კომპანია SpaceX-ის საფონდო ღირებულება რეკორდულად დაეცა: 23 ივლისის საღამოსთვის იგი $112.02-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი გასულ თვეში მოიხსნა: ღირებულება $225-მდე დაეცა. ამის შემდეგ ახალი მაჩვენებელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კლების გამომხატველია.

16 ივლისს კომპანიამ კოსმოსური ხომალდის, Starship-ის, გაშვება გადადო. ამის მიზეზი ის იყო, რომ რამდენიმე ძრავა ვერ ამუშავდა. ეს SpaceX-ის საფონდო ღირებულების დაცემის ერთ-ერთი განმაპირობებელია.

ამასთან ერთად, უამრავი მოკლე პოზიციის მქონე ინვესტორი ფსონის კომპანიის წინააღმდეგ დადებით მილიარდებს შოულობს. ეს აქციების ფასზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

ამ ყველაფრის ფონზე, ოთხშაბათს საღამოს ილონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები და შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა, კომპანია ფულად სახსრებს საგანგაშო ტემპით ხარჯავს.

ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ მასკმა შეიძლება Tesla და SpaceX გააერთიანოს.

"ვფიქრობ, 2027 წელს Tesla-ს და SpaceX-ის გაერთიანების ალბათობა 80%-ზე მაღალია", — აღნიშნავს ტექნოლოგიური ანალიტიკოსი დენ აივზი — "მონაცემთა ინჟინერიის პერსპექტივიდან ეს ლოგიკური ნაბიჯი იქნება. ეს ზედმეტად ლოგიკურიც კია იმისთვის, რომ არ მოხდეს".

ისიც ყურადსაღებია, რომ კომპანია Starship-ის ექსპერიმენტული სატესტო ვერსიის გაგზავნას ხელმეორედ გეგმავს. ეს თბილისის დროით 25 ივლისის ღამეს იგეგმება. აქედან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ SpaceX მეორე კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებას გამოაქვეყნებს. ეს მნიშვნელოვანია იმის განსასაზღვრად, თუ საით მიემართება იგი. როგორც Yahoo Finance-თან ვკითხულობთ, ინვესტორებს აინტერესებთ, თუ რამდენს დახარჯავს კომპანია ხელოვნური ინტელექტის (AI) პროდუქტებსა და Starlink-ის ბიზნესის ზრდაზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.