რა იცის აჭარის ტელევიზიის დირექტორობის მსურველმა გადაცემაზე, რომელსაც აკრიტიკებს
აჭარის ტელევიზიის დირექტორობის მსურველს, დავით ჩხარტიშვილს ჰგონია, რომ არხზე გასული ყველა გადაცემა "პლინტუს ქვემოთაა". მრჩეველთა საბჭოს წევრის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რომელ გადაცემას უყურებს ყველაზე ხშირად, მან ფერმერის საათი დაასახელა. ამ სახელწოდებით აჭარის ტელევიზიაზე არაფერი გადის.
გადაცემა ფერმერის საათი ახალციხის მეცხრე არხზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის რადიოზე გადიოდა. აჭარის ტელევიზიას კი გადაცემა მე ვარ ფერმერი აქვს.
On.ge-ს კითხვაზე რატომ გამოიყენა ტელევიზიის გასაკრიტიკებლად გადაცემა, რომელიც არხზე არ გადის, ის პასუხობს: "როგორ არ გადის. გუშინ, გუშინწინ ვუყურე მაგ გადაცემას". მოვიანებით მან განაცხადა, რომ, უბრალოდ, სახელი შეეშალა. თუმცა, არ/ვერ უპასუხა დამაზუსტებელ კითხვებს.
ამ გადაცემის წამყვანებიდან რომელი მოგწონთ ან იცით თუ არა, რომელ დღეებში გადის?
არც წამყვანი მომწონს, არც მანერა წაყვანის და არასწორადაა დაგეგმილი თავად გადაცემა.
და წამყვანის სახელი და გვარი იცით?
არა ნაკლებად მახსოვს.
ქალია თუ კაცი ეს იცით?
ქალია თუ კაცი ხომ? უფრო სწორად, სიუჟეტებს ვუყურებდი ხოლმე და არ მახსოვს ქალია თუ... მთლიანობაში ძალიან მდარე პროდუქციაა ამას გეტყვით.
იცით ვის მიყავს გადაცემა ან რომელ დღეებში გადის?
არ მახსოვს წამყვანის სახელი და გვარი, რატო უნდა მახსოვდეს. რომელი ბოსნერი, ან დორენკო, ან ის მყავს, რა ქვია, დონაჰიო მყავს. ამიხსენით, რატომ უნდა მახსოვდეს "ჭ" კლასის გადაცემის, "ჭ" კლასის ტელევიზიის სახელი და გვარი.
შეგიძლიათ ერთი გადაცემის შინაარსი დაასახელოთ, რომელიც არ მოგეწონათ?
ახლა არ მცალია, გასული ვარ. რა გნებავთ ახლა. რეცენზია გინდათ დაგიწეროთ, თუ სკოლაში, თუ რა გინდათ? გეუნებით ძალიან ცუდი ხარისხის გადაცემაა, არასწორადაა დაგემილი... კარად იყავით, ვმუშაობ კაცო.
იცით თუ არა რამდენი გადაცემა აქვს აჭარის ტელევიზიას და მათგან რომელიმე მაინც თუ მოგწონთ?
გეუბნებით, არცერთი არ მომწონს.
ეს არცერთი რამდენია? 10-15? რამდენი გადაცემა აქვს ტელევიზიას, რომელიც არ მოგწონთ?
კანონის მოთხოვნა არის, რომ საკუთარი პროდუქცია იყოს 25%. თქვენ [აჭარის ტელევიზიას] გაქვთ 10%-ზე ნაკლები და არცერთი არ შეესაბამება სტანდარტს.
როგორც On.ge-მ აჭარის ტელევიზიაში დააზუსტა გადაცემა მე ვარ ფერმერი უკვე 6 წელია, მას შემდეგ არსებობს, რაც საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდა. თავდაპირველად ის თოქ-შოუს ფორმატის იყო, მარამ ახლა ეთერში სიუჟეტები გადის, წამყვანი კი ლელა ფაღავაა.
რაც შეეხება ფერმერის სააათს, ამ სახელით გადაცემა ჯერ მეცხრე არხზე გადიოდა, შემდეგ კი პირველ არხის რადიოზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ამ გადაცემის ბოლო ჩანაწერი 2018 წლის აგვისტოშია ატვირთული.
ამავე თემაზე:
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები