კონკურენცია არის კარგი — ეკონომიკის მინისტრი საქართველოში გაზპრომის შემოსვლაზე
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ კონკურენციის მიზნით, მხოლოდ მცირედი დოზით კერძო სექტორში არის დაშვებული რუსული გაზი. ამის შესახებ მან დღეს, 7 ივნისს დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე ოპოზიციის კითხვების საპასუხოდ თქვა.
"ჩვენ ყველა სექტორში შემოგვაქვს კონკურენცია, ეხება ეს ელექტროენერგიას თუ გაზს. საუბარია, როგორც შიგნით კონკურენციაზე, რომ ქსელური საქმიანობა, გატარებისა და მიწოდების საქმიანობა უნდა იყოს გამიჯნული, რათა მომხმარებელი იყოს გაცილებით მეტად დაცული. რასაკვირველია, ეს პრინციპები გარე მიწოდებაზეც ვრცელდება. ეს მოცემულობა შეესაბამება ევროპულ სტანდარტს, რომელსაც ენერგეტიკაში ვამკვიდრებთ. კონკურენცია არის კარგი, მით უფრო, თუ ეს არ აზარალებს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებს", — განაცხადა ნათია თურნავამ.
ევროპული საქართველოს წევრის, გიგა ბოკერიას კითხვაზე, როგორ შეაფასებდა მინისტრი არსებულ ხელშეკრულებას გაზპრომთან, თურნავამ აღნიშნა, რომ გაზის ნატურით გადასახადი, მონეტარულ ფორმას ჯობდა: "უფრო მიმზიდველი იყო". მინისტრის თქმით, საქართველოს არ ჰქონდა შანსი შეენარჩუნებინა ძველი ხელშეკრულება:
"გაზპრომი მთლიანად გადავიდა მონეტარულ ფორმაზე ყველა სახელმწიფოზე. რატომ უნდა გვქონოდა რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ ძალას მოლოდინი, რომ ჩვენ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული გვაქვს, რატომღაც ჩვენთვის დაუშვებდა გაზპრომი გამონაკლისს".
ბოკერიას დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რა მოხდებოდა საქართველო რომ არ დათანხმებოდა განახლებულ კონტრაქტს, ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა, რომ ეს სულ მცირე ორი მიმართულებით გამოიწვევდა სირთულეებს, მათ შორის, ძალიან რთულ ვითარებას შეუქმნიდა სომხეთს.
ბოკერიას კითხვაზე, შეწყვეტდა თუ არა გაზის მიწოდებს რუსეთი, თურნავა პასუხობს: "მათ შორის, შეიძლება შეწყვეტილიყო კიდეც". მინისტრი ამატებს, რომ ტექნიკური პრობლემა შეექმნებოდა საქართველოსაც:
"ბალანსისთვის რუსული გაზის გარკვეული რაოდენობა გამოიყენებოდა ყოველთვის. საქართველო შეიძლება ამ კუთხით აღმოჩენილიყო რთულ მდგომარეობაში".
2017 წლის იანვარში მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაზპრომთან გადახდის ფორმა ნედლეულის ნაცვლად, ფულადი ანაზღაურებით შეიცვლება. კალაძემ ამას "ოპტიმალური წინადედების მიღება" უწოდა. მისივე განმარტებით, ამით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ გაიზრდება.
კალაძის თქმით, საქართველოსთვის გადასახდელი ტრანზიტის საფასური, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის.
ხელშეკრულება გააპროტესტა ოპოზიციამ. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებდნენ, რომ გატარებული გაზის სანაცვლოდ ფულადი სარგებლის მიღება საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულს გახდის.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები