აჭარის განათლების მინისტრი, ირმა შამილიშვილი მისი უწყების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე რუსული დროშების გამოყენების გამო გადააყენეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეზემ თქვა.

"ეს არის ჩემთვის სამწუხარო ფაქტი... პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი", — განმარტა რიჟვაძემ.

"აქ რუსული დროშა ნამდვილად არ ფრიალებს. ეს არის ბავშვთა ფესტივალი და მე მგონი მთლიანად სცდება ყოველგვარ პოლიტიკას", — ამბობდა მინისტრი აჭარის ტელევიზიასთან გადაყენებამდე.