საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა
On.ge საინფორმაციო სააგენტო BMG-მ შეიძინა. საჯარო რეესტრში "ომედია მედიას" და On.ge-ს მონაცემებში ცვლილებები 8 და 9 ივლისს აისახა.
დოკუმენტების მიხედვით, BMG-იმ იყიდა შპს "ფორმულა ფროდაქშენისა" და ნინო ტეფნაძის კუთვნილებაში არსებული On.ge-ს 14.25%-იან და 5%-იან წილები და "ომედია მედიას" 80.75%-იანი წილი, რომელასც ნოდარ დავითური და გიორგი ჯიბლაძე ფლობდნენ. ამის შედეგად BMG ონლაინ მედიასაშუალების 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
BMG-სთან საუბრისას On.ge-ს თანადამფუძნებელი ნოდარ დავითური აცხადებს, რომ "BMG-ის ჰოლდინგში გაერთიანება On.ge-სთვის განვითარების სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია".
"On.ge-ს დაარსების დღიდან, ჩვენი მიზანი იყო სანდო, თავისუფალი და თვითმყოფადი ონლაინ-მედიის შექმნა. ყველა დამფუძნებელს გვეამაყება ის გავლენა, რომელიც On.ge-ს გუნდმა ბოლო 10 წელიწადში ქართულ ონლაინ მედია ბაზარზე მოახდინა და ის ღირებულებები, რომლითაც შევინარჩუნეთ სარედაქციო და ფინანსური დამოუკიდებლობა, თავისუფალ მედიაზე არსებული წნეხის მიუხედავად. დღეს ეს ისტორია ახალ, ბევრად უფრო საინტერესო ფაზაში გადადის.
BMG-ის ჰოლდინგში გაერთიანება On.ge-სთვის განვითარების სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია. გვიხარია, რომ ვიპოვეთ თანამოაზრეები, რომლებიც გამოცემას განავითარებენ ისეთი ძლიერი და პროფესიონალური მედიაჯგუფის ფარგლებში, როგორიც BMG-ია. დარწმუნებული ვარ, ეს სინერგია კიდევ უფრო გააძლიერებს On.ge-ს და შეუნარჩუნებს მას იმ მთავარ ღირებულებებს და უნიკალურ სტილს, რომლითაც ამ ბრენდმა წლების განმავლობაში შეაყვარა თავი საკუთარ აუდიტორიას", — აცხადებს On.ge-ს თანადამფუძნებელი ნოდარ დავითური.
BMG-ის დირექტორის, ანნა ლაპიაშვილის თქმით, "On.ge შეინარჩუნებს იმ მიმართულებებსა და პროფილს, რაც აქვს და გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც დამოუკიდებელი მედიასააგენტო BMG-ის ჰოლდინგში".
"BMG-ის მედია ჰოლდინგში On.ge-ის ბრენდის დამატება, როგორც ახალი პასუხისმგებლობა, ისე ზრდისა და გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს სტრატეგიული ნაბიჯი ჩვენს ჰოლდინგს მედიაბაზარზე გაფართოების ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ On.ge-ის პლატფორმის სწორი მიმართულებით განვითარებას და გავაძლიეროთ მისი მრავალფეროვანი კონტენტი. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ on.ge შეინარჩუნებს იმ მიმართულებებსა და პროფილს, რაც აქვს და გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც დამოუკიდებელი მედია სააგენტო BMG-ის ჰოლდინგში", — აცხადებს BMG-ის დირექტორი ანნა ლაპიაშვილი.
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
კომენტარები