A თუ B-ს ნათესავია, B კი C-ს , A და C-ც ნათესავები გამოდიან — ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიაზე
"ყველა ერთამენთის ნათესავია ბატონებო და ქალბატონებო. A თუ B-ს ნათესავია, B თუ C-ს ნათესავია, ამ შემთხვევაში A და C ნათესავები გამოდიან. მე ამ ეტაპზე თქვენი ნათესავიც ვარ", — ასე უპასუხა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა ჟურნალისტების კითხვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ნათესაობის შესახებ.
ჟურნალისტებმა იკითხეს, აცნობა თუ არა მესხმა ჟვანიას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს. მესხმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან "ამ ეტაპზე საინტერესო თემა არ არის".
მესხმა აღნიშნა, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ეს არ არის საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების მოთხოვნა. მისი თქმით, გადადგომას ითხოვს მხარე ზეპირსიტყვიერად და ოფიციალური განცხადება არ დაფიქსირებულა.
მირანდა მესხის გადადგომას ნაციონალური მოძრაობის წევრები ითხოვენ. ენმ-ს პროტესტი გამოიწვია საარჩევნო სიებისა და ბეჭდების უბნებზე 5 დღით ადრე დარიგებამ. მათ საპროტესტო აქცია გამართეს და მესხის გადადგომასთან ერთად მოითხოვეს ცესკოს უკან წაეღო და შეეცვალა აღნიშნული სიები და ბეჭდები.
ცესკოში ბრალდებების პასუხად განმარტეს, რომ ზუგდიდის ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით დოკუმენტაციის გადაცემა რამდენიმე დღეზეა განაწილებული. მათი თქმით, ეს პროცესი ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს, არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც.
ცესკოს განმარტებით, კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის (მათ შორის სამაგიდო ვერსიის) გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა ( ანუ, ამ შემთხვევაში 17 მაისამდე). თუმცა, მათივე თქმით, რადგან საკითხი "სპეკულაციის საგანი" გახდა მიიღეს გადაწყვეტილება სამაგიდო სიები და ბეჭდები უკან, საოლქო კომისიაში დააბრუნონ და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადასცენ უბნებს.
მიუხედავად ამისა საარჩევნო ინვენტარისა და მირანდა მესხის გადადგომი საკითხი დღესაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობდნენ, რომ აქვთ ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ საარჩევნო ინვენტარი კანონის დარღვევით ინახებოდა. ისინი ფოტომასალის ჩვენების საშუალებას ითხოვდნენ რისი უფლებაც, მათი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა. მათივე თქმით, ასევე, სურდათ მირანდა მესხის გადადგომის განხილვა და მან ამის უფლებაც არ მისცა.
რუსთავი 2-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთი პირი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. დაცვამ მას ტერიტორია დაატოვებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
კომენტარები