იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ადასტურებს.

ბახტაძის ინფორმაციით, ტაბატაძე არის სამხედრო და თვითონვე ჰქონდა თხოვნა, რომ დაბრუნებოდა თავის პროფესიას.

"მინდა, გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის, რომელიც ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში გააკეთა. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო", — თქვა ბახტაძემ.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა.