თუ საყვარელი ადამიანის მობილურში იქექებით, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს
21-ე საუკუნეში, თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში ჩარევა იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
მისი ტელეფონის ხელში ჩაგდებით თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ შეტყობინებები, იმეილი, ზარები, ინტერნეტის ისტორია და კიდევ ბევრი სხვა რამ. ამ ინფორმაციის მოპოვება მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გაკეთება კარგი იდეაა.
მიუხედავად ამისა, კვლევები მიუთითებს, რომ უამრავი ადამიანი საყვარელი ადამიანის ტელეფონში ცხვირს მაინც ჰყოფს.
რატომ აკეთებენ ამას ადამიანები?
ნდობის პრობლემები
ასეთი ქცევა ხშირად მიანიშნებს იმაზე, რომ ურთიერთობაში ნდობა დაკარგულია. სხვის ტელეფონში ქექვით თქვენ ცდილობთ გადაამოწმოთ, გიმალავთ თუ არა რაიმეს პარტნიორი. თუმცა, ასეთი ქცევით ურთიერთობაში მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი უნდობლობა და ეჭვები შეგაქვთ.
კომუნიკაციის პრობლემა
ფსიქოლოგი და სექსოლოგი შენონ ჩავესი აცხადებს, რომ ერთმანეთის ტელეფონების შემოწმება ინტიმურობასა და კომუნიკაციაში არსებულ პრობლემებსაც შეიძლება უკავშირდებოდეს. თუ წყვილი ერთმანეთთან მაქსიმალურად გახსნილი არ არის, მცირე პრობლემები გადაუჭრელი რჩება, ეჭვები კი მძაფრდება. ტელეფონის შემოწმებით კი პრობლემების ღიად განხილვას თავს ვარიდებთ.
ღალატის შიში
კარგად დაფიქრდით, რა განაპირობებს თქვენს ეჭვებსა და შიშებს. მოუტყუებიხართ თუ არა წარსულ ურთიერთობებში? ან გაქვთ თუ არა რაიმე საფუძველი დასაეჭვებლად, რომ ის რაიმეს გიმალავთ?
თქვენ, შესაძლოა, გქონდეთ საგრძნობი მტკიცებულება იმისა, რომ შეყვარებული რაიმეს გიმალავთ. ტელეფონის შემოწმებით კი გსურთ, რომ ეს მოსაზრება დაადასტუროთ, ან გააქარწყლოთ. მაგრამ ასევე დასაშვებია, რომ მისი ტელეფონის შემოწმების რეალური მიზეზი არ არსებობდეს. თუ წარსულში მოუტყუებიხართ, ახალი ურთიერთობის მიმართ უსაფუძვლო უნდობლობის მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ეს იყოს.
ხოლო თუ ადამიანში ეჭვის შეტანის რაციონალური საფუძველი არ გაქვთ, ტელეფონების შემოწმებით ურთიერთობას ზიანს თქვენვე მიაყენებთ. დაფიქრდით, არის თუ არა თქვენი შიშები განპირობებული თქვენივე თვითშეფასებით.
არის თუ არა ტელეფონის შემოწმება რომელიმე შემთხვევაში გამართლებული?
მოკლე პასუხი — არა. ზოგადად, სხვისი ტელეფონის დაუკითხავად შემოწმება კარგი იდეა არ არის. ამით თქვენ მის პირად ცხოვრებაში უხეშად ერევით. გარდა ამისა, ეს მეთოდი უბრალოდ არაეფექტურიც არის. თქვენ, შესაძლოა, ის ვერ ნახოთ, რასაც ეძებდით, შემდეგ კი ამის გამო თავი ცუდად იგრძნოთ. ან, შესაძლოა, რომ რაიმე უმნიშვნელო გააზვიადოთ და არაფრისგან პრობლემა შექმნათ. ზოგ შემთხვევებში არის შანსი, მართლაც იპოვოთ ის, რასაც ეძებდით, თუმცა შემდეგ უნდა უპასუხოთ კითხვას: იყო თუ არა ეს ამ ინფორმაციის მიღების ყველაზე კეთილსინდისიერი გზა?
"ეს პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეში გზაა. პარტნიორის ტელეფონის ჩუმად შემოწმება ნიშნავს, რომ თქვენს შორის კომუნიკაცია მოშლილია", — აცხადებს ჩავესი.
ურთიერთობაში ყოფნის დროსაც კი საჭიროა, რომ ადამიანს დამოუკიდებლობა და პირადი სივრცე ჰქონდეს. ურთიერთობა, რომელიც ნდობაზეა დაფუძნებული, წყვილს საშუალებას აძლევს, რომ ერთმანეთის გარდა ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და მეგობრებთანაც ჰქონდეთ.
"ასეთი წყვილები თავს ყველაზე კარგად გრძნობენ, რადგან მათ ერთმანეთის დამოუკიდებლობა არ აშინებთ", — აცხადებს ფსიქოლოგი რაიან ჰოვესი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები