თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე
"იმას, რაც დღეს სასამართლოში ხდებოდა, არავითარი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობის პრინციპთან და სამართლიანი სასამართლოს იდეასთან. ეს არის ქართული ოცნების, ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე" — ასე გამოეხმაურა ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი, ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლიანი პატიმრობის მისჯას. კომენტარს IPN ავრცელებს.
მისი შეფასებით, სასამართლო პროცესი კონკრეტული დანაშაულის არსებობის ან არარსებობის დადგენას არ ემსახურებოდა და თავიდანვე პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა.
"დღეს ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე თვიანი ეპოპეის დაგვირგვინება, რომლის მიზანიც არ იყო რაიმე კონკრეტული დანაშაულის არსებობის ან არარსებობის, ამ დანაშაულში რაიმე მოქმედებების განხილვა. ეს იყო სასამართლო პროცესებად წოდებული პროცესები, რომელიც პაპუაშვილის სიტყვების გასამართლება იყო.
პაპუაშვილის, რომელმაც თავის დროზე არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ალეკო ელისაშვილს ტერორიზმში არარსებული ბრალი დააბრალა. დღეს საქართველოს პრემიერმინისტრად წოდებულმა კობახიძემაც იგივე გააკეთა. ფაქტობრივად, განაჩენის წინ რამდენიმე წუთით ადრე, კიდევ ერთხელ ზეწოლა მოახდინა სასამართლო სისტემაზე და აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერპრეტაცია დადო განაჩენის სახით. ეს არ არის კანონის უზენაესობა. ეს არის ქართული ოცნების, ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე ზუსტად ისე, როგორც ეს არის ე.წ. საბოტაჟის საქმე, პარტიების აკრძალვის საკითხი ა.შ. ეს არის საქართველოში დემოკრატიის დასამარება," — განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
ოფიციალური ბრალდების მიხედვით, პოლიტიკოსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება. აღნიშნული მუხლი ტერორისტულ აქტს (აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა მსგავსი ქმედება) გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ტერორისტული მიზნით და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან იწვევს მძიმე ქონებრივ ზიანს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, 23 ივნისს ელისაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის, განმარტებით, პაპუაშვილმა საჯარო გამოსვლებში არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ბრალდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს "ტერორისტი" უწოდა.
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
კომენტარები