თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსის უნივერსიტეტის #6-ში მდებარე ფილიალში Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის — Dare to Lead-ის პირველი ღონისძიება გაიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ლიდერობაზე, ორგანიზაციულ ტრანსფორმაციასა და ინოვაციებზე იმსჯელეს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დოქტორმა ჯიმი ჯაინიმ, რომელიც Forbes Coaches Council-ის წევრი, წიგნის Design Thinking for Startups ავტორი და ინოვაციების სფეროს საერთაშორისო ექსპერტია. ის სტუმრებს დიზაინ-აზროვნების, ადამიანზე ორიენტირებული ინოვაციებისა და AI-ს გამოყენებით თანამედროვე ლიდერობის პრაქტიკაზე ესაუბრა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა თეგეტა ჰოლდინგის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი, ბექა ციცქიშვილი, რომელმაც დამსწრეებს კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის გზა და მომავლის ხედვა გააცნო. პრეზენტაცია შეეხო იმ ცვლილებებს, რომლებიც თეგეტას ხელოვნური ინტელექტის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და პარტნიორული ინოვაციების მიმართულებით უკვე სისრულეში მოჰყავს.
ფოტო: თეგეტა
ბექა ციცქიშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი: “ტექნოლოგია ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მაგრამ დიდი გამოწვევა ადამიანების, პროცესებისა და კულტურის ცვლილებაცაა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც არა მხოლოდ ადაპტირდება ცვლილებებთან, არამედ თავად გახდება ინოვაციისა და ტრანსფორმაციის კატალიზატორი.
ავტოინდუსტრია ეტაპობრივად გადადის ავტომობილის ერთჯერადი გაყიდვის მოდელიდან მომხმარებელთან უწყვეტ ურთიერთობაზე, სადაც ციფრული სერვისები, პროგნოზირებადი მომსახურება და ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლის გამოცდილების განუყოფელი ნაწილი ხდება. შესაბამისად, მდგრადი ციფრული განვითარებისთვის ძლიერი ტექნოლოგიური საფუძველი ადამიანების განვითარება და ახალი ინსტრუმენტების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებაა“.
ფოტო: თეგეტა
Dare to Lead არის Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ახალი ლიდერშიფსერია, რომელიც ქართველი სტარტაპერებისთვის, ბიზნესლიდერებისა და ნოვატორებისთვის საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას ისახავს მიზნად. სამნაწილიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ლიდერობის, ორგანიზაციული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე იმსჯელებენ.
ქეით ლუისი, Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს დირექტორი: “გვჯერა, რომ ძლიერი სტარტაპ ეკოსისტემები მხოლოდ აქსელერაციის პროგრამებით არ იქმნება. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ Dare to Lead — სივრცე, სადაც ქართველ სტარტაპერებს, ბიზნესლიდერებსა და საერთაშორისო ექსპერტებს ერთმანეთისგან გარკბვეული საკითხების სწავლა და ახალი ხედვების გაზიარება შეეძლებათ. Startupbootcamp Georgia-სთვის ეს ჩვენი მისიის ბუნებრივი გაგრძელებაა — არა მხოლოდ სტარტაპების მხარდაჭერა, არამედ ძლიერი და ერთმანეთთან დაკავშირებული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა. სასიხარულოა, რომ ამ ინიციატივას თეგეტასთან პარტნიორობით ვიწყებთ“.
ფოტო: თეგეტა
Rainmaking Innovation Europe მსოფლიოს 27 ქვეყანაში კორპორაციული ინოვაციებისა და ვენჩურული განვითარების პროექტებს ახორციელებს, ხოლო მისი გლობალური აქსელერაციის პროგრამის, Startupbootcamp-ის, ფარგლებში უკვე 1 800-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა აქსელერაცია და, ჯამში, 3.5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოში პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით რეალიზდება და ადგილობრივ სტარტაპებს საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
სწორედ თანამშრომლობის მსგავსი მოდელი შეესაბამება თეგეტა ჰოლდინგის ხედვასაც. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მობილობის მომავალი ღია ინოვაციებსა და პარტნიორობაზე შენდება. ამიტომ თეგეტა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს სტარტაპებთან და ნოვატორებთან, სთავაზობს მათ რეალურ ინდუსტრიას, მომხმარებლებსა და მონაცემებს — ეკოსისტემას, რომელშიც საკუთარი ტექნოლოგიების გამოცდისა და განვითარების შესაძლებლობა აქვთ.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები