ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დიკსრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ფეისბუქპოსტები
დღეს, 16 მაისს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თაზო ფაცაციამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა სექსისტურ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია. ფაცაციამ On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ პოსტში სექსი არ უხსენებია და შესაბამისად, მისი განცხადება სექსისტური ვერ იქნება. მანვე აღნიშნა, რომ კარგ ოჯახშია გაზრდილი და იცის ადამიანებთან როგორ იურთიერთოს.
მალევე ეს პოსტი "გაქრა", თუმცა განაცხადა, რომ თავად არ წაუშლია. რამდენიმე წუთში კი სექსიზმი დისკრიმინაციული შინაარსის პოსტით ჩაანაცვლა და საარჩევნო მოწოდება დაპოსტა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფაცაცია ფეისბუქით დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებებს ავრცელებს. გუშინ, 15 მაისს მან ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ანი წითლიძე მოიხსენია სექსისტურად. ფაცაცია წითლიძეს ალქაჯს ადარებს და წერს, რომ ქალი პოლიტიკოსი მასზე "გიჟდება", "უყვარს" და "ჭკუა ეკეტება".
გარდა ამისა, არჩევნების საკითხზე ფაცაციას პოსტების ნაწილი ქსენოფობიურია. ის ხაზს უსვამს სანდრა რულოვსის წარმომავლობას და "მეგრელობას" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ფეისბუქის პირადი ანგარიშის გარდა, ფაცაციას, როგორც საკრებულოს დეპუტატს, ოფიციალური გვერდიც აქვს. დეპუტატი არც აქ ერიდება დისკრიმინაციული შინაარსის პოსტების გამოქვეყნებას. მაგალითად, მას გაზიარებული აქვს სხვა პირის პოსტი, რომლისთვისაც ავტორს მადლობას უხდის. პოსტი ქსენოფობიური შინაარსისაა. აქვე დისკრიმინაციულად არის მოხსენიებული იეჰოვას მოწმეთა რელიგია და ჰომოსექსუალობა.
გარდა ამისა, პოსტში წერია, რომ სანდრა რულოვსი ორგანოებით ვაჭრობდა. ამ საკითხზე რულოვსისთვის ბრალი არასდროს წარუდგენიათ, ფაცაცია კი პოსტს "მამხილებელს" უწოდებს.
ბოლო რამდენიმე თვეა ფაცაცია, ძირითადად, არჩევნებზე პოსტავს. ის მუდმივად აზიარებს ქართული ოცნების კანდიდატზე დადებითი შინაარსის პოსტებს და პარალელურად, სანდრა რულოვსის დისკრედიტაციას აგრძელებს.
ფაცაცია აზიარებს ისეთი შინაარსის მასალებს, რომლებშიც ზუგდიდის მერობის კანდიდატი გაკრიტიკებულია ან დამამცირებლად არის მოხსენიებული.
12 აპრილს მას გაზიარებული აქვს ერთ-ერთი ონლაინ სააგენტოს ნიუსი, რომელშიც წერია, რომ ლალი მოროშკინას სანდრა რულოვსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აქვს, რომელიც "ხელუხლებელია, ჯერ!"
საკუთარ პროფილის ფოტოზეც კი ის სანდრა რულოვსს ახსენებს და მის "დაჩოქების" პირობას დებს.
ქალთა მოძრაობამ მოუწოდა ქართულ ოცნებას სექსისტური განცხადების გამო, თაზო ფაცაცია პარტიიდან გარიცხონ. პარლამენტის დეპუტატი უმრავლესობიდან ზაქარია ქუცნაშვილი ამტკიცებს, რომ მისთვის მიუღებელია სექსისტური გამონათქვამები და ადამიანის შეურაცხყოფა. თუმცა ბოკუჩავაზე ამბობს, რომ "რაც დათესა, ის მოიმკო". კითხვაზე, მისი ნათქვამი წაახალისებს თუ არა ბოკუჩავას მიმართ აგრესიას, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ "არა".
ქართული ოცნების საერთაშორისო მდივანი, თამარ ჩუგოშვილი კი ფაცაციას სექსისტურ განცხადებას ემიჯნება. ჩუგოშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ მისთვის მსგავსი კომენტარი მიუღებელია.
"წაშალა, როგორც ვიცი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არ შეიძლება პოლიტიკური პროცესი ასეთ ბინძურ კომენტარებში გადავიდეს, მით უმეტეს რომ ქალები ხდებიან ასეთი კომენტარების ობიექტები. მეც გამომიცდია და ყოვლად მიუღებელია ჩემთვის", — თქვა ჩუგოშვილმა.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები