ექსპო ჯორჯიას ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair გაიხსნა
მაისი საქართველოში ხელოვნებით გადატვირთული თვე აღმოჩნდა. დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის პარალელურად, თბილისში მერსედესის მოდის კვირეული, ქოლგა, ევროპის დღე და მრავალი სხვა ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დღეს, 17 მაისს, კიდევ ერთი, Tbilisi Art Fair დაემატა.
საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, უკვე მეორედ, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა - TAF ტარდება.
გამოფენა დახურული ჩვენებით 16 მაისს, 14:00 საათზე გაიხსნა, ფართო საზოგადოებისთვის კი დასწრება დღეიდან 19 მაისის ჩათვლით, 12:00-20:00 საათებში იქნება შესაძლებელი.
ოთხ დღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს 16 ქვეყნის 33 გალერეასა და 38 დამოუკიდებელ ხელოვანს აერთიანებს. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.
"თიბისი სტატუსი უკვე მეორე წელია TAF-ს მხარს უჭერს, რაც ნაწილია იმ მასშტაბური სახელოვნებო ღონისძიებებისა, რომელსაც თიბისი მრავალი წელია ახორციელებს. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ხელოვანებს ვაფინანსებთ იმისთვის, რათა განათლება მიიღონ შესაბამისი და მიეცეთ შესაძლებლობა საერთაშორისო გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ქვეყნის ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო ღონისძიების პარტნიორებიც ვყოფილიყავით", - თქვა ნინა ახვლედიანმა, თიბისის არტ კურატორმა.
Tbilisi Art Fair-ის საგამოფენო სივრცე ორ ძირითად ნაწილადაა გაყოფილი. მთავარი დარბაზი ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეებს მასპინძლობს, ხოლო "სახელოსნოს” სპეციფიკური ფორმატი The Hive დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს აძლევს ნამუშევრების გამოფენის საშუალებას.
თბილისის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა "ექსპო ჯორჯიას" პავილიონებსა და ბაღებს, ასევე მთელი თბილისის მასშტაბით მუზეუმებს, თეატრებსა და სახელოვნებო სივრცეებს მოიცავს. ბაზრობის ფარგლებში ტარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები და ა.შ.
ორანჟერეაში გამოფენილია დავით კაკაბაძის სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები, რაც მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.
"თიბისი გალერეაში გამოფენილი ნამუშევრების შემდეგ, დავით კაკაბაძის ფონდმა გადაწყვიტა TAF-ზე გამოეფინა მისი სამეცნიერო ნაშრომები, რომელიც წარმოდგენილია ორანჟერიაში. გამოფენა ორ იდეად არის დაყოფილი. ერთ მხარეს არის მისი ნამუშვრები, რომლებიც პარიზში ცხოვრების დროს შექმნა, მეორე მხარეს კი საქართველოში გამოუკვლეული მასალები", - ამბობს მარიამ კაკაბაძე.
თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნებო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.
TAF ყოველწლიური პლატფორმაა, სადაც კოლექციონერები, კურატორები, მედიის წარმომადგენლები და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ერთ სივრცეში აღმოაჩენენ ხელოვანებსა და გალერეებს.
TAF-ზე თითოეულ დღეს დასასწრები ბილეთის ღირებულება 10 ლარია, რომლის შეძენაც ადგილზე, ექსპო ჯორჯიაში და Tkt.ge-ზე შეგიძლიათ.
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
-
მსუქანი, შავკანიანი, ბედნიერი გოგო ვარ, ყოველთვის ეცდებოდნენ ჩემს განადგურებას — ლიზო მსუქანი, შავკანიანი, ბედნიერი გოგო ვარ, ყოველთვის ეცდებოდნენ ჩემს განადგურებას — ლიზო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და განვითარებას ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და განვითარებას
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კოსმოსში თირკმლისა და ღვიძლის ქსოვილები ბიოპრინტერით დაბეჭდეს ისტორიაში პირველად, კოსმოსში თირკმლისა და ღვიძლის ქსოვილები ბიოპრინტერით დაბეჭდეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ უნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ უნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა
გადახედვა
-
"რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე" — ირაკლი კობახიძე ეუთოს რეზოლუციაზე "რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე" — ირაკლი კობახიძე ეუთოს რეზოლუციაზე
გადახედვა
-
რატომ გვწყურდება ღამე გაღვიძებისას ასე ძალიან? — "უძირო ქვევრის" მეცნიერება რატომ გვწყურდება ღამე გაღვიძებისას ასე ძალიან? — "უძირო ქვევრის" მეცნიერება
-
აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გამო დაძაბულობის ზრდის ფონზე ერთმანეთს ცეცხლს უხსნიან აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გამო დაძაბულობის ზრდის ფონზე ერთმანეთს ცეცხლს უხსნიან
გადახედვა
-
ტესტი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის ინვესტორი იქნებოდი ტესტი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის ინვესტორი იქნებოდი
-
ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, დარჩება კვლავაც ეუთო ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო ულსონის დონეზე ზემოთ ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, დარჩება კვლავაც ეუთო ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო ულსონის დონეზე ზემოთ
გადახედვა
-
25 წლის შემდეგ მადონა და მაიკლ ჯექსონი Billboard-ის საუკეთესო ათეულში ისევ ერთად არიან 25 წლის შემდეგ მადონა და მაიკლ ჯექსონი Billboard-ის საუკეთესო ათეულში ისევ ერთად არიან
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება
-
კაია კალასი: ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს კაია კალასი: ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
გადახედვა
-
დააკავეს კაცი, რომელმაც ღამის კლუბის თანამშრომელი დაჭრა დააკავეს კაცი, რომელმაც ღამის კლუბის თანამშრომელი დაჭრა
გადახედვა
-
თბილისში 5 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც აფთიაქებიდან და სასურსათო ქსელებიდან პროდუქციას იპარავდნენ თბილისში 5 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც აფთიაქებიდან და სასურსათო ქსელებიდან პროდუქციას იპარავდნენ
გადახედვა
-
წინასწარი შემოწმებით ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაიცვალება გულის პრობლემამ გამოიწვია წინასწარი შემოწმებით ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაიცვალება გულის პრობლემამ გამოიწვია
გადახედვა
-
"სამმა ღვარცოფდამჭერმა ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია" — გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება "სამმა ღვარცოფდამჭერმა ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია" — გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება
გადახედვა
კომენტარები