ოპერის თეატრის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მშენებარე სასტუმროს კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე კაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ NEWS.On.ge-ს განუცხადა, რომ საქმე სსკ-ის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ადამიანის დაღუპვას გულისხმობს.

შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.