდნენ ისინი.
ასევე, ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ღიად აცხადებდა, რომ, თუ აქტივისტები არ დაიშლებოდნენ, ძალით გაიყვანდნენ. ეს განცხადება მან პოლიციის გარემოცვაში გაავრცელა. გარდა ამისა, აქციის დასასრულს, რამდენიმე პირი, რომელიც მისდევდა აქტივისტ ნატა ფერაძეს იძახდა "დაამტვრიეთ", "მოკალით". პოლიციამ აქ რამდენიმე პირი დააკავა,დაუმორჩილებლობისა და ფერაძეზე თავდასხმის მცდელობისთვის.
სულ კონტრაქციაზე 28 პირი დააკავეს. მათგან 21 იმავე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს, 7 კი პატიმრობაში დატოვეს. მათგან სამს სასამართლომ 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
კონტრაქცია პარლამენტთან ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იკრიბებობდნენ. ისინი საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებდნენ, რომლითაც სახელმწიფოს მოუწოდეს პრაიდი არ დაუშვას. აქტივისტები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, მათ აქციის გამართვა კანცელარიის კიბეებზე მოუწიათ.
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები