სერგეი ფარაჯანოვის მოყვარულებს ქართულ ენაზე ახალი წიგნი ელით
ფოტო: იური მეჩითოვი
საკულტო რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი დღემდე რჩება მსოფლიო საავტორო კინოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო საინტერესო, ამოუწურავ და წინააღმდეგობრივ ფიგურად. სწორედ ამიტომ, მის შესახებ ბოლო წლებში არაერთი ქართული და უცხოური ახალი გამოცემა იბეჭდება. კინომცოდნე თეო ხატიაშვილის ახალი წიგნი ფარაჯანოვი, რომელიც "ილიაუნის გზამკვლევის" ფარგლებში გამოვიდა, რეჟისორის შესახებ საინტერესო მასალას მოკლე ფორმატში გვაწვდის.
ფოტო: Parajanov.com
როგორც ყველა თავისუფლებისმოყვარე და გამოკვეთილი ხელწერის მქონე ხელოვანს, საბჭოთა ხელისუფლება მასაც მთელი ცხოვრება დევნიდა. სერგო ფარაჯანოვი ჰომოსექსუალობის ბრალდებით, საბჭოთა მთავრობამ 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმ დროს საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობა კანონით ისჯებოდა და აქედან გამომდინარე, რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანების დასასჯელად, ამ ბრალდებით დევნა ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ხერხს წარმოადგენდა.
სერგო ფარაჯანოვის ძეგლი თბილისში
ფოტო: Wikipedia
დიდი რეჟისორის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ხელოვანმა, მწერალმა და რეჟისორმა გააპროტესტა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით მომზადებულ ტექსტს ხელს აწერდნენ ისეთი ავტორიტეტული ფიგურები, როგორებიც იყვნენ ჟან ლუკ გოდარი, ფრანსუა ტრიუფო, რობერტო როსელინი, ფედერიკო ფელინი, ფრანსუაზა საგანი, ლუის ბუნუელი და სხვა მრავალი უცხოელი და ადგილობრივი ხელოვანი. ოთხწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, მას კინოს გადაღება მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა აკრძალული. თუმცა, 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო კინოსურათები ამბავი სურამის ციხისა და აშიკი ქერიბი.
სერგო ფარაჯანოვი 1990 წელს, ერევანში, კიბოთი გარდაიცვალა.
თავად გამომცემლობა წიგნს ასე აღწერს:
კინომცოდნე თეო ხატიაშვილის ახალი წიგნი ფარაჯანოვი"ილიაუნის გზამკვლევის" სერიაში გამოვიდა და ეს არის თბილისელი რეჟისორის, მისი მითიური საბურველით მოცული პიროვნებისა და შემოქმედების მთლიანობაში აღქმის, თავად ფარაჯანოვის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების გამოკვეთის წარმატებული მცდელობა.
წიგნი ასევე მოიცავს ფარაჯანოვის ოთხი ფილმის სტილისტურ ანალიზს და მიმოიხილავს პოლიტიკურ ფონს, როგორც საბჭოთა კავშირის რეპრესიულ გარემოს, ასევე მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის პერიოდში შექმნილ ნაციონალისტურ შეუწყნარებლობას, რომელიც უშუალოდ შეეხო სერგო ფარაჯანოვს.
თეო ხატიაშვილის ეს ნაშრომი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ითვალისწინებს უშიშროების არქივში დაცულ საიდუმლო დოკუმენტაციას ფარაჯანოვის შესახებ, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი.
სხვა შუადღეში სერგო ფარაჯანოვზე და მის შესახებ გამოსულ ახალ წიგნზე ნენე კვინიკაძემ ისაუბრა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები