Big Little Lies მსახიობები პერსონაჟების სახელით მაყურებელს თავის მოვლის რჩევებს სთავაზობენ. მონტერეის ხუთეულის აზრით, მათი გამოცდილება დედებს სტრესულ სიტუაციაში საკუთარ თავზე ზრუნვასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.

ერთად გავეცნოთ რიზ უიზერსპუნის, ნიკოლ კიდმანის, ზოი კრავიცის, შეილინ ვუდლისა და ლორა დერნის ყველასთვის საყვარელი გმირების დღის რუტინას:

1. მედელინი

ფოტო: HBO

მედელინ მაკენზის თქმით, თავის მოვლისათვისა და დასვენებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ძალიან ცოტა წითელი ღვინო, ქაშმირის მოსაცმელი და არომატის მქონე სანთელი.

ვინც უყურებთ სერიალს, გეცოდინებათ მადელაინის ხასიათი. ასე რომ, მსგავსი რჩევები მისგან არ უნდა გვიკვირდეს. რიზ უიზერსპუნის გმირისთვის კიდევ ორი რამაა მნიშვნელოვანი: ლეონ ბრიჯის მუსიკა და საკონდიტროს სუფთა, ახალი და ტკბილი ფუნთუშები.

მედელინისთვის მთავარი დამაგვირგვინებელი პუნქტია HBO-ზე Big Little Lies სერიების ყურება.

2. სელესტი

ფოტო: HBO

რაც შეეხება ნიკოლ კიდმანის პერსონაჟს, სელესტის, ის იმ კითხვებზე აკეთებს აქცენტს, რომელსაც საკუთარ თავს უსვამს:

  1. რისი მადლობელი ვარ ყველაზე მეტად?
  2. რა მაბედნიერებს?
  3. რა მიყვარს ჩემს თავში?
  4. როგორ გავამარტივო ჩემი ცხოვრება?
  5. როგორ უნდა გავთავისუფლდე იმისგან, რაც მაწუხებს?

3. ბონი

ფოტო: HBO

ბონი, რომელიც მეორე სეზონში ცენტრალურ ფიგურად გადაიქცა, ნაბიჯ-ნაბიჯ გვიხსნის ღრმად სუნთქვის ვარჯიშებს:

  1. დააყენე ტაიმერი 10 წუთზე;
  2. დაჯექი კომფორტულად და ხელები მუხლებზე დაასვენე;
  3. ჩაისუნთქე ცხვირით ნელა ოთხ თვლაზე;
  4. შეწყვიტე სუნთქვა 2 წამით;
  5. ამოისუნთქე ნელა და ღრმად ოთხ თვლაზე;
  6. აქაც ორი წამით შეჩერდი და შემდეგ ყველაფერი რამდენჯერმე გაიმეორე.

4. ჯეინი

ფოტო: HBO

რაც შეეხება ჯეინის პერსონაჟს, ის დედებს სახის ნიღბის რეცეპტს უზიარებს. ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 2 ჩაის კოვზი თაფლი;
  • 2 ჩაის კოვზი ავოკადო;
  • 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

დაჭყლიტე ავოკადო და შეურიე ზეთსა და თაფლში, იქამდე სანამ სითხე ერთგვაროვანი არ გახდება. კარგად მოურიე და სახეზე შეიზილე. იჯექი მშვიდად 20 წუთის განმავლობაში.

5. რენატა

ფოტო: HBO

რენატა კლაინი საღამოს დეტოქსის პროცედურას უზიარებს მაყურებელს და ამბობს, რომ პირველ რიგში, ტელეფონის გამორთვაა საჭირო, შემდეგ კი, მცენარეული ჩაის მომზადება და თბილი აბაზანის მიღება. მისი ბოლო ორი მნიშვნელოვანი პუნქტი წიგნის კითხვა და მეილების დავიწყებაა.